Archive | ისტორია RSS feed for this section

BBC Horizon – პარალელური სამყაროები

17 Oct


წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ, სამყაროში ყველაფერს მოუძებნოთ ახსნა – დაწყებული პატარა მოვლენებიდან, დამთავრებული უდიდესით. ეს ის ოცნებაა, რომელმაც აინშტაინიდან მოყოლებული, მოხიბლა წამყვანი მეცნიერები. ამჟამად ისინი ფიქრობენ, რომ გასაღებს მიაგნეს. თეორია განსაცვიფრებელია და უჩვეულო დასკვნა აქვს: სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთადერთი არაა.

დაახლოებით 100 წლის განმავლობაში მეცნიერება შეპყრობილი იყო იდეით, რომ შეიძლება არსებობდეს საიდუმლო სამყაროები, რომლებიც მიუწვდომელია ადამიანის აღქმისა და შეგრძნებებისთვის. მისტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ ამგვარი ადგილების არსებობაზე. მათი თქმით, ისინი სავსე იყო მოჩვენებებითა და სულებით. რაც ყველაზე ნაკლებად სურდათ მეცნიერებს, იყო ის, რომ ასეთ ცრურწმენასთან ჰქონოდათ რაიმე კავშირი. მაგრამ 1920-იანების შემდგომ ფიზიკოსები ალაპარაკდნენ უსიამოვნო აღმოჩენაზე. როცა ისინი შეეცადნენ, დაედგინათ ატომური ნაწილაკების, მაგალითად ელექტრონების, ზუსტი მდებარეობა, აღმოაჩინეს, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ნაწილაკებს არ გააჩნიათ ერთი კონკრეტული მდებარეობა.

– როცა ადამიანი იწყებს ატომის თვისებების შესწავლას, აღმოაჩენს, რომ რეალობა გაცილებით უცნაურია, ვიდრე ფანტასტიკურ ნაწარმოებებში გამოგონილი ფორმები. ნაწილაკებს ნამდვილად გააჩნიათ უნარი, ერთსა და იმავე მომენტში ერთზე მეტ ადგილას იმყოფებოდნენ.
ალან გუტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

ამის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ნაწილაკები მხოლოდ ჩვენს სამყაროში კი არ არსებობენ, არამედ სხვა სამყაროებშიც გადადიან. ამ პარალელური სამყაროების რიცხვი კი უსასრულოა და ყველა მათგანი უმნიშვნელოდ განსხვავდება დანარჩენებისგან. უფრო კონკრეტულად კი, არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც ნაპოლეონმა მოიგო ვატერლოოს ომი. სხვა სამყაროში ბრიტანეთის იმპერიამ შეინარჩუნა ამერიკის კოლონია. რომელიღაცაში კი შენ არასდროს დაბადებულხარ.

ნებისმიერი რამ, რაც ხდება, არის რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი შესაძლო ვარიანტები ხორციელდება სხვა სამყაროებში. სამყაროებში, სადაც ალბერტ გორი აშშ-ის პრეზიდენტია და ელვის პრესლი არ მომკვდარა. ეს აზრი იმდენად უსიამოვნო იყო, რომ ათწლეულების მანძილზე მეცნიერები აიგნორებდნენ მას. მაგრამ გავიდა დრო და პარალელური სამყაროების იდეა ისევ აღორძინდა. ამ მომენტისთვის იდეა კიდევ უფრო უცნაური გახდა, გაცილებით უცნაური, ვიდრე ელვის პრესლის ცოცხლებში ყოფნა.

ძველი ანდაზა ამბობს: ფრთხილად იყავი სურვილის ჩაფიქრებისას, რადგან შეიძლება მართლაც აგიხდეს. ფიზიკაში ყველაზე მგზნებარე სურვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ისეთი თეორიის შექმნა, რომელიც საუკეთესოდ ახსნიდა სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენას. ეს იყო ის ოცნება, რომელმაც უნებლიედ ხელახლა აღმოაჩენინა მეცნიერებს პარალელური სამყაროები. ეს ის ოცნებაა, რომელმაც ბოლო პერიოდში თითქმის ყველა მეცნიერის შრომას მისცა მიმართულება.

– 8 წლის რომ ვიყავი, სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებელი შემოვიდა და გვამცნო, რომ გარდაიცვალა უდიდესი მეცნიერი. საღამოს ყველა მის საწერ მაგიდაზე დადებულ ხელნაწერს უღებდა სურათებს. ხელნაწერს, რომელიც მის უდიდეს დაუმთავრებელ ნაშრომს წარმოადგენდა. მე მინდოდა გამეგო, რა იყო იმ ხელნაწერში. წლების შემდეგ შევიტყვე, რომ ეს იყო ალბერტ აინშტაინის მცდელობა, შეექმნა ყველაფრის თეორია, სამყაროს თეორია, მე კი სურვილი გამიჩნდა, ამ ძიების ნაწილი გავმხდარიყავი.
მიჩიო კაკუ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი

აინშტაინმა ვერ მოახერხა მიზნის მიღწევა ყველაფრის თეორიის შექმნასთან დაკავშირებით. მის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ამ უდიდესი თეორიის შექმნის ზღვარზე იყო, თუმცა ეს ფიქრები ყოველთვის მცდარი აღმოჩნდებოდა ხოლმე გასული საუკუნის ბოლო პერიოდამდე. 1980-იანებში რევოლუცია დაიწყო. მსოფლიოს უნივერსიტეტებში ახალმა მეცნიერულმა იდეებმა დაიწყო გავრცელება. ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე სამყაროში ყველაფერს მოეძებნებოდა ახსნა. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი, ისეთი დარწმუნებული იყო, რომ ამტკიცებდა, ფიზიკოსები მზად არიან, ღმერთის აზრები წაიკითხონო. და რომ მალე დიდი მეცნიერული პრობლემები აღარ იარსებებდა. იდეებიდან ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური იყო – ის ნამდვილად ჰგავდა ყველაფრის თეორიას. ამ თეორიამ ბევრი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო, მაგალითად ბერტ ოვრუტის (პენსილვანიის უნივერსიტეტი). თეორია ეხებოდა სიმებს.

ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფიზიკოსები შეთანხმდნენ, რომ მატერია ნაწილაკებისგან შედგებოდა. მოგვიანებით მათ აზრი შეიცვალეს და დღეს მიიჩნევენ, რომ მატერია პატარა სიმების ერთობლიობაა. წლების განმავლობაში ფაქტობრივად რწმენის საგანი იყო ის მოსაზრება, რომ სამყაროში ყველანაირი მატერია შედგებოდა პატარა, უხილავი ნაწილაკებისგან. მოულოდნელად კი ნაწილაკების შემსწავლელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რასაც ისინი სწავლობდნენ, არასწორი იყო. ეს ნაწილაკები სინამდვილეში სიმებს წარმოადგენდა. თეორიას დაერქვა სიმების თეორია და მის მიხედვით, მატერია ამ სიმების გამოსხივება იყო, ისევე როგორც მუსიკა.

ეს სიმი შეიძლება შეედაროს გიტარის ან ვიოლინოს სიმს – თუ მას განსაზღვრული ძალით ჩამოკრავ, მიიღებ შესაბამის სიხშირეს. მაგრამ თუ ჩამოკრავ განსხვავებულად, მიიღებ მეტ სიხშირეს და ფაქტობრივად, მიიღება განსხვავებული ნოტა. ბუნება სწორედ ასეთი ნოტებისგან შედგება, პატარა, მუსიკალური ნოტებისგან, რომლებსაც სუპერსიმები ქმნიან.

– სრულიად მოულოდნელად ჩვენ გავაანალიზეთ, რომ სამყარო სიმფონიაა, ფიზიკის კანონები კი – სუპერსიმების ჰარმონია.
მიჩიო კაკუ

სიმების თეორია იმდენად გამომწვევი და ფრიად უცნაური იყო, რომ მაშინვე მიიღო სრულყოფილი ყველაფრის თეორიის ტიტული. ეს არის ლამაზი, მშვენიერი და მარტივი თეორია. მაშინვე გაჩნდა აზრი – თუკი ის ასეთი მარტივი და ლამაზია, რატომ არ შეიძლება, ბუნების მთავარ გამაერთიანებელ პრინციპად იქნას გამოყენებული? მაგრამ თუკი სიმების თეორია იყო სწორედ ის ყველაფრის თეორია, რომელზეც აინშტაინი მუშაობდა, მას ერთი ტესტი უნდა გაევლო: აეხსნა ძალიან სპეციფიკური მოვლენა – სამყაროს დაბადება.

 

სამყაროს განვითარება დიდი აფეთქების შემდგომ

 

სამყაროს წარმოშობა ყოველთვის გამორჩეული საკითხი იყო კოსმოლოგებისთვის, რომლებიც შეისწავლიდნენ ვარსკვლავებისა და გალაქტიკების უზარმაზარ სივრცეებს. ისინი გრძნობდნენ, რომ დიდი ტრიუმფის ზღვარზე იყვნენ, რომ მალე სრულად შეიცნობდნენ, როგორ დაიწყო სამყაროს ისტორია. მათთვის უკვე დიდი ხსნის განმავლობაში იყო ცნობილი მოვლენა, რომელიც მასიური გაფართოებით დაიწყო – დიდი აფეთქება. მაგრამ ახლა კოსმოლოგებმა ამ იდეის სრულყოფა დაიწყეს. ისინი თანდათანობით უახლოვდებოდნენ დიდი აფეთქების მომენტს და მათი ნამუშევრები საოცრად ზუსტი იყო.

– ჩვენ გადავედით წარსულში, როცა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები ყალიბდებოდნენ, როცა სამყარო მხოლოდ 1 მილიარდი წლის იყო. შემდეგ უფრო ღრმა წარსულში, როცა იქმნებოდა პირველი ატომები, როცა სამყაროს ასაკი რამდენიმე 100 000 წელს შეადგენდა. ან კიდევ როცა პირველი ბირთვი შეიქმნა და სამყარო სულ რამდენიმე წამის შექმნილი იყო.
პოლ სტეინჰარდტი, პრინსტონის უნივერსიტეტი

ფიზიკა უკვე მზად იყო, ესაუბრა სამყაროში მიმდინარე უცნაურ პროცესებზე, იმ მოვლენებზე, რაც ხდებოდა დიდი აფეთქებიდან 10-35 წამის შემდგომ წამის მეათედებში, მემილიარდედებში და მემილიარდედის მემილიარდედებშიც კი. თუკი სამყაროში ყველაფრის ახსნა შესაძლებელი იყო, მაშინ სიმების თეორია და დიდი აფეთქება უნდა გაერთიანებულიყო და ერთმანეთი შეევსოთ. ერთი მათგანი ეხებოდა სამყაროს დაბადებას, მეორე – მასში არსებულ ყველა საკითხს. ფიზიკა დიდების ზღვარზე იყო, მაგრამ მალე ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა.

მეცნიერები ძალიან ეცადნენ, მაგრამ ამ ორი იდეის გაერთიანება ვერ ხერხდებოდა. 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ კი უარესი რამ მოხდა: ორივე თეორია თვითგამანადგურებელი აღმოჩნდა. პირველი პრობლემა დიდ აფეთქებას ეხებოდა: კოსმოლოგები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დიდი აფეთქების დასაწყისიდან ყველაფერი ამოიხსნებოდა და არ წარმოიშობოდა სერიოზული ხარვეზები. მაგრამ წლების განმავლობაში თავი წამოყო ერთმა პრობლემამ, ყველაზე მნიშვნელოვანმა პრობლემამ, რომელსაც ბოლო ვერ მოუღეს.

– იმ ფაქტის მიუხედავად, რომ თეორიას ვეძახით დიდ აფეთქებას, ის აბსოლუტურად არაფერს ამბობს დიდ აფეთქებაზე. ის არ გვეუბნება, რა აფეთქდა, რატომ აფეთქდა, რამ წარმოშვა აფეთქება. ის არც კი აღწერს, არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, როგორი პირობები წარმოიშობა დიდი აფეთქებიდან მალევე.
ალან გუტი

– კოსმოლოგიის ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ფიზიკის კანონები აზრს კარგავენ დიდი აფეთქების მომენტთან მისადაგებისას. ზოგიერთი იტყვის, მერე რა მოხდა? მერე რა, თუკი ფიზიკის კანონები მარცხს განიცდიან? ფიზიკოსისთვის ეს კატასტროფაა. ჩვენ მთელ ცხოვრებას ვუძღვნით იმ დასკვნას, რომ მთელი სამყარო ემორჩილება მეცნიერებისთვის ცნობილ კანონებს, კანონებს, რომელთა გამოხატვა შესაძლებელია მათემატიკის ენაზე. ახლა კი უეცრად ჩნდება ობიექტი, რომელიც არ ემორჩილება ამ კანონებს – თავად სამყარო.
მიჩიო კაკუ

