Tag Archives: სტერეოტიპები ქართულ მედიაში

„სტერეოტიპები და ცრურწმენები“

13 Jan
  1. რა არის სტერეოტიპი? – სტერეოტიპი არის ამა თუ იმ საგანზე შენი შექმნილი აზრი ან თუნდაც საზოგადოების აზრი რომელსაც ფესვები აქვს გამყარებული აი მაგალითად რომ ამბობენ ამა თუ იმ სტერეოტიპის დანგრევა ძნელია საქართველოშიო.
  2. რა არის ცრურწმენა? – ყოველგვარი სხვა რწმენა, გარდა რწმენისა წმიდა ჭეშმარიტებაში, არის ცრურწმენა.

სტერეოტიპები

მახასიათებლები, რომლებიც გარკვეული ჯგუფის წევრებს მიეწერება.ფიქსირებული შთაბეჭდილება ჯგუფის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ხდება მოცემული ჯგუფის კონკრეტული წევრების აღქმა. არსებობს სტერეოტიპები ეროვნების, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების, რელიგიური ჯგუფების და სხვათა მიმართ. სტერეოტიპები შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.

გენდერული სტერეოტიპები: წარმოდგენები, შეხედულებები, ცრურწმენები ქალისა და მამაკაცის სოციალური როლის, ფუნქციის, დანიშნულების, შესაძლებლობების, სტატუსის შესახებ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. „არსებობს კეთილი საწყისი, რომელმაც შექმნა წესრიგი, სინათლე და მამაკაცი და ბოროტი საწყისი, რომელმაც შვა ქაოსი, სიბნელე და ქალი“ – ამბობდა პითაგორა. \ გენდერული სტერეოტიპების შექმნაში, ბუნებრივია, უდიდესი როლი ენიჭება ოჯახსა და საზოგადოებაში არსებულ ტრაიდიციებს, ასევე კულტურულ, რელიგიურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ წარმოდგენებსა და ტექსტებს. გაბატონებულია აზრი, რომ ქალი უნდა იყოს ლამაზი, ჩუმი, ნაზი, დამთმობი, პასიური, არაავტორიტარული, არარაციონალური, ემოციურ-სპონტანური, ინტუიციური, კონსრევატიულად მოაზროვნე არსება, ხოლო მამაკაცი – ძლიერი, აქტიური, „მაიმუნზე ოდნავ ლამაზი“, პრინციპული, რაციონალური, ლოგიკური, ბრძენი, წარმატებაზე ორიენტირებული, განზოგადების კარგი უნარის მქონე. ბიოლოგიური დანიშნულებიდან გამომდინარე, ქალს ევალება ოჯახის, ბავშვების მოვლა, ხოლო მამაკაცი კონცენტრირებულია „ფულის შოვნაზე“, არასაოჯახო ეკონომიკაზე და პოლიტიკურ საქმიანობაზე. როლების ამგვარი სტერეოტიპიზაცია მამაკაცს საშუალებას აძლევს მიაღწიოს დომინირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში, სამაგიეროდ, იგი ნაკლებად მონაწილეობს საკუთარი შვილის აღზრდაში. გენდერული უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები უშუალოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. იქმნება მოჯადოებული წრე, არსებული შაბლონი ერთგვარად სოციალურ შეკვეთას წარმოადგენს და დეკლარიებული ეგალიტარული კანონების სიმრავლის მიუხედავად, საკმაოდ რთულია მისი დაძლევა. გენდერული სტერეოტიპები სექსიზმის ერთგვარი მეთოდოლოგიაა და საფუძვლად უდევს შრომის არათანაბარ დაყოფას. არსებობს წარმოდგენა, რომ პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, ტექნიკა, მაღალი ტექნოლოგიები ხელეწიფება მამაკაცურ გონებას, ხოლო სამზარეულო, სახლი, ოჯახი, საექიმო საქმე, პედაგოგიკა – ქალური პროფესიებია. თუმცა თანამედროვე რეალობა გვიჩვენებს, რომ ამგვარ სტერეოტიპებს არაფერი აქვს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. განსაკუთრებით ეს მკაფიოდ გამოიხატა გარდამავალ პერიოდში, როცა ეკონომიკური კრიზისი ქალის მხრებს დააწვა და სწორედ მან იტვირთა ოჯახის ფიზიკური გადარჩენა. მიუხედავად ამისა, გენდერული სტერეოტიპები კვლავ სიცოცხლისუნარიანია. ქალი – ცოლი, დედა, ბებია, საყვარელი, სექსუალური ობიექტი, „მეორე სქესი“, მამაკაცის სატელიტი, დამოკიდებული არსება; მამაკაცი – ოჯახის უფროსი, მარჩენალი, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები.

