Archive | განათლება RSS feed for this section

ილია ჭავჭავაძის მოთხორბა ,,კაცია–ადამიანი?!’’ და თათქარიძეობა – საერთო ქართველური მოვლენა;

23 Feb

საქართველოს ისტორიას ბევრი დიდი მამულიშვილის სახელი ამშვენებს, რომელთაგან მოჩანს მონუმენტური ფიგურა ილია ჭავჭავაძისა, საქართველოს სულიერი და პრაქტიკულ–საზოგადოებრივი ცხოვრების წარმმართველისა მე–19 საუკუნის ნახევარში. ,,იქნება არც ერთ მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავისი ერისთვის, რამდენადც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის’’.
ილია ჭავჭავაძე იმ დროს მოევლინა საქართველოს, როდესაც ჩვენს ქვეყანას უაღრესად სჭირდებოდა თავგანწირული წინამძღოლი. მან ნახევარი საუკუნის მანძილზე ზიდა ერის თავკაცის ტვირთი, ზიდა, ვიდრე არ დაეცა ქვეყნის საკურთხეველზე, ვიდრე სამსხვრპლოდ არ შეეწირა იმ იდეას, რომელსაც შეგნებულად შეალია თავისი სიცოცხლე.

სტორიულპოლიტიკური ვითარება მე–19 საუკუნის 60–70–იანი წლების საქართველოში: ქართულ ეროვნულ ცონობიერებას ძლიერი დარტყმა მიაყენა მე–19 საუკუნის დამდეგს დიდმა ტრაგედიამ – რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ. რუსეთის კოლონიის პოლიტიკური მიზანი იყო ქართველი კაცის შეგნებიდან ცნებების ,,ქართულისა’’ და ,, საქართველოს ‘’ აღმოფხვრა, ქართული ენის განდევნა და საქართველოს გადაქცევა რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად.
მე–19 საუკუნის დამდეგიდანვე საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობა დაიწყო. მე–19 საუკუნის 60–იანი წლების ეროვნული მოძრაობა კი წარმოადგენდა საუკუნის დამდეგის ეროვნული აჯანყებებისა და 1832 წლის შეთქმულების ლოგიკურ გაგრძელებას. ამ მოძრაობის აღიარებული წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელსაც გვერდში ედგენენ: დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი წერეთელი , იაკობ გოგოებაშვილი და სხვები. ქართულ ისტორიაში მათ ,,თერგდალეულებს” უწოდებენ.
,,თერგდალეულებმა’’ მიზნად დაისახეს ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძიენება. ამ საქმეში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ენის დაბრუნებას, განათლებას. ასევე, მიზნად ისახავდნენ წოდებათა შერიგებას – საერთო ნიადაგის შექმნას. მე–19 საუკუნის 60–იანი წლების დამდეგისთვის ქართველი ერი რამდენიმე წოდებად ( თავადები, აზნაურები, სამღვდელოება, გლეხები, ხელოსნობა, ვაჭრები) იყოფოდა. ილია იღვწოდა შელახული ეროვნული ღირსების დაცვისთვის ქართველი ერის ყველა წოდების გაერთიანებას. ეროვნული მოძრაობის საბოლოო მიზანი კი სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
ზემოთ აღნიშნული სამოციანელების პროგრამის რეალიზების საქმეში თავისი განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა ქართულ მწერლობას. ჩვენი მიზანი არის , რომ განვიხილოთ ამ კუთხით ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, განსაკუთრებით კი მისი მოთხრობა ,,კაცია–ადამინი?!’’.

ილია ჭავჭავაძი მოთხრობა ,, კაცია–ადამიანი?!’’ რეალისტური ნაწარმოებია. რეალიზმი მოითხოვდა ცხოვრების მართალ, შეულამაზებელ ასახვას, ხოლო მეორე მხრივ, არა სინამდვლის ფოტოგრაფული ასლის შექმნას, არამედ მის განზოგადებულ ( ტიპიურ) სახეებში წამორგენას. ილია ჭავჭავაძემ ხელოვნება სარკეს შეადარა : ,,ხეოვნებასაც იმას მოვთხოვთ, რომ სარკესავით ცხოვრება გადმოქვცეს, რათა თავი მის მომხიბლავს კალმით ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცრუეც და სიკეთეც ჩვნი დავინახოთ’’ ( საქართვლოს მოამბეზედ) . ე.ი. ილია ჭავჭავძემ მოთხორბა ,,კაცია – ადამიანშიც’’ მიზნად დაისახა წარმოეჩინა ქართველი ხალხის ზოგადი მანკიერი მხარეები, რომლებიც შეულამაზებელი იქნებოდა და ქართველი ხალხის გამოფხიზლებისკენ იქნებოდა მიმართული. ილია ჭავჭავაძე მოთხრობის მთავარი პერსონაჟის – ლურსაბ თათქარიძის – სახით წარმოგვიდგენს ტიპს ( ტიპი არის ზოგადისა და ინდივიდის შერწყმა; ,,ტიპი ყველლასაცა ჰგავს ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე’’) , რომელსაც ტიპურ გარემოში აქცევს.

ილია ჭავჭავძე ლუარსაბ თათქარიძის სახით რომ საერთო ქართველურ მოვლენას გულისხომობდა, თავადაც აღნიშნა მრავალგზის ,, კაცია – ადამიანში?!’’. ის წერს : ,, ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედ ვწერთ’’–ო . თუმცა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ერი სწორედ ლუარსაბისთანა ხორციელი ადამიანებისგან შედგებოდა და არ ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ მკითხველთაგან ბევრი იცნობდა საკუთარ თავს ლუარსაბის სახეში და მწერლისათვის არც ლაფის სროლას დაიზარებდა. ილია იმასაც ამბობდა , რომ ლურსაბი მე თვითონ ვარო, მაგრამ ფიქობდა რომ ხალხი ვერ გაიგებდა რას გულისხმობდა რეალურად და შეიძლებოდა კუდიც გამოებათ ამ სიტყვებისთვის. დიდი საქმე დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ილია ამიტომაც თავს ,,გონიერი ანდაზით’’ იმხნევებდა და მოყვარეს პირში ეუბნეოდა სათქმელს, ,,პირფერობა და უკან ძრახვა’’ მისთისაც მიუღებელი იყო დავით გურამიშვილის მსგავსად. ილია თავის ლექსში ,, ჩემო კალამო…’’ წერს:

,, ჩემზედ ამბობენ: ,,ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადია სიძულვილია!’’
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს –
ამ სიძულვილში რაოდენინ სიყარულია!’’

წიგნი თუ კომპიუტერი?

17 Oct
iillu
წიგნი  თუ  კომპიუტერი? ეს კითხვა თანდათანობით უფრო  და უფრო აქტუალური  ხდება,  რადგან  XXI  საუკენე ,  როგორც  მოგეხსენებათ კომპიუტერული ტექნოლოგიების საუკუნეა და ბევრი შიშობს, რომ წიგნი დაკარგავს  თავის  ფუნქციას  და მის  ჩანაცვლებას  კომპიუტერი  შეძლებს.
     დავიწყოთ მარტივად…სანამ კომპიუტერი შეიქმნებოდა , ჩვენი წინა თაობები საიდან იღებდნენ ინფორმაციას ან რა გასართობი ქონდათ? 1455 წლამდე სანამ გუტენბერგი საბეჭდ დაზგას შექმნიდა წიგნებს ხელით წერდნენ, რაც ძალიან ძნელი საქმე იყო მაგრამ იმდროინდელი საზოგადოება აქტიურად ეცნობოდა ლიტერატურას და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა წიგნი.
    რა ხდება ახლა? ახლა ფაქტია რომ წიგნის პოპულარობა დღითიდღე იკლებს და მის ჩანაცვლებას კომპიუტერი ცდილობს. ახალგაზრდებში ეს უკანასკნელი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რასაც იმით ხსნიან , რომ კომპიუტერით ინფორმაციას უფრო სწრაფად და მარტივად იღებენ, ხალხთან ურთიერთობენ და ხშირ შემთხვევაში დროის გასაყვანადაც იყენებენ. ახლა კი დავუფიქრდეთ რატომ არ შეგვიძლია წიგნით ეს გავაკეთოთ? მისით ხომ ცოდნასაც ვიღებთ და მეტნაკლებად დროც გაგვყავს, ხანდახან ურთიერთობა კი კომპიუტერის გარეშეც წარმატებულად შეიძლება? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ საკუთარ თავებში უნდა ვეძიოთ, რადგან ეს პრობლემა  უშუალოდ ადამიანის შინაგანი ბუნებიდან მოდის, რაც გამოწვეულია დროის შესაბამისად მისი შინაგანი სამყაროს ცვალებადობით, რადგან იცვლება დრო და იცვლებიან ადამიანები, იცვლება აგრეთვე საჭიროებები და ინტერესები…

განათლების დონე საქართველოში

30 Jun

მოგეხსენებათ საქართველოში განათლების დონე უკვე კატასტროფულად დაეცა.მარტო კითხვის დონის მაჩვენებელი უტოლდება საუდის არაბეთის,ირანის და აფრიკის ქვეყნების დონეს.მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი თავისი საგანი საჭირო დონეზე არ იცის.განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,2012 წლისთვის იმ ქვეყვენის საუკეთესო ათეული,რომელსაც ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე ჰყავს,ასე გამოიყურება:კანადა,ისრაელი,იაპონია,აშშ,ახალი ზელანდი,სამხრეთ კორეა,დიდი ბრიტანეთი,ფინეთი,ავსტრალია,ირლანდია.
ამავე ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული,რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე,უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უმუშევრობა სხვებზე ნაკლებად ემუქრებათ.რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?
საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე ანუ ეს მაჩვენებელი წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებლებს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება, რაც, ცხადია, არასახარბიელოა. საქართველოში ყოველ 10 000 მოსახლეზე მოდის 234 სტუდენტი (აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მოდიოდა 355 სტუდენტი), მაშინ როცა, მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 000 მცხოვრებზე 492 სტუდენტია, ანუ სტუდენტების რიცხვი  იზრდება. სტუდენტები და უმაღლესი განათლების მქონე პირები განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენენ.

        მონაცემები:

d349ccc798d360c9f2b82e7039e1cf4f (1)

ის,რომ ქვეყანაში განათლების დაბალი დონეა,ალბათ  განათლების რეფორმის შეცდომებს უნდა დავაბრალოთ.როგორც ჩანს,რეფორმა არ მიდის სწორი მიმართულებით,მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ,რომ განათლების მიმართულებით ბევრი სასარგებლო ნაბიჯი გადაიდგა,დაწყებულია მასწავლებელთა სერთიფიცირება,შემოვიდა საატესტატო გამოცდები და ა.შ,ისიც კარგად უნდა გვესმოდეს,რომ დადებითი შედეგის მისაღებად დიდი დროა საჭირო და მოკლე ვადაში ძირეული ცვლილებები შეუძლებელია.
    „იუნესკომ“ გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ინდექსის მიხედვით, 128 ქვეყნიდან საქართველო 22-ე ადგილზეა.

„იუნესკოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ბელგია, ესტონეთი, პორტუგალია, შვეიცარია და სხვ.
ეს მაჩვენებელი „იუნესკომ“ 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გამოავლინა. ინდექსი განათლების ხელმისაწვდომობას (EDUCATION FOR ALL) სხვადასხვა შედეგების მიხედვით ზომავს. ესენია: დაწყებითი განათლება, წიგნიერება მოზარდებში (15 წლის ზემოთ), გენდერული თანასწორობა, განათლების ხარისხი (V კლასის მიხედვით). 2007 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც პირველად ახლა გახდა ცნობილი, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი – გერმანია.
„იუნესკო“ განათლების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ანგარიშებს 2000 წლიდან აქვეყნებს.

    რატომ არის საქართველოში ასეთი მდგომარეობა? ეს სადაო საკითხია.ზოგის აზრით,ეს განათლების რეფორმის ბრალია,მაგრამ მე მაინც მგონია,რომ საქართველოში მასწავლებლები არ ცდილობენ გაიღმაონ მიღებული ცოდნა დროთა განმავლობაში სტანდარტების შესაბამისად,რა რეფორმაც არ უნდა გატარდეს,მასწავლებელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს საკუთარი ძალისმევით განვითარდეს და არ ჩამორჩეს თანამედროვეობას.
ინფორმაციის წყარო:http://www.ambebi.ge
    ახლა კი გთავაზობთ ჩემ მიერ ჩატარებულ გამოკითხვების შედეგებს.კვლევები ჩატარდა IBR-ისპროექტის ფარგლებში.
 პირველი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში:
1) რა სიხშირით ყიდულობთ წიგნებს?
     3-4 თვეში ერთხელ -41%
     წელიწადში ერთხელ ან ორჯერ- 27%
     თვეში ერთხელ-24%
      კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ-8%
2)რა სიხშირით კითხულობენ მოსწავლეები თავიანთი სურვილით სკოლის გარეთ?
  ყოველ დღე-32%
  კვირაში ერთხელ ან ორჯერ-33%
  თვეში ერთხელ ან ორჯერ-20%
   თითქმის არასოდეს-15%
ქართველი ახალგაზრდების განათლების დონე

ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი

30 Jun

– ა –

აგარაკი – სახნავ-სათესი მიწა.

აზმნობა – ფიქრი; არა აზმნობდეს – არა ფიქრობდეს, არა ჰგონებდეს.

ალაფი – დავლა, ნადავლი.

ამაო – უსარგებლო, უქმი.

ამბორის ყოფა – კოცნა.

ამჴმელი – ამღები.

ანაზდეული – უცაბედი, მოულოდნელი.

ანგარება – სიხარბე, ვეცხლისმოყვარეობა.

ანთრაკი – ერთგვარი ძვირფასი ქვა, ნაკვერცხლის ფერი.

არგანი – ჯოხი, კვერთხი.

არდაბაგი – სარკმელი.

არდაგი – წინსაფარი, ტილო.

არება – მიმოდა არებ თვალთა – აქეთ-იქით იხედები.

არვე – ცხვრის ფარა.

არია – პლანეტა მარსი.

ასლი – პურეულთა ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, ორმარცვალა.

ასო – ადამიანის სხეულის ნაწილი, ორგანო.

ასპიტი – ძლიერ შხამიანი გველი.

აფროდიტი – პლანეტა ვენერა.

აღდება – მოდება, მოკიდება (ცეცხლისა); აღდებული – მოდებული, მოკიდებული.

აღვსება – აღდგომა.

აღკრება – დაკრეფა, აღება.

აღლაღება – გალაღება, გათამამება.

აღმონაღები – ამონღები, ნარწყევი, ნანთხევი.

აღმოსავალი – აღმოსავლეთი.

აღმოჴდა – ამოღება, ამოთხრა.

აღნადგინები – სარგებელი, პროცენტი.

აღტყველვა – ტაშის შემოკვრა სიხარულით.

აღტყინებული – ანთებული, აღგზნებული.

აღუბორგველობა – აღუშფოთველობა, გაურისხველობა.

აღუზვავებელი – ვინც არ არის გაამაყებული, გადადგულებული ან გაამპარტავნებული. (საპირისპირო ცნებაა აღზევებული).

აღქმა – აყვანა; აღიქვა – შეისვა.

აღძრვა – აჯანყება, აბუნტება.

აღჭურვა – შეიარაღება.

აღჴოცა – აღფხვრა, წაშლა, აღგვა.

– ბ –

ბაია – დანაკის კუდის ფოთოლი

ბასრობა – კიცხვა, დაცინვა, გინება.

ბებკი – ძონძი, კონკი, ნაგლეჯი.

ბევრი – ათი ათასი (10 000); ბევრეული – ათი ათასეული.

ბევრის ბევრეული – ათი ათასჯერ ათი ათასეული ანუ მრავალი, უთვალავი.

ბელიერი – ეშმაკი, ავი სული.

ბერწი – უშვილო.

ბეცება – ბარბაცი.

ბიალონი – თხელი და მსუბუქი წამოსასხამი (ხმარობდნენ სასულიერო პირები).

ბისონი – ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეფეები და მღვდელმთავრები.

ბოროტ-მზრახველობა – ბოროტი ლაპარაკი, ლაყბობა.

ბრჭალი – ტერფი.

ბურდო – ფეტვის ბზე, გაულეწავი.

ბურვა – ხურვა.

ბუქი – ქარბუქი.

ბჭე – კარი, შესავალი.

– გ –

გავალაკი – საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი.

გამკაცრება – გაფრთხილება, მორიდება.

გამოვრდომა – გამოვარდნა.

გამოთარგმანება – განმარტება.

გამომჴდელი – გამომგდები, გამომდევნელი.

გამოტევება – გამოშვება.

გამოღება – გამოსხმა (ნაყოფისა).

გამოხვმა – გამოღება, გამოყვანა.

გამოწვლილვა – დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა.

გამოჴუება – გამოკლება.

განბასრვა – გაკიცხვა, დაცინვა, დამცირება.

განბძარვა – გაგლეჯა.

განბჭობა – განსჯა.

განგლისპებული – გაანჩხლებული, გაავებული, გაკაპასებული.

განგოზი – კირი, გაჯი.

განდრეკილობა – განდგომა, გადახრა (მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან).

განვაჭრებული – განსყიდული.

განვლინება – გაგზავნა, გაშვება.

განვლტოლა – გაქცევა.

განვრდომა – გავარდნა.

განზვავებული – გაამაყებული, გადიდგულებული.

განკითხვა – განსჯა, გასამართლება.

განკრძალვა, განკრძალება – მორიდება, გაფრთხილება. განკრძალული – გაფრთხილებული, მორიდებული.

განლაღება – გალაღება, გათამამება.

განლევა – გათავება.

განლიგება – გაშტერება, გარინდება, გაჩუმება.

განმარტება – გაშლა.

განმსტრობა – დაზვერვა.

განმტკიცება – გამაგრება.

განმხრწნელი – წამხდენელი, სიცოცხლის მომსპობი.

განოტება – განდევნა, გაძევება, მოშორება.

განპოხება – გასუქება.

განრინება – ხსნა, გადარჩენა. განსარინებელი – გადასარჩენი.

განსვენება – მოსვენება.

განსპეტაკება – გათეთრება, გაწმენდა.

განსხიპვა – გაჭიმვა, გაკვრა.

განსხმა – გაძევება, განდევნა.

განქარვება – გაუჩინარება, გაბრობა.

განქიქება – შერცხვენა, გაკიცხვა.

განქრევა – გაუჩინარება, გაბრობა, მოსპობა.

განჩინება – განკითხვა, განსჯა.

განცდა – დანახვა, განჭვრეტა.

განცემა – სობა, გარჭმა.

განცოფება – გაგიჟება, გახელება.

განცხოველება – გაცოცხლება.

განცხრომა – ლხენა, შვება, დროს ტარება.

განძება – გაძევება, განდევნა.

განძვინება – გამძვინვარება, გააფთრება.

განწონება – გაჩრა, გარჭმა, ჩასობა.

განწყობა – საბრძოლველად გამზადება.

განხეთქა – დახევა.

განხვმა – გაღება, გახსნა, გახელა.

განხრწნადი – მოკვდავი.

განჴდა – გახდა, გაძრობა.

განჴმელი – დამშრალი; ხმელი, გამხდარი.

გარდამოჴდომა – გადმოხტომა.

გარე-შემოუწერელი – შემოუსაზღვრელი, შემოუფარგლავი.

გარე-წარქცევა – გარეთ მიბრუნება.

გაროქვა – გაძარცვა, ქონების გატაცება.

გახელება – გაგიჟება.

გება – არ ეგების – არ შეიძლება.

გეენია – ჯოჯოხეთი.

გვადრუცი – კოლოფი, ყულაბა.

გვემა – ცემა.

გლახაკი – 1. მათხოვარი, გლახა;
2. ღარიბი, უქონელი, უპოვარი;
3. თავმდაბლობა.

გლისპი – ანჩხლი, კაპასი, ავი.

გონება-მოუდრეკელი – რეგვენი.

გრძნა – არავინ აგრძნას, არავინ შეიტყოს.

გულდამზიდველი – გულდამზიზღებელი.

გულისთქმა – წადილი, სურვილი.

– დ –

დაბებკული – დაკონკილი, დაძონძილი.

დაბრყვილებული – მოსუსტებული, დაკლებული.

დაბურვა – დახურვა.

დაბძარვა – დახეთქვა, დაჭრა, დაგლეჯა.

დაგება – 1. შერიგება;
2. დაფენა, გაშლა.

დადგინება – დანიშვნა, დაყენება.

დადგრომა – დადგომა, გაჩერება. დაუდგრომელი – გაუჩერებელი, მოუსვენარი.

დადუხჭირება – დაუშნოვება.

დავანება – დამკვიდრება, დასადგურება.

დაზრქელებული – გასქელებული.

დათიჴება – ატალახება.

დათხევა – დაღვრა. დათხეული – დაღვრილი.

დაკვეთება – დაცემა, დავარდნა.

დაკრება – ჩაქვავება, ჩაქოლვა.

დალტობა – დასველება. დალტობილი – დასველებული.

დამარხვა – 1. შენახვა;
2. დამკვიდრება.

დამმარხველი – შემნახველი.

დამაშვრალი – დაღლილი.

დამთხე – მომზრახი (საბა), ქადაგი.

დამოკიდებული – ჩამოკიდებული.

დამსჭვალვა – დალურსმვა. დამსჭვალული – დალურსმული.

დამტკნარება – შესქელება.

დამშთვარი – დამხრჩვალი.

დამძიმება – შეწუხება.

დამწიკულება – გაჭუჭყიანება, გასვრა.

დანაკის-კუდი – ფინიკი, ინდის ხურმა.

დანთქმა – დაძირვა, ჩაძირვა.

დასავალი – დაძავლეთი.

დასტაქარი – ქირურგი, ჭრილობათა და მოტეხილობათა მკურნალი.

დასხმა – დაფუძნება.

დატევება – მიტოვება.