დიდი აფეთქების დასაწყისი მთელი კოსმოლოგიის უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენდა. მას სინგულარობა უწოდეს. თუმცა დიდი აფეთქების პრობლემა მალე გადაიჩრდილა – სიმებიც ასევე საფრთხეში იყვნენ. არსებობდა იმედი, რომ სიმების თეორია იქნებოდა ერთადერთი განსაზღვრული ახსნა სამყაროსთვის, მაგრამ რაც მეტი ადამიანი მუშაობდა მასზე, რაღაც შემაცბუნებელი ხდებოდა. ფიზიკოსებმა მისი მეორე და შემდგომ მესამე ვერსია აღმოაჩინეს. მალე კი სიმების თეორიის 5 სხვადასხვა ვერსია არსებობდა. ის ნამდვილად აღარ იყო ერთადერთი და არც განსაზღვრულ ახსნას წარმოადგენდა.

– მიუხედავად იმისა, რომ 5 დიდი რიცხვი არაა, ჩვენთვის ძალიან დიდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ გვჭირდებოდა ერთადერთი და უნიკალური თეორია. ამიტომ ეს აშკარად პრობლემა და დიდი კრიზისი იყო, რის გამოც დიდი დრო დაიხარჯა ხუთივე ვერსიის შესწავლაზე. თუმცა თავში ყოველთვის გვიტრიალებდა, რატომაა ხუთი, როცა უნდა იყოს ერთი?
ბერტ ოვრუტი

მალე სიმების თეორიის კვანძის გახსნა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ყველაფრის თეორიის შექმნის ოცნება ისე შორს იყო, როგორც არასდროს.

– ამ დროს გამოჩნდნენ ცინიკოსები და დაიწყეს ძახილი, რომ სიმების თეორია ძალიან რთულია, რომ ეს მკვდარი თეორიაა, უსარგებლოა და წარმოადგენს არა ყველაფრის თეორიას, არამედ არაფრის თეორიას.
მიჩიო კაკუ

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეცნიერები აპირებდნენ, ფარ-ხმალი დაეყარათ, ახალი და განსაცვიფრებელი აღმოჩენისთვის მზადდებოდა ნიადაგი. სწორედ ამ აღმოჩენამ უბიძგათ მათ, ხელახლა დაეწყოთ კვლევა და თვალი გაესწორებინათ ყველაზე ნაკლებად პოპულარული აზრისთვის – პარალელური სამყაროებისთვის.

როცა სიმების თეორიამ მარცხი განიცადა, ყველა არ დაბნეულა.

– თუკი სიმების თეორია მართლაც ყველაფრის თეორია იყო, 5 თეორიის არსებობა დამაბნევებელი ჩანდა.
მაიკლ დაფი, მიჩიგანის უნივერსიტეტი

მაიკლ დაფი ამომავალი ვარსკვლავი იყო უფრო ადრინდელი იდეისა, რომელსაც სუპერმიზიდულობა ერქვა. სიმების თეორიამ ჩაანაცვლა ის და თითქმის გაანადგურა დაფის კარიერა.

– ფიზიკოსები ტენდენციასა და მოდას მიყვებიან. არიან გურუები, რომლებიც განაგებენ ახალი იდეების ზრდის მიმართულებებს. სხვადასხვა რამის გამო ეს პერიოდი ძალიან რთული იყო. როცა ვცდილობდი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტები დამეინტერესებინა, ისინი მეუბნებოდნენ: იცით რა, შეიძლება მართალი ხართ, შეიძლება ცდებით, მაგრამ სუპერმიზიდულობის თეორიაზე რომ ვიმუშავო, სამსახურს ვერ ვიშოვი.
მაიკლ დაფი

თუმცა სუპერმიზიდულობის თეორია რეალურად დიდად არ განსხვავდებოდა სიმების თეორიისგან. ფაქტობრივად, მთავარი სხვაობა იყო პატარა დეტალში, რომელიც გარეშე პირებისთვის შეიძლება სასაცილოც ყოფილიყო: საქმე ეხებოდა სამყაროს განზომილებების რაოდენობას.

როგორც წესი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3 განზომილებიან სამყაროში ვცხოვრობთ, რადგან შეგვიძლია სამი მიმართულებით მოძრაობა: მარცხნივ ან მარჯვნივ, წინ ან უკან და ზემოთ ან ქვემოთ. მაგრამ ფიზიკამ დამატებითი განზომილებები შემოიტანა. აინშტაინის მოსაზრებით, დრო იყო მეოთხე განზომილება. შემდეგ ვიღაცამ მეხუთე სპეციალური განზომილება წამოაყენა, ვიღაცამ მეექვსე და ასე იზრდებოდა განზომილებების რაოდენობა. დამატებითი განზომილებები ეხებოდა სივრცეს და მათი აღქმა ჩვენთვის შეუძლებელი იყო. მათი უმეტესობა მიკროსკოპულად მცირეა. მაგრამ მეცნიერებს სჯეროდათ, რომ ისინი რეალურნი იყვნენ. სიმების თეორიის მიხედვით, სულ 10 განზომილება არსებობდა.

– თუკი გაქვს მოვიბრირე სიმი, მაშინ საჭიროა საკმარისი სივრცე, რათა მან საჭიროებისამებრ ივიბრიროს. ხოლო როცა ამ ყველაფერს გადაიყვან მათემატიკურ ფორმულებში, აღმოაჩენ, რომ ეს სივრცე უნდა იყოს 10 განზომილებიანი – 9 სპეციალური განზომილება და 1 დრო.
ალან გუტი

სუპერმიზიდულობის თეორია აყენებდა მოსაზრებას, რომ სამყარო ზუსტად 11 განზომილებისგან შედგება. სუპერმიზიდულობის განტოლებები ყველაზე მარტივ და ლამაზ ფორმას იღებდა, როცა ესადაგებოდა 11 განზომილებას. დაიწყო ომი 10 და 11 განზომილების თეორიებს შორის. 10 განზომილების მხარეს იყო სიმების თეორიის მომხრე ასობით მეცნიერი, რომლებიც მუშაობდნენ ცნობილი სამყაროს თვისებების შესწავლაზე ვიბრირებადი სიმის აღქმიდან გამომდინარე. ამ დროს კი იყო პატარა ჯგუფი ერთგვარად განდევნილი და გაძევებული მეცნიერებისა, რომლებიც 11 განზომილებაზე მუშაობას აგრძელებდნენ.