სტერეოტიპები ქართულ მედიაში: ქართულ მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ მედიის განვითარების ფონდის ექსპერტმა, ქეთევან მსხილაძემ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის  მიხედვით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც თან ახლავს ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილ მასალებს აღნიშნულ საკითხზე. საზოგადოებაში, ასევე მედიაში არსებული სტერეოტიპები, თავად ჟურნალისტების გაუთვითცნობიერებლობა გენდერული საკითხების გაშუქებისას, ეს ის შენიშვნებია, რომლებზეც კვლევის ავტორი მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით საუბრობს.

 

პროექტის „მედიამონიტორინგი პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილი იყო მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგები, რომელიც გულისხმობდა ქალთა და ქალებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას სტერეოტიპებით აზროვნების შემთხვევების გამოვლენას, ასევე ყურადღება მიექცა მაუწყებლობის ქცევის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების და პროფესიული სტანდარტების დაცვას გენდერული საკითხების შესახებ. კვლევის მეორე ეტაპის დაკვირვების მიხედვით, ქართულ მედიაში სტერეოტიპული აზროვნება და დამოკიდებულება სჭარბობს. ქალების საკითხზე მომზადებული მასალების უმრავლესობა არა თუ ამცირებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს, პირიქით, რადგან ჟურნალისტები სათანადოდ ვერ ერკვევიან გენდერულ საკითხებში და მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად ისინიც თავის მხრივ, სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ კონკრეტული პრობლემის გაშუქებისას.

ცრურწმენები

ცრურწმენები: საფუძველს მოკლებული, მიკერძოებეული უარყოფითი შეხედულებები და შეფასებები გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოყალიბებულია ჰარვარდის გამოჩენილი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“.

ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვატარებთ ცრურწმენებით, და თითქოს ამაზე ნაფიქრიც არ გვაქვს, არსებობს ე.წ. “საზოგადოებაში დამკვიდრებული” და პირადად “დაცდილი” რისიმე რწმენა
ყველაზე ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზას: “რაც გიწერია, არ აგცდება”, თითქოს ყველაფერი წინასწარ გაქვს განსაზღვრული “ბედისწერით”. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: “თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, _ ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმებს, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, – მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველი აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში… რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისწერისა?.. როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედისწერა აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედისწერა აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. . . ბედისწერა რომ არსებობდეს არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკეთისთვის? რისთვის ვაამებთ? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძგა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედისწერაზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ”.

“დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია” – უფლის ბრწყინვალე აღდგომა ყველაზე ხშირად აპრილის თვეში აღინიშნება და არსებობს მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით. თუ როგორი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – “იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო”! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ღმერთის ამქვეყნად აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საყოველთაო მსახურებაც…

წიგნები ცრურწმენებზე: ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა სისუსტიდან არც ერთს არ გააჩნია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორიც ადამიანის ღირსებასა და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინასწარ-შექმნილ ცრურწმენებს. ცრურწმენის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ დამახინჯებულია სოციალური რეალობა – ადამიანების გონებაში შექმნილია სიტუაცია, რომელსაც შეუძლია დაამციროს და გაანადგუროს სხვა ადამიანების ცხოვრება.
ცრურწმენებზე კატალოგი იხილეთ აქ <