დაფლვა – დამარხვა, დაკრძალვა. დაფლული – დამარხული.

დაფხვრა – დაგლეჯა.

დაღნიოშება – გაცუდება, დაუშნოვება.

დაყენებული – აკრძალული.

დაყუდება – დადგომა, ჩადგომა, გაჩერება.

დაშთობა – დახრჩობა.

დაშთომა – დარჩენა.

დაშრტობა – ჩაქრობა.

დაცადება – შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული – დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი – შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი.

დაცემა – დაკვრა (საყვირისა).

დაწერტა – დაჩხვლეტა ეკლით.

დაწვლილება – დაწვრილება.

დაწუხვა – დახუჭვა.

დაწყობა – შეთანხმება, შეწყობა.

დაჭირვებული – გაჭირვებული; დანაღვლიანებული, დამწუხრებული.

დაჴსნა – დარღვევა, დაშლა; დაუძლურება.

დამჴსნელი – დამარღვეველი, დამშლელი.

დაჴშვა – დახურვა, დაკეტვა.

დედაწული – ჯალაბობა, სახლეული.

დია – პლანეტა მუშთარი.

დიაცი – ქალი, დედაკაცი.

დიკა – გაზაფხულის ნათესი ხორბალი.

დილეგი – საპატიმრო, საპყრობილე.

დრაკჰანი – ოქროს მონეტა.

დრტვინვა – ბუზღუნი.

– ე –

ებგური – გუშაგი, ყარაული.

ედემი – სამოთხის ბაღი.

ემბაზი – სანათლავი ჭურჭელი.

ემპლასტრო – მალამო, სალბუნი.

ენაბრგვნილობა – ენაჩლუნგობა, ენაბლუობა.

ენკრატისი – მოწესე ქალი.

ენქერი – ხელსახოცი.

ერმი – პლანეტა მერკური.

ექსორია – სამშობლოდან გაძევება, განდევნა.

– ვ –

ვასილისკო – ბასილისკო, თვალთ მაკვდინებელი მხეცი, გესლიანი (საბა).

ვაშკარანი – ტომარა, ჩანთა.

ვაჴში – სარგებელი, პროცენტი, აღნადგინები.

ვლტოლა – გაქცევა.

– ზ –

ზავებული – შეზავებული.

ზაკვა, ზაკუვა – ცბიერება, თვალთმაქცობა.

ზარდაჴშა – პატარა ყუთი, კოლოფი.

ზატიკი – პასექი. ზატიკობა – აღდგომა.

ზე – 1. …-ის დროს. მოსეს ზე – მოსეს დროს.
2. მაღლა, ზევით, ზეზე, ფეხზე.
3. „ზედა“ თანდებული.

ზეზი – ოქროქსოვილი.

ზეშთა-მჩენი – ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზეშთა-მჩენობა – ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.

ზეცისა ძალნი – ანგელოზები.

ზვავი – ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზვაობა – ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.

ზვარაკი – შესაწირავი ცხოველი; ზვარაკი ჭამებული – ნასუქარი, შესაწირავად გასუქებული მოზვერი.

ზოდი – ზოდიაქო.

ზოსტერი – ძვირფასი ქვებით შემკული ტყავის ქამარი.

ზრახვა – ლაპარაკი.

ზრდა – კვება.

– თ –

თავადი – ბატონი, დიდებული, უფროსი.

თავდამოქცევა – თავდაყირა.

თავის მიდრეკა – თავშეფარება; თავთა მისადრეკი – თავშესაფარი.

თანა-განმზრახი – მრჩეველი.

თანა-მოდასე – თანაწევრი, დასის წევრი.

თანანადები – ვალი, გადასახადი.

თარგმანი, თარგმანება, თარგმნა – განმარტება.

თაფლი ველური – „ხე არს მსგავსი ურთხლისა, რომლისა მიერ მსგავსი მანანასი ჩამოეწვეთების“.

თაფლუჭი – ერთგვარი მათრობელა სასმელი.

თეო – ფარეხის გარშემო საყარაულო ადგილი.

თვალვა – თვლა.

თვალ-მოუღებელი – თვალმოუშორებელი, თვალაუღებელი.

თვით-სჯულება – თავნებობა.

თვისი – ნათესავი, მოყვარე, თავისიანი.

თხზულება – დაწნული.

თხიერი – ტიკი.

– ი –

იგავი – „იგავნი“, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

იავარ-ქმნა – აკლება, განადგურება, აოხრება.

ინანი – ერთგვარი სურნელოვანი სასხურებელი წყალი.

ისმაიტელი – ბიბლიური გადმოცემით, აგარის შვილის ისმაილის ჩამომავალი. შემლგომში ისმაიტელებად იწოდებოდნენ მაჰმადიანები.

იფქლი – ხორბალი, პური.

იქედნე – შხამიანი გველი, რომელიც პირიდან მაკდება და მშობიარობის დროს კვდება.

იშვით – იშვიათად.

იძრვისი – რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი).

იწრო – ვიწრო, პატარა (ადგილი); იწროება – სივიწროვე, გაჭირვება. იხ. შეიწრებული.

– კ –

კავშირი – ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი).

კაზმა – იხ. განკაზმა.

კარაული – სახედარი, ჯორი.

კაჩალო – ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი.

კაცად-კაცადი – თითოეული.

კბოდე – ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი.

კდემა – რიდი, რცხვენა.

კვართი – ქრისტეს პერანგი.

კვეთება – შეხეთქება, შესკდომა.

კირიელეისონ – ბენძნულია, ქართულად ნიშნავს „უფალო, შეგვიწყალენ!“.

კლემაქსი – კიბე, წმ. იოანე სინელის თხზულება.

კლიტე – გასაღები.

კმა – საკმარისი.

კოლვიზმა – დიდი მარხულობა.

კომსობა – ერისთავობა.

კოჭიკური – ნაპარსი თმა.

კრეტსაბმელი – ფარდა.

კრონოს – პლანეტა სატურნი.

კრჩხიალი, კრჩხიალება – საზარელი კივილი.

კრძალვა – რიდება.

კუკული – ბერის ქუდი.

კუროს თავი – ტატაშა, შავი ნარი (აქვს ეკლები).

– ლ –

ლაინი – შეღებილი ნარმა.

ლალვა – ჩხუბი.

ლანქერი – თოვლის ღვარი.

ლანძვი – სარკმელი, ფანჯარა.

ლიზღობა – მლიქვნელური და უშვერი (კადნიერი) ლაპარაკი.

ლირწი – ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე); ლირწება – ვნებიანობა, მხურვალება.

ლიტონი – უბრალო.

ლიქნა – პირფერობა.

ლმობა – ტკივილი.

ლტობა – დასველება.

ლტოლვილი – გაქცეული.

– მ –

მაგისტროსი – მოძღვარი.

მალიად – სწრაფად, ჩქარა.

მამონა – უსამართლოდ შეძენილი ქონება.

მამწყობარი – შემწყობელი.

მანანა – ზეციური პური, რომლითაც კვუბავდა ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში.

მანდატური – ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე.

მანიაკი – მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო.

მანქანება – სხვადასხვა სავნებელი ხერხი, ხრიკი.

მაოტებელი – განმდევნელი, გამაქცეველი.

მაოხარი – ამაოხრებელი.

მართვე – ბარტყი, ბახალა.

მარმენიო – ბედისწერა.

მარტვილი – წამებული, მოწამე.

მაღნარი – მაღალი და ხშირი ტყე.

მახა – ასლი.

მგბარი – მოხარშული.

მგვემელი – მცემელი.

მგზნებარი – მოგვი, ცეცხლის მნათებელი ქურუმი.

მგმობარი – მგმობელი, ქრისტიანული სარწმუნოების უარმყოფელი.

მგრგვალი – ?????????

მდუმრადი – მდუმარე, უსიტყვო, ჩუმი.

მდღევარი – დღიური.

მებეჭე – მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს.

მებრუჟეობა – ლოთობა.

მეზვერე – მებაჟე, ხარკის ამკრეფი.

მეინახე – თანამესუფრე.

მეკერმე – კერმის (წვრილი ფულის) ამკრეფი.

მეკობრე – ავაზაკი, ყაჩაღი.

მეკრე – კარის მცველი.

მელი – მელია.

მემთრვალე – ლოთი; მემთრვალეობა – ლოთობა; მთრვალობა – თრობა.

მთხრებლი – ორმო, თხრილი.

მიგება – მიზღვევა; მისაგებელი – მისაზღავი.

მიდამო-ვლა – აქეთ-იქით სიარული.

მიდგომა – დაორსულება მუცლად-ღება; მიდგომილება – დაორსულება.

მიდრკომა – გადახრა, გადახვევა.

მითვალვა – მითვლა, თვლით მიცემა.

მილიონი – მილი (სიგრძის საზომი ერთეული).

მიმდემი – მუდმივი, მარადიული.

მიმყოლი – მიმდევარი.

მიმწუხრი – საღამოს.

მიპყრობა – მიწოდება, მიცემა.

მისაგებელი – იხ. მიგება.

მისადრეკკლი – თავშესაფარი.

მიტაცება – წართმევა, წაგლეჯა.

მიღება – წართმევა.

მიჩემება – მისაკუთრება.

მიწევა – მიღწევა.

მიწურვა – მიახლოვება.

მიხვეჭა – წართმევა, მიტაცება.

მიხვმა – (ჴორცნი) მარიამისაგან მიიხვნა – (ხორცი) მარიამისაგან შეისხა.

მკალი – კალია.

მკელობელი – კოჭლი.

მკვრელი – დამკვრელი.

მკოდოვანი – ღარიბი, ღატაკი, უქონელი; მკოდოვნება – სიღარიბე, სიღატაკე, უქონელობა.

მლევანება – გულსავსეობა, გულუხვობა.

მოაბა – ტახტრევანდი.

მოგება – 1. მოსაზრება, ჭკუაზე (გონს) მოსვლა;
2. შეძენა, მოპოვება.

მოგვი – ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი.

მოდასე – დასის წევრი; მოდასეობა – დასის წევრობა.

მოდნობა – მონელება.

მოდრეკა – მოქცევა, მობრუნება.

მოვაჭრებული – მოშოვებული, შეძენილი.

მოვლება – მოტარება.

მოზავებული – ???????

მოთვალული – თვლებით მოჭედილი.

მოკვეთა – მოჭრა, გადატ. მოკვლა.

მოკიცხარი – მქირდავი, მკიცხველი, ვინც სხვას დასცინის.

მოლალე – მოჩხუბარი, მოშუღლე.

მომახურება – მარყუჟის გაკეთება.

მომედგრება – გაზარმაცება.

მომსყიდელი – მყიდველი.

მომტვერება – მტვრად ქცევა, მოსპობა.

მომღერალი – მოცეკვავე, მოთამაშე.

მომყმარი – მშიერი; მომყმარება – შიმშილი.

მონებება – მონდომება, მოსურვება.

მონიჭება – დასაჩუქრება, საბოძვარის მიღება.

მორბევა – დარბევა, აოხრება.

მორისვა – მოპარსვა, გაკრეჭა.