როცა სიმების თეორია აღმავლობის პერიოდში იყო, ცოტა თუ უყურებდა 11 განზომილებას სერიოზულად. მაგრამ ამის მიუხედავად, სუპერმიზიდულობის თეორიის მომხრეებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ.

– მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ოდესმე 11 განზომილება გაიმარჯვებდა. არ ვიცოდი, როდის და არ ვიცოდი, როგორ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა.
მაიკლ დაფი

მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის არ ეცალათ, სიმების თეორია საფრთხეში იყო. მისი 5 სხვადასხვა ვერსია მიუთითებდა იმაზე, რომ ეს არ იყო ის ერთიანი თეორია, რომელსაც ფიზიკოსები ეძებდნენ. მათ ყველაფერი სცადეს სიმების თეორიის გადასარჩენად. ან თითქმის ყველაფერი.

ამ დროს გამაოგნებელი განცხადება გაკეთდა. შოკის ტალღა, რომელმაც გადაუარა ფიზიკას. სასოწარკვეთილმა მეცნიერებმა ბოლოჯერ გაიბრძოლეს და მათ სათუთ სიმების თეორიას კიდევ ერთი რაღაც დაუმატეს. ის, რასაც ბოლო პერიოდში აქტიურად ებრძოდნენ – მეთერთმეტე განზომილება. და სიმების თეორიის ხუთივე ვერსიას რაღაც საოცრება დაემართა. შედეგი გასაოცარი და აღმაფრთოვანებელი იყო – თურმე სინამდვილეში ხუთივე ვერსია ერთი და იგივე ყოფილა. ეს სხვადასხვა ვერსიები წარმოადგენდა განსხვავებულ გამოხატულებებს უფრო ფუნდამენტური თეორიისა – ზუსტად იმ თეორიისა, რომელიც 80-იანებში უკუაგდეს.

– საოცარი შეგრძნება იყო, როცა ვფიქრობდი, რომ მთელი ეს წლები, რომლებიც 11 განზომილებას დაეთმო, უქმად სულაც არ დახარჯულა.
მაიკლ დაფი

ორივე ბანაკში მყოფი მეცნიერები სავსებით დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი მოწინააღმდეგე ცდებოდა. ახლა კი უცებ აღმოაჩინეს, რომ თურმე მათი იდეები მშვენივრად ესადაგება ერთმანეთს. ამისთვის კი მხოლოდ ერთი დამატებითი განზომილების შემოტანა იყო საჭირო. სიმების თეორიას ისევ მიეცა აზრი, მაგრამ გარდაიქმნა განსხვავებული ტიპის თეორიად.

 

მემბრანები M თეორიაში

 

სიმების თეორიის უხილავი პატარა სიმები სავარაუდოდ ფუნდამენტური მასალა იყო სამყაროში არსებული ყველანაირი მატერიისა. მაგრამ მეთერთმეტე განზომილების დამატებამ ეს მოსაზრება შეცვალა. გაკეთდა კიდევ ერთი გამაოგნებელი დასკვნა, რომ სამყაროში აბსოლუტურად ყველა მატერია უკავშირდებოდა ერთ დიდ სტრუქტურას – მემბრანას. ანუ ჩვენი სამყარო ფაქტობრივად მემბრანა აღმოჩნდა. ისევ დაიწყო კვლევები სამყაროში მიმდინარე ყველანაირი პროცესის ამოსახსნელად. კვლევის ბირთვი კი ეს ახალი თეორია გახლდათ. მას ეწოდა მემბრანის თეორია, იგივე M თეორია. M თეორია იძლეოდა იმედს, რომ ის გასცემდა პასუხს ყველა კითხვას, მაგრამ სანამ გაარკვევდნენ, რამდენად მართებული იყო ეს თეორია, მეთერთმეტე განზომილება კარგად შესწავლას საჭიროებდა. მალევე გაირკვა, რომ ეს იყო განზომილება, სადაც ცნობილი კანონები აზრს კარგავდა. რაიმე ობიექტისთვის ის იყო უსასრულოდ გრძელი, მაგრამ ძალიან პატარა – სიგანეში. მეთერთმეტე განზომილების სიგანის მაქსიმუმია მილიმეტრის მეტრილიონედი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს 3 განზომილებიან სამყაროში მეთერთმეტე განზომილება არსებობს ყველა წერტილის მეტრილიონედ მილიმეტრში. ის უფრო ახლოსაა სხეულთან, ვიდრე ტანისამოსი, მაგრამ მაინც ვერ აღვიქვამთ.

ამ მისტიკურ სივრცეში ჩვენი მემბრანული სამყარო ტივტივებს. თავიდან ვერავის წარმოედგინა, ეს როგორ ხდებოდა. შემდეგ წამოაყენეს აზრი, რომ შეიძლება სამყარო რეზინის თხელი ფურცელივითაა. სხვების ვარაუდით, სამყარო ვიბრირებად ბუშტს ჰგავდა და უმიზნოდ დაცურავდა ჰიპერსივრცეში.

შემდეგ კიდევ ერთი უცნაური იდეა დაიბადა: იქნებ კიდევ ერთი მემბრანული სამყარო არსებობს, რომელიც მეთერთმეტე განზომილების საპირისპირო მხარეს პულსირებს? თავიდან ამ იდეას სერიოზულად არ შეხედეს, თუმცა მოგვიანებით მიუბრუნდნენ და ფიზიკაში დაისვა დიდი კითხვა: ერთადერთია ჩვენი სამყარო?

ლიზა რანდალი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ერთ-ერთი იყო, რომელიც მოიხიბლა ერთი შეხედვით აუხსნელი ფენომენით – მიზიდულობის ძალის სისუსტით.