ცრურწმენები აზარტულ თამაშებზე: აზარტულ თამაშებში იღბალი ძირითადად წყალობს დამწყებებს ანუ “ჩაინიკებს” და ასევე მოვალეებსც- ეს არის ძირითადი ცრურწმენები ცნობილ სამორინეში “ძმები მონტე-კარლოში”. ამ სამორინეში ხშირად იხილავთ ისეთ მოთამაშეებს რომლებსაც ცხოვრებაში ფეხი არ შეუდგავთ ამის მსგავს დაწესებულებასში. ცნობილი მოთმაშეები ხშირად ელოდებოდნენ სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს რომლებიც პირველად იყვნენ მონტე-კარლოში და მათ ფულს აძლევდნენ, რომ ეთამაშათ თუ მოიგებდნენ რამდენიმე პროცენტი სტუმარს ერგებოდა დანარჩენი კი მასპინძელს. საერთოდ ხშირად შეილება ნახოთ რომ “ჩაინიკი” ბევრ ფულს იგებს სამორინეში, მაგრამ მისი მოგება ნელ-ნელა მცირდება. ახლა კი მოგიყვებით მეორე ცრუ რწმენაზე რომელიც ასევე ფართოდაა გავრცელებული, ხშირად მონტე-კარლოში იხილავთ ადამინაებს რომლებიც არასდროს თავისი ფულით არ თამაშობენ მათი მოგების ხერხი კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიდიან ბარმენთან რომელიც ნამდვილად სანდო და სოლიდური პიროვნებაა ართმევენ 2000 ევრო, ფრანკს, ფუნტს და მიუსხდებიან რაიმე სათამაშო მაგიდას და იწყებენ თამაშს, მაგრამ სამორინეს მოგება იმაში მდგომარეობს, რომ ეს თანხა არის 10%-იანი და თუ კი ვერ მოიგო დიდი ვალი ედება მოთამაშეს. იყო ერთი გახმაურებული ამბავი მონტე-კარლოში როდესაც ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა შეემოწმებინა თუ რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა ცრუ რწმენა და 5000 ფუნტით დაიწყო თამაში 2 საათის შემდეგ ეს ფული მან წააგო, მივიდა ბარმენთან გამორთვა 3000 ფუნტი დაიწყო თამაში და ასევე მოგება ბოლო ჯამში მან მოიგო ის 5000 ფუნტი და 3000 სიც დაუბრუნა იმ საღამოსვე ბარმენს. იყო ასევე ცნობილი შემთხვევა როდესაც ამერიკელი 1 ღამეში რუსულ რულეტზე დებდა მხოლოდ შავზე (ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა როდესაც აზროვნებ და მოქმედებ იმ მეთოდით რომ მაგალითად თუ ათჯერ შავი მოვიდა ესეიგი მეთერთმეტე წითელი იქნება) მან 4 საათში წააგო 10 000 ფუნტი სტერლინგი და როდესაც მისთვის უკვე ბოლო დატრიალება იყო 13 ჯერ შავის მოსვლის შემდეგ მან წითელზე დადო ამით კი მან თავის 10 000 ფუნტს ბოლო მოუღო.

ცნობილ ცრურწმენ

თუ კარტში არ გიმართლებს მაშინ თან უნდა ატარო მაჩვის კბილი და ფორტუნა შენს მხარეზე დადგება.
(ბევრ ადგილასაა გავრცელებული)
თუ შენ თამაშის დროს აყვები გრძნობებს მაშინ “ფროტუნის დემონი” ეცდება რომ მთელი ფული წაგაგაბინოს.
(ბევრ ადგილასაა გავრცელებული)
ფულს რომელსაც დაიდებ ვალად ამ ფულის წაგება შეუძლებელია.
(მონტე-კარლო)
დღემდე რუსეთში არსებობს გამოთქმა: “თუ არ გიმართლებს კარტში გაგიმათლებს სიყვარულში”.
(რუსული გამოთქმა “ანდაზა”)

—————————————————————————————————————————

ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

მუსიკის სამყარო

მუსიკები და ყველაფერი მუსიკის გარშემო

Georgian Dances

Georgian Dances Official Website

ს.ო.ბ

სუბიექტურად ობიექტური ბლოგი

╚► givkas page ◄╝

⇨ ☻ Welcome to my world... ⇨ ☻ or ⇨ ☻ Welcome to givkaspage ⇨ ☻

სალომეს ბლოგი

I know that I know anything

მოხალისეს / პარტიზანს

სახელმძღვანელო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.