მორყვნა – მუცლის მოშლა.

მოსავაჭრებელი – საშოვნელი, შესაძენი.

მოსიკვდიდ – იხ. სიკვდილი.

მოსმიერი – ღვინის მსმელი.

მოსპოლვა – მოსპობა, განადგურება.

მოსრვა – მოსპობა, ამოწყვეტა, ამოჟლეტა.

მოსურნე – შეყვარებული.

მოტყინარე – მოგიზგიზე, ანთებული.

მოფხვრა – მოგლეჯა.

მოქცევა – მობრუნება.

მოღება – 1. მოტანა;
2. წართმევა.

მოღვაწება – შოვნა, მოპოვება.

მოყივნება – მოტყუება, შეცდენა; გამასხრება, შერცხვენა.

მოყმობა – შიმიშილით სიკვდილი.

მოშთობა – მოხრჩობა.

მოშოება – შოვნა, შეძენა; მოშოებული – ნაშოვნი, შეძენილი.

მოცალე – მოცლილი.

მოძაგება – შეძულება, შეძგაება.

მოწესე – მონაზონი ქალი.

მოწიწვა – მოწიწება, მოკრძალება.

მოწლედ – მოწიწებით, მოკრძალებით.

მოწყვედა – ამოწყვეტა, ამოჟლეტა.

მოხად – მოვხადოთ – მოვუწოდოთ; მოხადა – გამოიწვია.

მოხვეჭა – ქონების შეძენა უსამართლო გზით. მონახვეჭი – შეძენილი ან მოპოვებული უსამართლო გზით.

მოხოიშნება – იხ. მეხვაიშნობა.

მოჴდომა – თავდავხმა, მოვარდნა.

მპარავი – ქურდი.

მრე – მძლე, მომრევი.

მრთელი – ჯანმრთელი.

მრივსელი – მპარსველი, მკრეჭელი.

მროკავი – მოცეკვავე.

მრჩობლი – წყვილი, ორი.

მსასოებელი – მოიმედე.

მსგეფსი – ერთი კვირა.

მსოფლიო – ამქვეყნიური.

მსტოვარი – მზვერავი, ჯაშუში.

მსხემი – მწირი, უცხო; მსხემყოფა – მწირობა, უცხოობა.

მსხუნავი – მსუსხავი.

მტილი – ბაღი.

მუნებური – იქაური.

მუნთქვესვე – მაშინვე, იმწამსვე.

მფოფინარე – მდუღარე.

მქისე – ხორკლიანი.

მქსინვარე – ძლიერ მქროლავი; სუსხიანი.

მღერა – თამაშობა.

მღილი – ჩრჩილი.

მყვრელი – ძლოკი, ანკარა, გველხოკერა.

მყია – ნაპრალი, ღრე.

მყის – უცბად, მაშინვე.

მცბიერი – ცბიერი.

მცემელი – დამკვრელი (საყვირისა, ფანდურისა და მისთ.).

მძიღვი – მჯიღი, მუშტი.

მძრომი – ქვეწარმავალი, ქვემძრომი.

მძრწოლარე – მოშიშარი, ვინც შიშისაგან კანაკალებს.

მწამლველი – მოგვი, გრძნეული.

მწერტელი – მჩხვლეტელი.

მწვალებელი – ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან გადამდგარი.

მწვანვილი – მწვანე ბალახი.

მწვირე – წუმპე, მყრალი ტლაპო.

მწვლილი – 1. მარცვალი;
2. წვრილი ფული.

მწიკვლი – ჭუჭყი; მწიკვლიანი, მწიკვლევანი – ჭუჭყიანი, ბინძური; უწმინდური.

მწირობა – მსხემობა, მწირად (უცხოდ, სტუმრად) ყოფნა.

მწყაზარი – ლამაზი, მშვენიერი.

მწყევარი – ვინც იწყკვლება.

მწყემსი – გადატ. მღვდელი, საეკლესიო პირი.

მწყობელი – მომღერალთა (მგალობელთა) გუნდის (დასის) წევრი.

მწყობრი – მომღერალთა (მგალობელთა) გუნდი (დასი).

მწყრომი – მომდურავი, მწყრალი.

მწყურნები – ჭყანტობი, წყლიანი ადგილი.

მჭამელი – ჟანგი.

მჭელი – პეშვი, ერთი მუჭა.

მჭირსნედ – ძლიერად, დიდი საჭიროებით.

მჴევალი – ნაყიდი ან ნამზითვი ყმა-ქალი, საერთოდ მსახური ქალი.

მჯიღი – მუშტი.

– ნ –

ნაანგარევი – სიხარბით ნაშოვნი, მონახვეჭი, ნატაცები.

ნაგვემი – ნაცემი.

ნათხაზი – ნაწნავი, დაწნული.

ნაკრტენი – ბუმბული.

ნარცხი – ნარეცხი.

ნასხამოანი – ასხმული.

ნატყვენავი – ნაალაფევი, ტროფეი.

ნაღვარევი – უწყლო ხევი.

ნაყროვანი – გაუმაძღარი; ნაყროვანება – გაუმაძღრული ჭამა-ყლაპა

ნაწერტი – ნაჩხვლეტი.

ნაწყაროები – წყაროსავით მონადენი.

ნებ – უნებს – უნდა.

ნერწყვა – მიფურთხება; ნანერწყვი – ნაფურთხი.

ნესტვი – ჩასაბერი ინსტრუმენტი – სტვირი, სალამური.

ნეფხვა – ძლიერი ყინვა.

ნიში – სასწაული.

ნიჭი – საბოძვარი.

ნუზლი – საგზალი, სანოვაგე, საჭმელი.

– ო –

ოლარი – წვრილი და გრძელი ოქროქსოვილის წინსაფარი, რომელსაც გულზე კისრიდან კოჭებამდე იკიდებდნენ საეკლესიო პირები

ომოფორი – ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი).

ორძალი – ორძალიანი საკრავი ინსტრუმენტი

ოსანნა – ძველი ებრული სიტყვაა „????“

ოტება – განოტება

ოფაზი – წმინდა, ბაჯაღლო

ოხჭანი – დასასრული, ბოლო

– პ –

პალეკარტი – ბერის სამოსელი – გრძელი, ფართო და ნაოჭიანი

პარეხი – გამოქვაბული

პატიჟი – ტანჯვა, სასჯელი

პელაგონი – ზღვა

პეტალი – ილერკო ქარვასავით შექმნილი

კინაკი – ჯამი

პირად-პირადი – ფერად-ფერადი, მრავალფერი

პირ-აშკმა – პირის დაღება; პირაშკმული – პირდაღებული

პირმშო – პირველშობილი

პურის-მტე – თანამესუფრე

პურშავი – პურძვირი, ძუნწი

– რ –

რბევა – დარბევა, აწიოკება

რიდე – თავსაბურავი

როკვა – ცეკვა

რონინი – სიარული

რუდუნება – გარჯა, შრომა

რღვნა (წყლისა) – წარღვნა

რცხვა – რეცხვა

– ს –

საამბორებელი – საკოცნელი

საანჯმნოდ – საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ

საბლარდნელი – ჩასაცმელი

საბრჴე – მახე

საბურველი – თავსაფარი

საბუხარი – ბეწვის ან თბილი ქსოვილისაგან დამზადებული სამაჯური, მაჯაზე წამოსაცმელი

საგვემელი – რითაც სცემენ, ერთგვარი სატანჯველი

საგრძნობელი – შეგრძნების ორგანო (თვალი, ყური, ენა, ცხვირი, ხელ-ფეხი)

სადაგველი – რკინის იარაღი, რომელსაც სხეულის დასადაღად ხმარობდნენ

სადუკეველი – ებრაელთა რელიგიური სექტა; უარყოფდა სულის უკვდავებასა და მკვდართა აღდგომას

სავაჭრებელი – საშოვნელი, შესაძენი

საზრდელი – საჭმელი, საზრდო, საკვები

საკანონო – სასჯელის მაგვარი საზღაური, რითაც შეიძლება ცოდვის გამოსყიდვა

საკიდრობა – საკიდარი, რაც ასაკიდია

სალბუნი – მალამო

სამე – მართლაც, ნამდვილად

სამთელებელი – გამაჯანმრთელებელი, საკურნებელი

სამკვიდრო – მამული და საცხოვრებელი ადგილი

სამროწლე – სანახირე

სამსალა – საწამლავი

სამსჭვალი – ლურსმანი

სამწყურვალო – მოსაწყური

სამჭედური – ანკესი

სანეშტე – ფეხისალაგი

სანიჭარი – საბოძვარი, საჩუქარი

საპოხლად – გასასუქებლად

სარეწავი – ხელფასი

სარვაგი – ანგარიშიანობა, სარფა

სართული – ჭერი, სახურავი

სასოება – იმედი

სასტიკი – ძლიერი, მკაცრი

სასყიდელი – საფასური

სასძლო – სასუფეველი

საურწყო – რძის ნაწარმი (რძე, ერბო, ყველი და მისთ.)

საქონელი – უძრავი ქონება

საღნიოშო – სიბილწისა და სიბინძურის ადგილი

საყნოსელი – ცხვირი

საყოლელი – მოძრავი ქონება

საცნობელი – ჭკუა-გონება

საძნაური – საძნელო

საწერტელი – ეკალი; საჩხვლეტი.

საწმისი – მატყლი

საჭვირობელი – საჭვრეტელი, საყურებელი

საჭურველი – საომარი იარაღი

საჭურჭლე – საგანძური

სახიობა: სახიობითა ჴმობენ – მღერიან

საჴმილი – ცეცხლსაგზებელი; დიდი ცეცხლი, ხანძარი

საჴმილავი – ღამის ყარაულობის სამსაათიანი ცვლა

სენაკი – ბერის საცხოვრებელი ოთახი

სერი – 1. ვახშამი; სერობა – ვახშმობა

2. ჭრილობის ნასახი

სერობინი – ექვსფრთიანი ანგელოზი

სეფეწული – დიდებულთა ვაჟი, უფლისწული

სიბორგილე – სიგიჟე, სიშმაგე

სიგლისპე – სიანჩხლე, სიკაპასე

სივლტოლა – გაქცევა

სირი – ჩიტი

სიღნიოშე – სიბილწე, სიბინძურე

სიღოდა – უწესური ყოფა-ქცევა; სქესობრივი გარყვნილება

სიყმილი – შიმშილი

სიცბილი – ცბიერება

სიცოფე – სიგიჟე

სკორე – ცხოველთა განავალი

სკუპა – პატარა ქუდი

სმინება – გაგებინება

სნება – ავადმყოფობა, სნეულება; სნებოვანი – სნეული, დასნეულებული

სოდომური ცოდვა – მამათმავლობა

სოფელი – ქვეყანა, წუთისოფელი

სპასპეტი – მხედართმთავარი

სპეტაკი – თეთრი

სრბა – სირბილი

სრვა – სენი მომსრველი, ჭირი; ხოცვა-ჟლეტა

სტავრა – სირმით საქსოვი ფარჩა, ოქროქსოვილი

სტევი – აქლემის მატყლი

სტიხარი – სამღვდელო კვართი (მოსასხამი)