– ბუნებაში ბევრი ძალა მოქმედებს, რომლებსაც ჩვენ აღვიქვამთ სხვადასხვა დონეზე და მათ შორისაა გრავიტაციული ძალები, რომელიც ძალიან განსხვავებული ჩანს. სხვა ძალებთან შედარებით მიზიდულობა უკიდურესად სუსტია. შეიძლება მიმოიხედოთ გარშემო და თქვათ, რომ სულაც არაა სუსტი, მაგრამ თუ დაუფიქრდებით, თქვენ მთელი დედამიწა გექაჩებათ თავისკენ და ამის მიუხედავად, საგნების აღება შეგიძლიათ.
ლიზა რანდალი

– ყოველდღიურ ცხოვრებაში გრავიტაცია მართლაც არ ჩანს სუსტი, ის უზრუნველყოფს ჩვენს შენარჩუნებას მიწაზე, დედამიწის მოძრაობას მზის გარშემო და ა.შ. მაგრამ რეალურად გრავიტაცია სხვა ძალებთან შედარებით ძალიან სუსტია. ამაზე დაკვირვება მარტივია, თუკი აიღებთ ჩვეულებრივ მაცივრის მაგნიტს და რკინის ქინძისთავის ზემოთ მოათავსებთ. ყველამ ვიცით, რომ მაგნიტი მიიზიდავს ქინძისთავს და მაგიდას მოაშორებს. ეს ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რამდენად უძლურია გრავიტაცია პატარა მაგნიტის ძალასთან შედარებით.
ნიმა არკანი-ჰამედი, ჰარვარდის უნივერსიტეტი

– როგორც აღმოჩნდა, მრავალი ახალი იდეა წარმოიშობა გრავიტაციის სისუსტის ასახსნელად, თუკი განვიხილავთ სამყაროს დამატებითი განზომილებების კუთხით.
ლიზა რანდალი

M თეორიის წარმოშობისას რანდალი თავის კოლეგებთან ერთად დაინტერესდა, ახსნიდა თუ არა ის ზემოთხსენებულ საკითხს და რამდენად რეალური იყო ის, რომ ჩვენი სამყაროდან გრავიტაცია სადღაც სხვაგან “ჟონავდა”, მაგალითად, მეთერთმეტე განზომილების ცარიელ სივრცეში?

– გრავიტაცია მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს სუსტად, მაგრამ სინამდვილეში ის ისეთივე ძლიერია, როგორც დანარჩენი ძალები. ის უბრალოდ ფანტავს თავის სიძლიერეს ყველა დამატებით განზომილებაში, რომლებსაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ.
ნიმა არკანი-ჰამედი

რანდალი შეეცადა, გამოეთვალა, როგორ შეიძლება გაიჟონოს გრავიტაცია ჩვენი მემბრანული სამყაროდან ცარიელ სივრცეში, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. შემდეგ მან შეიტყო იმ მოსაზრების შესახებ, რომ შეიძლება არსებობს სხვა მემბრანაც მეთერთმეტე განზომილებაში. ამ მომენტში მას უცნაური იდეები მოსდიოდა თავში – იქნებ გრავიტაცია სულაც არ ჟონავს ჩვენი სამყაროს გარეთ, არამედ ჩვენს სამყაროში შემოდის? იქნებ გრავიტაცია სხვა სამყაროდან შემოდის? იმ მემბრანაში მიზიდულობის ძალა სხვა ძალებივით ძლიერი იქნება, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ სუსტი სიგნალის სახით აღწევს. ამის შემდეგ რანდალი ხელახლა მიუბრუნდა გამოთვლებს და ყველაფერი საუცხოოდ მიესადაგა ერთმანეთს.

– წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ორი მემბრანა, რომელთაგან ერთში ჩვენ ვართ, ხოლო მეორეში სხვები, მაგრამ არა ჩვენი მსგავსნი, არ შედგებიან იმ მასალისგან, რისგანაც ჩვენ შევდგებით. ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ სადმე სხვაგან, დამატებით განზომილებაში, გრავიტაცია იქნებოდა ძალიან სუსტი, რადგან ის დროის უმეტეს ნაწილს სხვა მემბრანაში ატარებს. ჩვენ მხოლოდ გრავიტაციის კუდს ვხედავთ.
ლიზა რანდალი

როგორც იქნა, შესაძლებელი გახდა გრავიტაციის სისუსტის ახსნა, მაგრამ ეს ხდებოდა პარალელური სამყაროს იდეაზე დაყრდნობით. რანდალის იდეამ პანდორას ყუთი გახსნა და მთელი მსოფლიოს ფიზიკოსები მოულოდნელად გადაეშვნენ მეთერთმეტე განზომილებაში, რათა ამოეხსნათ საუკუნეების გადაუჭრელი პრობლემები. ამ პრობლემების სრულყოფილად გადაჭრა ხდებოდა მაშინ, როცა გამოთვლებში ჩართავდნენ პარალელურ სამყაროს. რაც უფრო მეტს იკვლევდნენ, უფრო მეტ პარალელურ სამყაროს აღმოაჩენდნენ ხოლმე.

სხვა პარალელური სამყაროები ჩვენი სამყაროს პარალელურად არიან განლაგებულნი და შეიძლება ახლოსაც იყვნენ, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ვერ ვიგებთ. ისინი შეიძლება სრულიად განსხვავებულნი იყვნენ და სრულიად სხვა კანონები მოქმედებდეს. ყველა მათგანში ალბათ ვერ იქნება სიცოცხლე, თუმცა რაღაც ნაწილში არის. და ეს წილი რიცხვობრივად როგორი პატარაც გინდა იყოს, როცა საქმე ეხება პარალელური სამყაროების უსასრულო რაოდენობას, ასევე უსასრულო იქნება ისეთი სამყაროები, სადაც ცივილიზაციები იარსებებს.

ამ სამყაროებიდან ზოგი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ჩვენსას იმ განსხვავებით, რომ თქვენ იქ არ ხართ. M თეორია თანდათან სულ უფრო უცნაური ხდებოდა, მაგრამ იყო თუ არა ნამდვილად ის თეორია, რომელსაც შეეძლო სამყაროში ყველაფრის ახსნა? ამისთვის მას ისეთი რამ უნდა გაეკეთებინა, რაც მისმა კონკურენტმა თეორიებმა ვერ შეძლეს. მას უნდა აეხსნა სინგულარობის მდგომარეობა, რომელიც დიდ აფეთქებამდე იყო. M თეორიას ამაზე შესაბამისი პასუხი ჰქონდა, რომლის მთავარი დედააზრი პარალელურ სამყაროებს ეხებოდა.

