მოგეხსენებათ საქართველოში განათლების დონე უკვე კატასტროფულად დაეცა.მარტო კითხვის დონის მაჩვენებელი უტოლდება საუდის არაბეთის,ირანის და აფრიკის ქვეყნების დონეს.მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი თავისი საგანი საჭირო დონეზე არ იცის.განვითარების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,2012 წლისთვის იმ ქვეყვენის საუკეთესო ათეული,რომელსაც ყველაზე მეტი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე ჰყავს,ასე გამოიყურება:კანადა,ისრაელი,იაპონია,აშშ,ახალი ზელანდი,სამხრეთ კორეა,დიდი ბრიტანეთი,ფინეთი,ავსტრალია,ირლანდია.
ამავე ორგანიზაციის მოხსენებაში ხაზგასმით არის აღნიშნული,რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე,უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უმუშევრობა სხვებზე ნაკლებად ემუქრებათ.რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში?
საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე ანუ ეს მაჩვენებელი წამყვან პოზიციებზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებლებს ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება, რაც, ცხადია, არასახარბიელოა. საქართველოში ყოველ 10 000 მოსახლეზე მოდის 234 სტუდენტი (აღსანიშნავია, რომ 2003 წელს მოდიოდა 355 სტუდენტი), მაშინ როცა, მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 000 მცხოვრებზე 492 სტუდენტია, ანუ სტუდენტების რიცხვი იზრდება. სტუდენტები და უმაღლესი განათლების მქონე პირები განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენენ.
მონაცემები:
„იუნესკოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ბელგია, ესტონეთი, პორტუგალია, შვეიცარია და სხვ.
ეს მაჩვენებელი „იუნესკომ“ 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გამოავლინა. ინდექსი განათლების ხელმისაწვდომობას (EDUCATION FOR ALL) სხვადასხვა შედეგების მიხედვით ზომავს. ესენია: დაწყებითი განათლება, წიგნიერება მოზარდებში (15 წლის ზემოთ), გენდერული თანასწორობა, განათლების ხარისხი (V კლასის მიხედვით). 2007 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც პირველად ახლა გახდა ცნობილი, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი – გერმანია.
„იუნესკო“ განათლების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ანგარიშებს 2000 წლიდან აქვეყნებს.