სტომაქი – კუჭი

სულთქმა – ოხვრა-კვნესა, მწუხარება

სქემა – ბერის სამოსელი; აცვია იმ პირს, რომელიც ბერობაში უკიდურეს ასკეტურ ცხოვრებას ეწევა (აქედან: სქემოსანი ბერი)

სხეპლა – ოქროს ან ვერცხლის წვრილი სირმა

– ტ –

ტაბლა – სუფრა

ტაკუკი – ღვინის ხელადა

ტალავარი – კარავი

ტალანტი – ვერცხლის ან ოქროს ფული

ტარიგი – კრავი

ტევა: არა უტეოს – არ მიუშვას; არა უტევებთ – არ უშვებთ

ტვირთვა – დატევა

ტრაპეზი – ბერთა სასადილო, ტაბლა

ტყება – დიდი მწუხარებისას ხელების თავში რტყმა

ტყველვა – ტაშის შემოკვრა

– უ –

უამავრობა – უამრავი, ურიცხვი

უაღრესი – საქმით თუ თანამდებობით უფროსი (საპირისპირო ცნებაა უდარესი)

უბანი – ქუჩა, შუკა, მოედანი

უგლიმი – გულქვა, შეუპოვარი

უდარესი – უმცროსი, უმრწემესი

უდები – ზარმაცი, მცონარე; უდებება – სიზარმაცე, მცონარება

უზავებელი – შეუზავებელი

უზაკველი – უბოროტო

უზეშთაესი – უზენაესი, უმაღლესი

უზმა – უჭმელი ;უზმაობა – უჭმელობა

უთმინო – მოუთმენელი

უკერველი – შეუკერველი

უკმორეწყდომა – ცოტა უკან ჩამორჩენა

ულირწველობა – არა-ვნებიანობა

უმაშვნო – უვარგისი, ურგები, დახშული (ჰაერი)

უმკოდოვნესი – უღარიბესი, უღატაკესი. იხ. მკდოვანი

უმრწემესი – უმცროსი

უმსჯავრო – უსამართლო

უმწერტელესი – ძლიერ მჩხლეტავი. იხ. წერტა

უნაყროვნო – არა-მაძღრული. იხ. ნაყროვანი

უნდო – 1. უღირსი, ცუდი

2. მიუნდობელი

უნებური – არასასურველი

უნჯი – განძი; უძრავი ქონება; უნჯება – განძის (ქონების) შეძენა (დარგოვება)

უოხჭნო – დაუსრულებელი, მარადიული, მუდმივი

უპოვარი – უქონელი; უპოვარება – უქონლობა

უპირატესი – უაღრესი, აღმატებული

ურვა – წუხილი

ურწყული – უდაბნო; ურწყავი ადგილი

უსართულო – უსხლკარო, უთავშესაფრო

უსასო – უიმედო; უსასოება – უიმედობა

უსასყიდლო – უძვირფასესი, ფასდაუდებელი

უსჯულო – არა-ქრისტიანი; მაჰმადიანი

უფალი – ბატონი, მეპატრონე

უღნიოშესი – უფინთესი, უბილწესი, უსაძაგლესი, უბინძურესი

უღონო – უსაშველო; უღონოება – უსაშველობა

უშრეტი – ჩაუქრობელი

უც – უდევს

უცები – უვიცი

უცნობო – უსულო, რასაც ცნობა არა აქვს

უძილი – დაუძინებელი

უწვევარი – დაუპატიჟებელი

უწყალო – შეუბრალებელი

უხანოება – ხანმოკლეობა

უხრწნელი – 1. წაუხდენელი, უბიწო

2. უკვდავი, უბიწო; უხრწნელება – უკვდავება

უჴამური, უჴამრობელი – ფეხშიშველი

უჴმობელი – ხმაამოუღებელი, უხმო, ჩუმი

უჴსარი – გაუხსნელი

– ფ –

ფარეხი – ცხვრის სადგომი

ფარისეველი – მოჩვენებით საეკლესიო წესების შემსრულებელი, სინამდვილეში კი სრულიად საწინააღმდეგოს მოქმედი

ფარშამანგი – ფარშევანგი

ფერეზიკი – დალალი (ვაჭარი, რომელსაც სავაჭრო ქუჩა-ქუჩა დააქვს)

ფეშხუმი – საეკლესიო ჭურჭელი, დაბალ ფეხიანი, იხმარება ბარძიმთან ერთად

ფილონი – სამღვდლო სამოსელი

ფენიქსი – ზღაპურლი ფრინველი; ფენიქსისებრ – ფენიქსივით

ფიჩვი – ბერის შავი მოსასხამი

ფიცხელი – მაგარი

ფლატუნი – ჩამონგრეული, ჩამოზვავებული, ნაყარი (მიწა)

ფლაფნა – ჩიფჩიფი

ფოლი – წვრილი ხურდა ფული

ფორიაქის დაცემა – აკლება, აფორიაქება

ფოფინი – ფართხალი, ფხარკალი

ფრიადი – დიდი, დიდძალი

ფსალმუნი – დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა კრებული, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ფსალმუნება – გალობა

ფუტური – მაშმელი, ფუტურო

ფუცება – ფიცი

ფშვა – სუნნელების დენა

ფხვრა – გლეჯა

– ქ –

ქადაგი – მქადაგებელი

ქადება – დამუქრება

ქალწულება – უმანკოება, უბიწოება; მეორე სქესთან მიუკარებლობა; ქალწულობის აღთქმის დადება – ქალი ან კაცი, რომელიც უქორწინობის აღთქმას დადებს

ქარტა – ქაღალდი

ქაცვი – ძეძვი, ძეძვის ეკალი

ქედი – კისერი

ქერობინი – უპირველესი და უმაღლესი ჩინის ანგელოზი

ქვაბი – გამოქვაბული

ქვეყანა – მიწა, დედამიწა

ქვე-ჩამოზვლევა – ჩამოზვავება, ჩამონგრევა

ქლამინდი – მეფეთა და სამღვდელო პირთა უსახელო, ფილონის მსგავსი წამოსასხმელი

ქოთება – ღელვა (ზღვისა)

ქორი – 1. მტაცებელი ფრინველი

2. სართული, ჭერი

– ღ –

ღაწვი – ლოყა

ღირღლოვანი – ოღრო-ჩოღრო, ღელე-ღულიანი

ღრჭენა – ღრაჭუნი, კრაჭუნი

– ყ –

ყაფუზუნა – მაიმუნი

ყაჯირი – ძერა

ყვიბარი – მომცრო ჭური, ქოცო

ყვრიმალი – ყურის არე

ყურდგელი – კურღელი

– შ –

შანთი – გახურებული რკინა

შარი – ბამბის ქსოვილი

შარავანდედი – სხივი (მზისა)

შატროვანი – ნაქარგი

შებრუჟებული – ღვინონასვამი, ოდნავ მთვრალი

შეგბობა – მოხარშვა

შეგმანება – სქესობრივი კავშირის დაჭერა

შევრდომა – მუხლებით დაჩოქება; შევრდომილი – მუხლებდაჩოქილი

შეიწრებული – შევიწროებული, გაჭირვებული

შეკდემა – შერცხვენა

შელმობა – იხ. ლმობა

შემთხვევა – შეხვედრა

შემსჭვალვა: არა შეამსჭვალავ (=მიაჩერებ, გაუშტერებ) თვალთა

შემუსრვა – დამტვრევა, დალეწვა, დამსხვრევა; შემუსრვილი – დამტვრეული, დალეწილი, გატეხილი

შემწვარი – დამწვარი

შემწვირიანებული – გასვრილი, გაწუმპული, გათხუპნული

შემწიკვლება – გაჭუჭყიანება, გასვრა, ამოთხუპნა; შემწიკვლებული – გაჭუჭყიანებული, გასვრილი, ამოთხუპნული; შუემწიკვლელი – უბიწო, უმწიკვლო

შენაწევრება – შეკავშირება; შენაწევრებული – შეკავშირებული

შენებულობა – შენობა

შერაცხა – ჩათვლა

შესაქმე – დაბადება, შექმნა (ძველი აღთქმის პირველი წიგნი)

შესვენებული – გარდაცვლილი

შეტევა – შეშვება

შეტყუილი – ტყუილი

შეუმწიკვლელი – შემწიკვლება

შეურაცხი – ცუდი, დაწუნებული

შეშთობა – შეპყრობა და მოხრჩობა; დაჩაგვრა; შეშთობილი – მოხრჩობილი, დაჩაგრული

შეწვა – დაწვა

შეჭუვნება – შეწუხება

შეჭურვა – საჭურველის ასხმა, შეიარაღება

შვიდჴერი – შვიდრტოედი; შვიდსანთლიანი შანდალი

შთათხევა – ჩაქცევა, ჩაგდება

შთამოჭრა – ჩამოვარდნა, ჩამოჭრა

შიშთვილი – ჩამოსახრჩობი თოკი; შიშთვილის-ბმა – თავის ჩამოხრჩობა

– ჩ –

ჩამოჭრა – ჩამოვარდნა; იხ. შთამოჭრა

ჩარყაფი – ქარგა

ჩაფულა – ქალამნის მსგავსი ამოსასხმელი ფეხსაცმელი

ჩაფხუტი – მუზარადი, რკინის ქუდი

ჩინჩვა – სავაჭროზე ფასის დაკლებისთვის ლაპარაკი

ჩუკენობა – ჴელით დაცემა, ონანიზმი

– ც –

ცანდალი – სანდალი, ხის ან ტყავისძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თავზე თასმებით იმაგრებენ

ცახე – მტვრის უმცირესი ნაწილი, რომელიც ჰაერში მზის შუქზე მოჩანს

ცემა – 1. ტრყმა

2. დაკვრა

3. კბენა

ციცა – კატა

ცნობილი – გონზე მყოფი

ცოლ-კეთილი – კეთილცოლიანი

ცოლ-უკეთური – ავი, ანჩხლი ცოლიანი

ცუდ-დიდება, ცუდ-დიდებობა – ამაო დიდება

ცუნდრუკება – მოყვასის მიმართ მალულად ბოროტების ჩადენა

ცხებული – კურთხეული

ცხედარი – საწოლი, ტახტი

ცხოველი – ცოცხალი

ცხრო-ჴურვება – ციებ-ცხელება

– ძ –

ძალი – ნაწლავი

ძალნი ზეცათანი – ზეცისა ძალნი

ძე ადამისი ან ადამის ძე – კაცი, ადამიანი

ძვილ – ძლივს

ძი – კითხვითი ნაწილაკი „თუ“, „აბა თუ“: რა-ძი

ძნიად – ძნელად

ძრცვა – გახდა

ძრწოლა – შიში

– წ –

წალა – ჩირქი, წუთხი

წამახვა – გალესვა, გამწვეტება

წარბ-მაღლობა – მედიდურობა, ამაყობა

წარგება – წაგება, მიცემა, გაცემა, დახარჯვა

წარგვრა – წართმევა და წაყვანა (ან წაღება)

წარგრაგნა – გადახვევა გრაგნილივით

წართქმა – წარმოეთქვა

წარვლტოლა – გაქცევა

წარმართი – უსჯულო, არაქრისტიანი

წარმდები – მეტიჩარა

წარმოლტოლვილი – გამოქცეული, გადმოხვეწილი

წარმრღვნელი – წამლეკავი

წარპარვა – მოპარვა, გაპარვა

წარპყრობა – გაწვდა, მიშვერა

წარტაცება – გატაცება; წარტაცებული – გატაცებული, წაღებული

წარტყვევნა – დაპყრობა და დარბევა (ქალაქისა)

წარწირვა: წარეწიროს სასოება – იმედი გადაიწყვიტოს

წარხედვა – გახედვა

წარხვმა – წაღება; წარხვმული – წაღებული

წერტა – ჩხვლეტა. იხ. ნაწერტი, საწერტელი, უმწერტელესი

წეს: შენ გიწესს – გიძახის, გიწვევს

წველი – ჩალა

წვიმებული – ნაწვიმარი, მოწვიმული

წვლილადი – წმინდა (ნაქსოვი)

წვრთა – სწავლა, მეცადინეობა, ვარჯიში

წიაღსლვა – წყალს გაღმა გასვლა

წილჴდომილი – წილში ნარგები

წინადაცვეთა, წინადაცვეთილება – მეტკვეთილება. ებრაელთა რელიგიური ჩვეულება: მამრობითი სქესის ახალდაბადებულ ბავშვს მერვე დღეზე აჭრიან სასქესო ასოს წინა კანს. ეს ჩვეულება გავრცელებულია მაჰმადიანებშიც.