2001 წელს ახალი ინფორმაციების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ მეთერთმეტე განზომილება იყო მშვიდი ადგილი, სადაც მემბრანული სამყაროები ტივტივებდნენ. თუმცა ბერტ ოვრუტმა კიდევ უფრო გასაოცარი დასკვნა გააკეთა – სამყაროები უძრავად კი არ იყვნენ, არამედ გიგანტური, მშფოთვარე ტალღებივით მოძრაობდნენ. როგორც სხვა ყველაფერს, რაც კი არსებობს, მათაც აქვთ გადაადგილების უნარი. მაგრამ გადასაადგილებლად მათ არ აქვთ საკმარისი სივრცე, რის გამოც ამ პროცესში ერთმანეთს ეჯახებიან. ამ დასკვნიდან კიდევ ერთი საკითხი წამოიჭრა – რა ხდება ამ შეჯახებების დროს?

კოსმოლოგების ახალი თაობისთვის, მაგალითად ნეილ ტუროკისთვის (კემბრიჯის უნივერსიტეტი), ბერტის ხედვა 11 განზომილებაზე დამაინტრიგებელი ჩანდა, მაგრამ მასა და მის კოლეგებს თავში სხვა რამ უტრიალებდათ. ისინი ჯერ კიდევ ებრძოდნენ კოსმოლოგიის დიდ პრობლემებს – არსებობდა დასაწყისი? გადიოდა დრო დიდ აფეთქებამდე? საიდან წარმოიშვა სამყარო? ამას თან ერთვოდა უფრო დიდი პრობლემები: რამ წარმოშვა დიდი აფეთქების წინა მდგომარეობა, ანუ სინგულარობა?

– არავის შეეძლო, აეხსნა სინგულარობის საკითხი გარდა იმისა, რომ სამყაროსთვის დასაბამი მიეცა დიდი აფეთქებიდან და ეთქვა, მოდი დავიწყოთ აქედან და არ ვიდარდოთ, რა იყო მანამდე. ეს კი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებდა. სინგულარობა კოსმოლოგიის ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მისი გადაწყვეტის შემთხვევაში სამყაროს თეორია სრულყოფილ სახეს მიიღებდა.
ნეილ ტუროკი

კოსმოლოგების უმეტესობამ იმაზე ფიქრი დაიწყო, რომ სინგულარობაზე პასუხს ვერასდროს მიაგნებდნენ. ის-ის იყო, საკითხი უნდა დაეხურათ, რომ ტუროკმა და მისმა კოლეგებმა გაიგეს, რომ ამ საკითხზე პასუხი ბერტის თეორიაში იმალებოდა. კემბრიჯში M თეორიასთან დაკავშირებით ჩატარებულ კონფერენციაზე წამყვანი მეცნიერები შეიკრიბნენ, რათა დამატებითი კვლევა ჩაეტარებინათ. ბერტი შოუს ვარსკვლავი იყო. მისმა თეორიამ 11 განზომილებაზე ფიზიკოსებისა და კოსმოლოგების ყურადღება უმალ მიიპყრო.

– ჩვენ უამრავი განსხვავებული აზრი მოვისმინეთ. მათგან ნეილიც და მეც ყველაზე მეტად დაგვაინტერესა ბერტის იდეებმა.
პოლ სტეინჰარდტი

კონფერენციის ბოლო დღეს ნეილ ტუროკმა, პოლ სტეინჰარდტმა და ბერტ ოვრუტმა გადაწყვიტეს, ერთად ჩაღრმავებოდნენ საკითხებს. ისინი ლონდონში გაემგზავრნენ მწერალ მაიკლ ფრაინის წარმოდგენაზე, სახელად “კოპენჰაგენზე”, დასასწრებად. ტრანსპორტად მატარებელი აირჩიეს, გზაში კი მეცნიერული დისკუსიები უნდა გაემართათ. სამი ფიზიკოსი, ერთი მატარებელი და ჩვენი სამყაროს უდიდესი საიდუმლო: რამ გამოიწვია დიდი აფეთქება. და უეცრად ერთ-ერთმა მათგანმა წამოაყენა აზრი – იქნებ ჩვენი სამყარო სხვა სამყაროების ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშვა? იქნებ დიდი აფეთქება ორი პარალელური სამყაროს შეჯახების შედეგია? მაგრამ როგორ შეეძლო ასეთ შეჯახებას, წარმოეშვა ჩვენთვის ცნობილი სამყარო? ჩვენს სამყაროს მატერიის უზარმაზარი გროვები აქვს, რომლებსაც ვარსკვლავებისა და გალაქტიკების სახელით ვიცნობთ. მეცნიერებს უნდა ამოეხსნათ, რა გზით იქმნება მატერია პარალელური სამყაროების შეჯახებისას. შეეძლო ამის ახსნა მემბრანას? მემბრანა წარმოედგინათ, როგორც ბრტყელი, სრულყოფილი გეომეტრიული სივრცე, მაგრამ სამი მეცნიერისთვის ეს იდეა არამართებული იყო. მემბრანა არა სრულყოფილად ბრტყელი, არამედ ტალღოვანი უნდა ყოფილიყო.

როცა მემბრანები ერთმანეთს უახლოვდებიან, ორივე მათგანის ზედაპირზე წარმოიქმნება გამონაზარდები, მიახლოებისას კი არ ეჯახებიან ერთმანეთს ერთსა და იმავე ადგილას და ერთსა და იმავე დროს. შეჯახების მომენტში ეს გამონაზარდები გარდაიქმნებიან მატერიად. პარალელური სამყაროები მოძრაობენ მეთერთმეტე განზომილების გასწვრივ ტალღების მსგავსად და ტალღებისნაირადვე ზოგჯერ ერთიანდებიან. სწორედ ასეთმა შემთხვევამ გამოიწვია მატერიის წარმოშობა დიდი აფეთქების შემდეგ. როგორც იქნა, ჩვენი სამყაროს დაბადების შესახებ სრულყოფილი ახსნა მზად იყო. ახლა მეცნიერებს შეეძლოთ, უფრო რთულ საკითხს შეჭიდებოდნენ – ფიზიკის კანონების გამოყენებით განეხილათ უფრო შორეული წარსული, დიდი აფეთქების მომენტი.