წიწვა – რცხვენა

წუთხი – სისხლნარევი ჩირქი

წუმწუბა – გოგირდი

წელვა – ჭრილობის მიყენება, დაკოდვა

– ჭ –

ჭახრაკი – საწნეხი, რომლითაც ხდიან ზეთს

ჭიჭნაური – აბრეშუმი

ჭმახე – შეძმარებული (ღვინო)

ჭრელებული – ჭრელ-ჭრელი, აჭრელებული

– ხ –

ხადა, ხადილი: მამად ვჰხადით (=ვუწოდებთ) ღმერთს

ხალენი – მღვდელთა და ბერთა სამოსელი, მაზარა

ხამი – ხამი აბრეშუმი, ყაჭი

ხარატული – მოჩუქურთმებული

ხარისხი – საფეხური (კიბისა)

ხარჭა – ხასა, საყვარელი

ხელი – გიჟი, შმაგი

ხვასტაგი – ოთხფეხი საქონელი

ხორგი – მდინარეში მოცურავე ყინვის ნახეთქი

ხორშაკი – სიცხე-პაპანაქება

ხოჭიჭი – აკვანი

ხრტიალი – ხრიალი (მომაკვდავისა)

– ჴ –

ჴამლი – ფეხსაცმელი

ჴდომა – მივარდნა, თავდასხმა

ჴელარგნოსანი – ხელჯოხიანი, მანდატური

ჴელის აღპყრობა – დახმარება, შემწეობა

ჴელქვეშე – ხელქვეითი, ქვეშევრდომი

ჴვებული – მოკლებული

ჴვედნა – დაჩაგვრა

ჴუმილი – ყარაული, დარაჯი, მცველი

ჴურთი – წკეპლების კონა

ჴშული – დახშული, დაკეტილი

– See more at: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/leksikoni_dz.htm#sthash.PhGYFtOP.dpuf

ზეგამტარობა

17 Mar

ზეგამტარების მოკლე ისტორია

ზეგამტარი ეწოდება ისეთ გამტარს, რომელიც ელექტროულ დენს წინაღობის გარეშე ატარებს. სადენს, რა გინდ კარგი გამტარიც არ უნდა იყოს ის, აქვს წინაღობა, რომელიც იწვევს ენერგიის დაკარგვას. თუმცა გამტარების გაცივებასთან ერთად, მისი წინაღობა იკლებს, ხოლო გარკველი ტემპერატურის შემდეგ (კრიტიკული ტემპერატურა) ის ნულდება. მაგალითად ვერცხლისწყლის 4 კელვინამდე(-269 ცელსიუსი) გაცივებისას, მისი წინაღუბა ნოლამდე ეცემა.

ზეგამტარები, მასალები რომლებიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ატარებენ ელექტრულ დენს არის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა

1933 წელს, გერმანელმა ფიზიკოსებმა, ვოლტერ მეისნერმა(Walther Meissner) და რობერდ ოშენფელდამა(Robert Ochsenfeld) აღმოაჩინეს, რომ ნივთიერების გაცივებისას კრიტუკულ ტემპერატურაზე უფრო დაბალ ტემპერატურამდე მაგნიტური ნაკადი გამოიდევნება ნივთირებიდან. ამ მოვლენას მეისნერის ეფექტი ეწოდება. მეისნერის ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ მაგნიტს შეუძლია ილივლივოს ზეგამტარული ნივთიერებაზე. მეცნიერების ისტორიაში. ზეგამტარობა პირველად დამზერილ იქნა ლეიდენის ლაბორატორიაში ჰოლანდიელი ფიზიკოსის კამერლინგ ონესის მიერ. როდესეც მან ვერცხლიწყალი გააცივა 4 კელვინამდე(-269ჩ) მისი წინაღობა გაქრა. მოგვიანებით, 1913 წელს მან მიიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.

1962 წელს ნიობიუმისა და ტიტანის ნაერთისგან (NbTi) მიიღეს პირველი ზეგამტარული სადენი.

ზეგამტარული მოვლენის პირველი თეორიული ახსნა მოგვცეს ამერიკელმა ფიზიკოსებმა ჯონ ბარდინმა(John Bardeen), ლეონ კუპერმა(Leon Cooper) და ჯონ შრიფერმა(John Schrieffer). მათი ზეგამტარების თეორია ცნობილია როგორც BCS თეორია და 1972წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

1986 წელს, შვეიცარიელმა ფიზიკოსებამა, ალექხ მიულერმა(Alex Müller) და გეორგ ბედნორცმა(Georg Bednorz) ზეგამტარული თვისებების ძიება დაიწყეს არა მეტალებში, არამედ კერამიკულ ნივთიერებებში.. ასეთმა მასალებამა გაცილებით უფრო მაღალ ტემპერატურებზე გამოავლინიეს ზეგამტერალუი თვისებები, ამიტომ მათ მაღალტემპერატურული ზეგამტარები ეწოდა, ხოლო ამღმომჩენები 1987 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდნენ.

მაღალტემპერატუტული ზეგამტარის მისაღებად/გასაციებად ადვილად ხელმისაწვდომი თხევად აზოტიც(77 კელვინი) გამოდგება, ამიტომ მან დიდი დაინტერესება ჰპოვა ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან. თუმცა ზეგამტარი ოთახის ტემპერატურაზე ჯერ კიდევ მიუღწეველია, ამიტომ ზეგამტარების ფიზიკა კვლავაც საინტერესო რჩება არა მერტო ინჟინრების არამედ ფიზიკოსებისთვისაც.

ზეგამტარობის აღმოჩენა 100 წლისაა

ზეგამტარობის აღმოჩენა 100 წლისაა (ჰაიკე კამერლინგ ონეს (Heike Kamerlingh Onnes) 1911 წ. 8 აპრილი)! ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა დიდი საჯარო საიტი:http://www.supraconductivite.fr. აქ შეგიძლიათ იხილოთ ამ საოცარი ფენომენის ყველაზე მომაჯადოებელი ასპექტები, როგორიცაა ლევიტაცია, ან სუპერდენი მარტივი და ილუსტრირებული განმარტებების, ვიდეოებისა და თამაშების თანხლებით.

ინფორმაცია ვებ საიტზე ხუთ რუბრიკადაა დაყოფილი: ზეგამტარობა, კვლევა, გამოყენება, გასართობი და ბოლოს, 100 წელი – იუბილე. რუბრიკა „ზეგამტარობა“ წარმოდგენილია ვირტუალური ლაბორატორიის ფორმით და უამრავი ინტერაქტიური ობიექტის თანხლებით. უსაზღვრო რაოდენობის ინფორმაციაა!

აი, საიტიდან ამოკრეფილი რამოდენიმე მაგალითი, რომელიც სურვილს გაგიჩენთ, ის თქვენ თვითონაც დაათვალიეროთ.

რა არის ზეგამტარობა?

ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ზოგიერთი ისეთი მასალის ელექტრო და მაგნიტური თვისებები, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, ან ზოგიერთი ოქსიდი, რადიკალურად იცვლება. ეს მასალები ზეგამტარი ხდება: ისინი აღარ უწევენ არანაირ წინააღმდეგობას ელექტრულ დენს და მაგნიტურ ველს განდევნიან.

ეს ფენომენი, რომელიც 100 წლის წინ აღმოაჩინეს, კვანტური ფიზიკის ადამიანურ მასშტაბებში ყველაზე აშკარა გამოვლინებაა: მასალის უამრავი ელექტრონი გროვდება ერთ კვანტურ ტალღაზე, რომელიც დიდ დისტანციაზეა გადაშლილი.

დღეს ზეგამტარობა უაღრესად აქტიური კვლევის სფეროა, საქმე ეხება მისგან წარმოშობილი მექანიზმების გარკვევას, ახალი ზეგამტარი მასალების შეცნობასა თუ უკვე მრავალრიცხოვანი გამოყენებების გაფართოებას. ის ასევე სანახაობრივი ლევიტაციის რეალიზების საშუალებას იძლევა. ”

კლასიკური ზეგამტარებიდაახალი ზეგამტარები

ზოგჯერ განასხვავებენ „კლასიკურ ზეგამტარებს“ და „ახალ ზეგამტარებს“ იმის მიხედვით, დაბალ, თუ ნაკლებად დაბალ ტემპერატურაზე ხდებიან ისინი ზეგამტარები. მაგრამ რეალური საზღვარი მაინც არ არსებობს და ეს განმარტება არაზუსტია …………………………………

და მაინც, სიფრთხილეა საჭირო „ახალ ზეგამტარებთან“ მიმართებაში: ეს მასალები უამრავი ლაბორატორიული კვლევის საგანია, მათი ბოლომდე გაგებისაგან კი ჯერ შორს ვართ. ისიც შესაძლოა, რომ ამ ახალი ზეგამტარების ჩამონათვალი წლიდან წლამდე გაიზარდოს და მეტად და მეტად გაგვაოცოს.

 „ზე“- მეფეები: კუპრატები

1986 წელს  ჟორჟ ბედნორცისა (Georg Bednorz)  და ალექს მიულერის (Alex Müller)  მიერ აღმოჩენილი კუპრატები ახალი ზეგამტარების „მეფეები“ არიან. ამ დროისათვის ისინი წარმოადგენენ ყველაზე მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს, -135°C, ანუ 138 K. ეს არის ერთადერთი მასალა, რომელიც ზეგამტარია თხევადი აზოტის ტემპერატურაზე: საიტის ყველა ვიდეო სარგებლობს კუპრატებით, რომელსაც ხშირად „მაღალი კრიტიკული ტემპერატურის ზეგამტარებს“ უწოდებენ.

ზეგამტარობის პრაქტიკული გამოყენება

ზეგამტარები უკვე გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: ელექტრობა, მედიცინა, ელექტრონიკა და მატარებლებისთვისაც კი.  ისინი ლაბორატორიების მთავარი მასალაა, …………

ზეგამტარული ბომბი

როგორც ცნობილია ჰოლანდიელმა მეცნიერმა კამერლინგ-ონესმა 1911 წელს აღმოაჩინა ზეგამტარობის მოვლენა რაც იმას ნიშნავს რომ ზედაბალ ტემპერატურებზე ბევრ ნივთიერებებში ელექტრული დენი მიედინება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. ხოლო იმ ტემპერატურას რომლის ქვემოთაც ესა თუ ის ნივთიერება ხდება ზეგამტარი ჰქვია კრიტიკული ტემპერატურა. დღემდე არსებულ ნივთიერებებს შორის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქვს ნიობიუმ-გერმანიუმის ქიმიურ შენაერთს და მისი კრიტიკული ტემპერატურაა 23 კელვინი:Nb3Ge (Tkr=23 K).

როდესაც ჩვეულებრივ გამტარში (რკინაში მაგალითად) გადის დენი გამტარი ამ დროს თბება ხოლმე (ამის ყველაზე ცხადი მაგალითებია ელექტროქურის სპირალი (იგი რკინის სპეციალური შენადნობებისგან არის დამზადებული) და ვარვარების ნათურის ძაფი (აქ ვოლფრამი გამოიყენება)). ასე არ ხდება ზეგამტარში რადგან მისი წინააღმდეგობა ნულის ტოლია. ზეგამტარი ნივთიერების ტემპერატურის კრიტიკულზე მაღლა აწევის ან ელექტრული დენის მეტისმეტად გაძლიერების დროს (ცნობილია რომ ძლიერ დენს თან ახლავს ძლიერი მაგნიტური ველი რომელიც თვითონ სპობს ზეგამტარობას) ზეგამტარობა ირღვევა და ზეგამტარი გამოჰყოფს სითბოს-იგი თბება როგორც დენის ნებისმიერი არც ისე კარგად გამტარი ნივთიერება. თუკი მოვახერხებთ რომ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა იყოს დიდი და რაც მთავარია ეს სითბო გამოიყოს დროის მეტად მოკლე მონაკვეთში მაშინ შეიძლება მივიღოთ მძლავრი აფეთქება რომლის პრინციპული სიმძლავრე ალბათ არაფრით იქნება შეზღუდული……..

ნებისმიერი ბომბის აფეთქების დროს მნიშვნელოვანია ცხადია გამოყოფილი ენერგიის რაოდენობა მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება თუ რამდენად სწრაფად გამოიყოფა ეს ენერგია. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვან შემდეგ მაგალითს: რომ ავიღოთ ერთი კილოგრამი ქვანახშირი და იგი დავწვათ ჩვენ მივიღებთ იმაზე რვაჯერ მეტ ენერგიას ვიდრე იგივე რაოდენობის, ანუ ერთი კილოგრამი მძლავრი ფეთქებადი ნივთიერების-ტრინიტროტოლუოლის (ტროტილის) აფეთქების შედეგად. აქედან გამომდინარეობს რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გამოყოფილი ენერგიის გამოყოფის სიჩქარე და არა მისი რაოდენობა. და მართლაც-(ბომბის) სიმძლავრე ესაა დროის ერთეულში შესრულებული სამუშაო და არა ენერგიის რაოდენობა, თუმცა რათქმაუნდა გამოყოფილი ენერგიის რაოდენობაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენს შემთხვევაში საჭიროა რაც შეიძლება მძლავრი დენის გაშვება ისეთ ნივთიერებაში რომლის კრიტიკული ტემპერატურა ყველაზე მაღალია და ამავდროულად ზეგამტარი რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურამდე უნდა იყოს გაცივებული-საამისოდ შეგვიძლია ყველაზე ცივი სითხე-თხევადი ჰელიუმი გამოვიყენოთ. ამ პირობების დაცვით ჩვენ შეგვიძლია გამოსაყოფი ენერგიის რაოდენობა რაღაც ზღვრულ მაქსიმუმამდე ავიყვანოთ და ვიზრუნოთ მთავარზე-როგორ მივაღწიოთ იმას რომ ეს ენერგია გამოიყოს რაც შეიძლება სწრაფად.

ჯერ განვიხილოთ ჩვეულებრივი ქიმიური ფეთქებადი ნივთიერებები და გავიხსენოთ როგორ ფეთქდებიან ისინი. აფეთქების გზა, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ფეთქებად ნივთიერებაში აფეთქების გავრცელების საშუალება არსებითად ორია:
1. აფეთქება სითბოთი
2. აფეთქება დარტყმითი ტალღით
უფრო მეცნიერულად მივუდგეთ საქმეს:

როგორ ვრცელდება აფეთქება ფეთქებად ნივთიერებაში, მაგალითად, მგრგვინავ გაზში (ესაა წყალბადის ნარევი ჟანგბადთან)? როდესაც ფეთქებად ნივთიერებას ცეცხლს უკიდებენ, წარმოიშვება ადგილობრივი გახურება. რეაქცია მიმდინარეობს გახურებულ მოცულობაში. მაგრამ რეაქციის დროს გამოიყოფა სითბო, რომელიც სითბოს გადაცემის გზით გადადის ნარევის მეზობელ ფენებში, ეს სითბო საკმარისია იმისათვის, რომ მეზობელ ფენებშიც დაიწყოს რეაქცია. გამოყოფილი სითბოს ახალი რაოდენობა გადადის მგრგვინავი გაზის შემდგომ ფენებში და, ამგვარად, სითბოს გადაცემასთან დაკავშირებული სიჩქარით რეაქცია მთელ ნივთიერებაში გავრცელდება. ასეთი გადაცემის სიჩქარე 20-30 მ/წმ სიდიდის რიგისაა. რასაკვირველია, ეს ძალიან სწრაფი პროცესია. გაზით სავსე მეტრიანი მილი წამის ერთი მეოცედი ნაწილის განმავლობაში ფეთქდება, ე.ი. თითქმის მყისიერად, იმ დროს, როცა ხის ან ნახშირის ნაჭრების წვის სიჩქარე ზედაპირიდან და არა მოცულობის შიგნით წუთში სანტიმეტრებით იზომება, ე.ი. რამდენიმე ათასჯერ ნაკლებია.

მიუხედავად ამისა ამ აფეთქებასაც შეიძლება ნელი ვუწოდოთ, რამდენადაც არსებობს სხვა აფეთქება, რომელიც რამდენიმე ასეულჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე აღწერილი.

სწრაფ აფეთქებას დარტყმითი ტალღა იწვევს. თუ ნივთიერების რომელიმე ფენაში მკვეთრად იზრდება წნევა, მაშინ ამ ადგილიდან იწყება დარტყმითი ტალღის გავრცელება. როგორც ვიცით, დარტყმითი ტალღა იწვევს ტემპერატურის მნიშვნელოვან ნახტომს. მეზობელ ფენაში მისვლისას დარტყმითი ტალღა ზრდის მის ტემპერატურას. ტემპერატურის აწევა დასაბამს აძლევს აფეთქების რეაქციას, ხოლო აფეთქება იწვევს წნევის მატებას და ხელს უწყობს დარტყმით ტალღას, რომლის ინტენსივობა ამის გარეშე სწრაფად დაეცემოდა მისი გავრცელების მიხედვით. ამრიგად, დარტყმითი ტალღა იწვევს აფეთქებას, ხოლო აფეთქება თავის მხრივ ხელს უწყობს დარტყმით ტალღას.

ჩვენ მიერ აღწერილ აფეთქებას დეტონაცია ეწოდება. რადგანაც დეტონაცია ნივთიერებაში დარტყმითი ტალღის სიჩქარით (1 კმ/წმ) ვრცელდება, ამიტომ იგი მართლაც “ნელ” აფეთქებაზე რამდენიმე ასეულჯერ უფრო სწრაფია.

რომელი ნივთიერებები ფეთქდება “ნელა”, და რომელი “სწრაფად”? საკითხის ასე დასმა არ შეიძლება: ერთი და იგივე ნივთიერება სხვადასხვა პირობებში შეიძლება “ნელაც” აფეთქდეს და დეტონაციითაც, ზოგ შემთხვევაში კი “ნელი” აფეთქება დეტონაციაში გადავიდეს.

ლ.ლანდაუ, ა.კიტაიგოროდსკი; “ფიზიკა ყველასათვის”, თბილისი, 1974 წელი, გვ. 425-427.

ამ ორი გზის გამოყენება ფეთქებადი ნივთიერებებისათვის სხვადასხვა შედეგს იძლევა რაც რათქმაუნდა საკვირველი არაა, რადგან აქ მთავარია აფეთქების სიგნალის მატარებელი “სუბსტანცია” რა სისწრაფით მოძრაობს და რამდენად სწრაფად იძლევა სიგნალს აფეთქების შესახებ. რაც სწრაფად მოძრაობს სიგნალი მით სწრაფად ფეთქდება ფეთქებადი ნივთიერების მოლეკულები და შედეგიც მით მძლავრი გამოდის.

ანუ ჩვენს შემთხვევაში მთავარია ზეგამტარობის რაც შეიძლება სწრაფად “მოხსნა” და არსებული ტემპერატურის კრიტიკულ ტემპერატურაზე მაღლა რაც შეიძლება სწრაფად და ერთდროულად აწევა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ-მნიშვნელოვანია რომ ზეგამტარობა რაც შეიძლება სწრაფად მოიხსნას ყველგან, ანუ ზეგამტარობის თვისების მქონე ნივთიერების ყველა წერტილში. საფიქრებელია რომ ტემპერატურის აწევა კრიტიკულზე ოდნავ მაღლაც კი საკმარისი იქნება რადგან ცდებით დადგენილია რომ კრიტიკულ ტემპერატურაზე დაბლა ამა თუ იმ ნივთიერების წინააღმდეგობის უნარი ნახტომისებურად ეცემა თითქმის ნულამდე. (ასე რომ არ ყოფილიყო მაშინ საჭირო გახდებოდა ბომბის ზეგამტარული ნივთიერების საკმაოდ მაღალ ტემპერატურამდე მეყსეულად გაცხელება რაც ამოცანას გაართულებდა). ამის მიღწევა შეიძლება მრავალი სხვადასხვა გზით; მაგალითად შეგვიძლია ზეგამტარული ბომბის გვერდით მოთავსებული იყოს ჩვეულებრივი ბომბი რომლის აფეთქება მოსპობდა ზეგამტარობას, შეგვიძლია თხევად ჰელიუმში მოთავსებულ წრედში დამატებით შევიყვანოთ დენი და ამგვარად გაზრდილი დენი თვითონ მოხსნიდა ზეგამტარობას. შეგვიძლია აგრეთვე ამისათვის გამოვიყენოთ სინათლე, უფრო სწორად კი მისი უძლიერესი და მიმართული წყაროები-ლაზერები.