– მემბრანების არსებობა დიდი აფეთქებამდე გვანიშნებს, რომ დიდ აფეთქებამდე დრო არსებობდა. დრო შეიძლება სინგულარობის დაწყებიდანვე მოქმედებდა.
ნეილ ტუროკი

– ჩვენ წავედით უკან დროში და მივუახლოვდით იმ მომენტს, როცა ადგილი ჰქონდა დიდ აფეთქებას. ამის შემდეგ კი დაიწყო ცვლილებები სხვა სამყაროში. როცა მემბრანები ერთმანეთს ეჯახებიან, შეჯახების მახასიათებლები შეიძლება აღიწეროს M თეორიით. ანუ ის უბრალოდ ეკუთვნის მათემატიკისა და მეცნიერების სამეფოს და აღარ წარმოადგენს აუხსნელ რამეს, რომელმაც გაფართოება დაიწყო.
ბერტ ოვრუტი

სინგულარობის პრობლემა გადაიჭრა, საუბარში კი ჯერ მხოლოდ 1 საათი იყო გასული. ამის შემდეგ მეცნიერები წარმოდგენაზე დასასწრებად გაეშურნენ.

ეს იდეა საკმაოდ ახალია – ამ საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და მისი დახვეწა ჯერაც მიმდინარეობს. მისი საბოლოო აღიარების შემთხვევაში გამოვა, რომ აინშტაინის დაკარგული თეორია ნაპოვნია. M თეორიამ შეიძლება მართლაც ახსნას ყველაფერი სამყაროში, მაგრამ გამარჯვების სიხარული ტკივილნარევი იქნება – დიდი ხნის ძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სამყარო, რომლის შეცნობასაც ცდილობდნენ, შეიძლება, სულაც არაა განსაკუთრებული. შეიძლება ჩვენი სამყარო უსასრულო რაოდენობის მემბრანებიდან ერთ-ერთია, ერთი რიგითი სამყარო, რომელიც არსებობს მულტისამყაროში.

– მულტისამყაროს ბოლოდროინდელი აღქმის მიხედვით, მასში შეიძლება უსასრულო რაოდენობის სამყარო არსებობდეს, მათგან თითოეულს კი თავისი უნიკალური ფიზიკის კანონები გააჩნია. დიდი აფეთქებები სავარაუდოდ გამუდმებით ხდება. ჩვენი სამყარო არსებობს სხვა მემბრანებთან, სხვა სამყაროებთან ერთად, რომლებიც ასევე გაფართოების პროცესში არიან. ჩვენი სამყარო ერთი პატარა საპნის ბუშტია, რომელიც სხვა ბუშტების ოკეანეში ტივტივებს.
მიჩიო კაკუ

მაგრამ ეს არაა ამბის დასასრული. ახლა, როცა ყველაფრის თეორია ნაპოვნია, მეცნიერების ნაწილი მის გამოყენებას აპირებს. ფიზიკის მეცნიერება ემზადება უდიდესი ნახტომისთვის – ხელოვნურად შექმნას ახალი სამყარო.

– დროის გარკვეულ პერიოდებში მიმუშავია სხვადასხვა მეცნიერებთან, რომლებთანაც განვიხილავდი, თუ რამდენად შესაძლებელია ლაბორატორიაში სრულიად ახალი სამყაროს შექმნა. გამოვა ეს თუ არა, წინასწარ არ ვიცით. თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, რადგან საკუთარი სამყაროს შექმნა სრულიად უსაფრთხოა. ის არ ჩაანაცვლებს იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ზომაში მატებას დაიწყებს სწრაფად და უსასრულოდ. ის უბრალოდ შექმნის საკუთარ სივრცეს და წამის მეათედების შემდგომ გამოეყოფა ჩვენს სამყაროს. ამის შემდეგ კი მოგვევლინება ცალკეულ იზოლირებულ სამყაროდ, რომელიც იქნება ჩვენი სამყაროს მეზობელი და მისი მონაცემები კოსმოსური სიჩქარით გაფართოვდება.
ალან გუტი

ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი

30 Jun

– ა –

აგარაკი – სახნავ-სათესი მიწა.

აზმნობა – ფიქრი; არა აზმნობდეს – არა ფიქრობდეს, არა ჰგონებდეს.

ალაფი – დავლა, ნადავლი.

ამაო – უსარგებლო, უქმი.

ამბორის ყოფა – კოცნა.

ამჴმელი – ამღები.

ანაზდეული – უცაბედი, მოულოდნელი.

ანგარება – სიხარბე, ვეცხლისმოყვარეობა.

ანთრაკი – ერთგვარი ძვირფასი ქვა, ნაკვერცხლის ფერი.

არგანი – ჯოხი, კვერთხი.

არდაბაგი – სარკმელი.

არდაგი – წინსაფარი, ტილო.

არება – მიმოდა არებ თვალთა – აქეთ-იქით იხედები.

არვე – ცხვრის ფარა.

არია – პლანეტა მარსი.

ასლი – პურეულთა ჯგუფის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, ორმარცვალა.

ასო – ადამიანის სხეულის ნაწილი, ორგანო.

ასპიტი – ძლიერ შხამიანი გველი.

აფროდიტი – პლანეტა ვენერა.

აღდება – მოდება, მოკიდება (ცეცხლისა); აღდებული – მოდებული, მოკიდებული.

აღვსება – აღდგომა.

აღკრება – დაკრეფა, აღება.

აღლაღება – გალაღება, გათამამება.

აღმონაღები – ამონღები, ნარწყევი, ნანთხევი.

აღმოსავალი – აღმოსავლეთი.

აღმოჴდა – ამოღება, ამოთხრა.

აღნადგინები – სარგებელი, პროცენტი.

აღტყველვა – ტაშის შემოკვრა სიხარულით.

აღტყინებული – ანთებული, აღგზნებული.

აღუბორგველობა – აღუშფოთველობა, გაურისხველობა.

აღუზვავებელი – ვინც არ არის გაამაყებული, გადადგულებული ან გაამპარტავნებული. (საპირისპირო ცნებაა აღზევებული).

აღქმა – აყვანა; აღიქვა – შეისვა.

აღძრვა – აჯანყება, აბუნტება.

აღჭურვა – შეიარაღება.

აღჴოცა – აღფხვრა, წაშლა, აღგვა.

– ბ –

ბაია – დანაკის კუდის ფოთოლი

ბასრობა – კიცხვა, დაცინვა, გინება.

ბებკი – ძონძი, კონკი, ნაგლეჯი.

ბევრი – ათი ათასი (10 000); ბევრეული – ათი ათასეული.

ბევრის ბევრეული – ათი ათასჯერ ათი ათასეული ანუ მრავალი, უთვალავი.

ბელიერი – ეშმაკი, ავი სული.