მე ასე წარმომიდგენია ამ ბომბის პრინციპული სქემა: მის შუაგულში იქნება ზეგამტარული ნივთიერებისგან დამზადებული შეკრული წრედი რომელშიც იმოძრავებს არამილევადი დენი. წრედი მოთავსებული იქნება თხევად ჰელიუმში რომელიც თავის მხრივ მოთავსებული იქნება ერთი მხრიდან გამჭვირვალე კონტეინერში. აუცილებელ პირობად მიმაჩნია ამ კონტეინერის გამუდმებით ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ყოფნა (საფიქრებელია რომ ეს გარემოება ზეგამტარულ ბომბს არაპრაქტიკულს გახდის რადგან იგი განუწყვეტელი ელექტროენერგიის ხარჯს მოითხოვს მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს). ბომბი ამოქმედდება ლაზერის მეტად მძლავრი და ხანმოკლე იმპულსის თხევადი ჰელიუმის და კედლის გამჭვირვალე გარემოში გასვლის შედეგად როცა ეს ძლავრი იმპულსი მეყსეულად (ეს პირობით ცნებაა და ჩემი აზრით გადამწყვეტი-ჩვენი ამოცანაა ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს) გაზრდის წრედის ტემპერატურას კრიტიკულზე მაღლა, მოხსნის ზეგამტარობას და ელექტროენერგიას დროის უმცირეს მონაკვეთში გამოუშვებს სითბოს სახით რასაც გარეგნულად აფეთქების სახე ექნება. ეს კარგად ჩანს ამ სქემაზე:

მე ვფიქრობ რომ შეიძლება ზეგამტარობა “მოიხსნას” აგრეთვე უაღრესად მძლავრი მაგნიტური ველის მყისიერად ჩართვით. როგორც ცნობილია მლავრი მაგნიტური ველი თვითონვე სპობს ზეგამტარობას და ეს სწორედ ისაა რაც ჩვენ გვჭირდება. თან ლაზერთან შედარებით მაგნიტური ველის გამოყენებას ის უპირატესობა აქვს რომ როცა ლაზერი ჩაირთვება გარკვეული დრო მოუნდება მის ამოქმედებას (თუნდაც ძალიან მცირე), გარკვეული რაოდენობის ენერგია დაიხარჯება თხევადი ჰელიუმის გათბობაზე (ლაზერის სხივმა ხომ ჯერ მასში უნდა გაიაროს ვიდრე ზეგამტარამდე მიაღწევს). მაგნიტურ ველთან დაკავშირებით ვფიქრობ რომ ეს პრობლემა არ იქნება. ამასთან, უნდა ითქვას ისიც რომ ელექტრომაგნიტი (რომლის მოვალეობაცაა სწორედ მძლავრი მაგნიტური ველის წარმოქმნა) კონსტრუქციულად უფრო მარტივი და მოსახერხებელი მოწყობილობაა ვიდრე ლაზერები-სინათლის კვანტურ გენერატორები.

რაც შეეხება ელექტროენერგიის წყაროს ლაზერისათვის ან ელექტრომაგნიტებისათვის, აქ მისწრებაა კონდენსატორები, მათ შეუძლიათ დიდი ენერგიის მოცემა დროის უმცირეს მონაკვეთში (ეს სწორედ ისაა რაც ჩვენ გვჭირდება). მე მგონი არაა მნიშვნელოვანი კონდენსატორი ერთბაშად მოგვცემს ენერგიას და მაშასადამე ელექტრომაგნიტის მიერ წარმოშობილი მაგნიტური ველის დაძაბულობა ერთბაშად გაიზრდება (ეს მაინც აშკარად უფრო სასურველია) თუ შედარებით ნელა. თვით იმ შემთხვევაშიც კი ვთქვათ კონდენსატორმა ენერგია შედარებით ნელა რომ მოგვცეს და მაგნიტური ველის დაძაბულობა შედარებით ნელა რომ გაიზარდოს ზეგამტარობა მაინც რაღაც ერთ მომენტში მოიხსნება ყველგან (ამის თაობაზე ჩვენ უკვე ვთქვით თუ რატომაა ზეგამტარობის ყველგან ერთად მოხსნა საჭირო) რადგან როგორც ვთქვით ზეგამტარის ტემპერატურის კრიტიკულზე ქვემოთ დაწევისას მისი წინაღობაერთბაშად ნახტომისებურად ეცემა პრაქტიკულად ნულამდე. ბუნებრივია რომ ზეგამტარობის დარღვევისას მისი წინაღობა სწორედ ასევე ერთბაშად ნახტომისებურად გაიზრდება და სითბოც გამოიყოფა რასაც აფეთქების სახე ექნება გარეგნულად. სწორედ ეს ერთი მომენტი უნდა იქნეს მიღწეული ზეგამტარი ნივთიერების ყველა წერტილში. რაც შეეხება კონდენსატორის მიერ დაგროვილ ენერგიას, იგი განისაზღვრება კონდენსატორების ფირფიტების მოცულობით, ასე რომ ვფიქრობ საჭირო რაოდენობის დაგროვება და მისი სწრაფად გაცემა პრობლემა არ იქნება.

აქ ერთი რამეც უნდა ითქვას: ზეგამტარობის მოხსნისას (ვთქვათ ლაზერის მძლავრი იმპულსით რომელიც ზეგამტარს მოხვედრისთანავე გაათბობს რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი) რასაკვირველია სრულიად აუცილებელია ზეგამტარი ნივთიერების ტემპერატურის სულ ცოტა კრიტიკულზე მაღლა აწევა, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით კიდევ უკეთესი იქნებოდა თუკი მოხერხდებოდა ამ ტემპერატურის კიდევ უფრო მაღლა აწევა რადგან მაღალ ტემპერატურაზე წინაღობა მეტია და მაშასადამე გამოყოფილი სითბოს/ენერგიის რაოდენობაც მეტი იქნებოდა, სწორედ ამიტომ საფიქრებელია, რომ ზეგამტარობის მოსახსნელად ლაზერების გამოყენება ამ მიზეზით უფრო უკეთესი იქნებოდა ვიდრე ელექტრომაგნიტის და მის მიერ წარმოშობილი მაგნიტური ველის.

სხვათაშორის, ზეგამტარული ბომბი ბირთვულ ბომბთან შედარებით ეკოლოგიურად სუფთა იქნება რადგან მისი აფეთქების დროს არ წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში რადიოქტიური ნივთიერებები. აფეთქების პროდუქები იქნებიან იგივე ქიმიური შემადგენლობისა რაც საწყისი ნივთიერებები-ჰელიუმი, ზეგამტარის და ბომბის სხვა ნაწილების ნივთიერები და ა.შ.

რა სფეროში შეიძლება ზეგამტარული ბომბი იქნეს გამოყენებული? სამხედრო საქმეში მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება არსებითად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი იგი იქნება გაბარიტებით შედარებით პატარა და ტრანსპორტირებადი და აგრეთვე-თუკი იგი არ იქნება იმდენად ფაქიზი და მგრძნობიარე რომ ტრანსპორტირების შემთხვევაში (მაგალითად ბალისტიკური რაკეტის შემთხვევაში როდესაც სტარტის დროს გადატვირთვა ძალიან დიდია) მისი უნებლიე დეტონაცია მოხდეს. ეს საკითხი შეიძლება გაირკვეს მხოლოდ ზეგამტარული ბომბის აგების შემდეგ. ზეგამტარული ბომბს კიდევ ერთი აშკარა ნაკლი ექნება-მისთვის აბსოლუტურად საჭირო იქნება დენის მუდმივი წყარო რადგან აუცილებელია მასში ზეგამტარისათვის ზედაბალი ტემპერატურის განუწყვეტლივ შენარჩუნება. თუკი გამოირკვევა რომ ზეგამტარული ბომბი ტრანსპორტირებისათვის მოუხერხებელია ზემოთხსენებული ორი მიზეზის გამო, მაშინ იგი გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა მიზნებისათვის. ასეთი შეიძლება იყოს მეტად მძლავრი ნაღმების აგება რომელთაც თავისუფლად შეეძლებათ დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალი ძალის და ტექნიკის განადგურება რაიმე გარკვეულ ადგილას რომელიც ზემოთხსენებული ბომბით იქნება დანაღმული. შესაძლებელია აგრეთვე გიგანტური სამთო-საინჟინრო აფეთქების შესრულება.

რაც შეეხება მთავარ საკითხს-რამდენი ენერგიის “შენახვა” შეუძლია ზეგამტარს და შესაბამისად რა რაოდენობის ენერგია გამოთავისუფლდება ამ ბომბის აფეთქების შემთხვევაში და რა სიმძლავრის იქნება საბოლოოდ ასეთი ბომბი-ეს საკითხი სამწუხაროდ გამოურკვეველი დარჩა ჩემს მიერ. ბოლო რამდენიმე კვირაა სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმებზე დავსვი საკითხი თუ რა ენერგიის “შენახვა” შეეძლებოდა ზეგამტარს მაგრამ ჩემთვის როგორც არაფიზიკოსისათვის საკმაოდ რთული ფორმულები და გაუგებარი ტერმინები დამისახელეს, რომლებიც ჩემგან შორს არიან. ზოგან კი ის მითხრეს რომ ამის განსაზღვრა საერთოდ შეუძლებელია.

სურვილის შემთხვევაში ფიზიკის კარგად მცოდნეს საკმაოდ იოლად შეუძლია გამოიანგარიშოს რა რაოდენობის ენერგიის “შენახვა” შეუძლია ზეგამტარს და შესაბამისად დაადგინოს საერთოდ რა პერსპექტივა ექნება ასეთ ფეთქებად მოწყობილობას……..

საქართველოში – განათლება დღეს

22 Dec

უმაღლესი განათლების საფეხურები

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება სამი საფეხურისაგან:

  • პირველი საფეხური – ბაკალავრიატი (240 კრედიტი)
  • მეორე საფეხური – მაგისტრატურა   (120 კრედიტი)
  • მესამე საფეხური – დოქტორანტურა (180 კრედიტი)

პირველი საფეხურის ფარგლებში  არსებობს დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (120 -180 კრედიტი). ამასთან,  სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება (300-360 კრედიტი) არის ინტეგრირებული განათლება და თავისი სწავლის  შედეგებით უთანაბრდება მაგისტრატურას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი.

  •  კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს  პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას.
  • სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას
  • უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;
ხარისხის უზრუნველყოფა

უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება აკრედიტაციის გზით. აკრედიტაციას ახორციელებსგანათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი   

სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული და ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. კრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სია.

სქემა –  უმაღლესი განათლების სისტემა

iillu.wordpress.com

ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

მუსიკის სამყარო

მუსიკები და ყველაფერი მუსიკის გარშემო

Georgian Dances

Georgian Dances Official Website

ს.ო.ბ

სუბიექტურად ობიექტური ბლოგი

╚► givkas page ◄╝

⇨ ☻ Welcome to my world... ⇨ ☻ or ⇨ ☻ Welcome to givkaspage ⇨ ☻

სალომეს ბლოგი

I know that I know anything

მოხალისეს / პარტიზანს

სახელმძღვანელო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.