ბერწი – უშვილო.

ბეცება – ბარბაცი.

ბიალონი – თხელი და მსუბუქი წამოსასხამი (ხმარობდნენ სასულიერო პირები).

ბისონი – ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული სამოსელი, რომელსაც იცვამდნენ მეფეები და მღვდელმთავრები.

ბოროტ-მზრახველობა – ბოროტი ლაპარაკი, ლაყბობა.

ბრჭალი – ტერფი.

ბურდო – ფეტვის ბზე, გაულეწავი.

ბურვა – ხურვა.

ბუქი – ქარბუქი.

ბჭე – კარი, შესავალი.

– გ –

გავალაკი – საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი.

გამკაცრება – გაფრთხილება, მორიდება.

გამოვრდომა – გამოვარდნა.

გამოთარგმანება – განმარტება.

გამომჴდელი – გამომგდები, გამომდევნელი.

გამოტევება – გამოშვება.

გამოღება – გამოსხმა (ნაყოფისა).

გამოხვმა – გამოღება, გამოყვანა.

გამოწვლილვა – დაწვრილებით გამოძიება, გამოკვლევა.

გამოჴუება – გამოკლება.

განბასრვა – გაკიცხვა, დაცინვა, დამცირება.

განბძარვა – გაგლეჯა.

განბჭობა – განსჯა.

განგლისპებული – გაანჩხლებული, გაავებული, გაკაპასებული.

განგოზი – კირი, გაჯი.

განდრეკილობა – განდგომა, გადახრა (მართლმადიდებელი სარწმუნოებიდან).

განვაჭრებული – განსყიდული.

განვლინება – გაგზავნა, გაშვება.

განვლტოლა – გაქცევა.

განვრდომა – გავარდნა.

განზვავებული – გაამაყებული, გადიდგულებული.

განკითხვა – განსჯა, გასამართლება.

განკრძალვა, განკრძალება – მორიდება, გაფრთხილება. განკრძალული – გაფრთხილებული, მორიდებული.

განლაღება – გალაღება, გათამამება.

განლევა – გათავება.

განლიგება – გაშტერება, გარინდება, გაჩუმება.

განმარტება – გაშლა.

განმსტრობა – დაზვერვა.

განმტკიცება – გამაგრება.

განმხრწნელი – წამხდენელი, სიცოცხლის მომსპობი.

განოტება – განდევნა, გაძევება, მოშორება.

განპოხება – გასუქება.

განრინება – ხსნა, გადარჩენა. განსარინებელი – გადასარჩენი.

განსვენება – მოსვენება.

განსპეტაკება – გათეთრება, გაწმენდა.

განსხიპვა – გაჭიმვა, გაკვრა.

განსხმა – გაძევება, განდევნა.

განქარვება – გაუჩინარება, გაბრობა.

განქიქება – შერცხვენა, გაკიცხვა.

განქრევა – გაუჩინარება, გაბრობა, მოსპობა.

განჩინება – განკითხვა, განსჯა.

განცდა – დანახვა, განჭვრეტა.

განცემა – სობა, გარჭმა.

განცოფება – გაგიჟება, გახელება.

განცხოველება – გაცოცხლება.

განცხრომა – ლხენა, შვება, დროს ტარება.

განძება – გაძევება, განდევნა.

განძვინება – გამძვინვარება, გააფთრება.

განწონება – გაჩრა, გარჭმა, ჩასობა.

განწყობა – საბრძოლველად გამზადება.

განხეთქა – დახევა.

განხვმა – გაღება, გახსნა, გახელა.

განხრწნადი – მოკვდავი.

განჴდა – გახდა, გაძრობა.

განჴმელი – დამშრალი; ხმელი, გამხდარი.

გარდამოჴდომა – გადმოხტომა.

გარე-შემოუწერელი – შემოუსაზღვრელი, შემოუფარგლავი.

გარე-წარქცევა – გარეთ მიბრუნება.

გაროქვა – გაძარცვა, ქონების გატაცება.

გახელება – გაგიჟება.

გება – არ ეგების – არ შეიძლება.

გეენია – ჯოჯოხეთი.

გვადრუცი – კოლოფი, ყულაბა.

გვემა – ცემა.

გლახაკი – 1. მათხოვარი, გლახა;
2. ღარიბი, უქონელი, უპოვარი;
3. თავმდაბლობა.

გლისპი – ანჩხლი, კაპასი, ავი.

გონება-მოუდრეკელი – რეგვენი.

გრძნა – არავინ აგრძნას, არავინ შეიტყოს.

გულდამზიდველი – გულდამზიზღებელი.

გულისთქმა – წადილი, სურვილი.

– დ –

დაბებკული – დაკონკილი, დაძონძილი.

დაბრყვილებული – მოსუსტებული, დაკლებული.

დაბურვა – დახურვა.

დაბძარვა – დახეთქვა, დაჭრა, დაგლეჯა.

დაგება – 1. შერიგება;
2. დაფენა, გაშლა.

დადგინება – დანიშვნა, დაყენება.

დადგრომა – დადგომა, გაჩერება. დაუდგრომელი – გაუჩერებელი, მოუსვენარი.

დადუხჭირება – დაუშნოვება.

დავანება – დამკვიდრება, დასადგურება.

დაზრქელებული – გასქელებული.

დათიჴება – ატალახება.

დათხევა – დაღვრა. დათხეული – დაღვრილი.

დაკვეთება – დაცემა, დავარდნა.

დაკრება – ჩაქვავება, ჩაქოლვა.

დალტობა – დასველება. დალტობილი – დასველებული.

დამარხვა – 1. შენახვა;
2. დამკვიდრება.

დამმარხველი – შემნახველი.

დამაშვრალი – დაღლილი.

დამთხე – მომზრახი (საბა), ქადაგი.

დამოკიდებული – ჩამოკიდებული.

დამსჭვალვა – დალურსმვა. დამსჭვალული – დალურსმული.

დამტკნარება – შესქელება.

დამშთვარი – დამხრჩვალი.

დამძიმება – შეწუხება.

დამწიკულება – გაჭუჭყიანება, გასვრა.

დანაკის-კუდი – ფინიკი, ინდის ხურმა.

დანთქმა – დაძირვა, ჩაძირვა.

დასავალი – დაძავლეთი.

დასტაქარი – ქირურგი, ჭრილობათა და მოტეხილობათა მკურნალი.

დასხმა – დაფუძნება.

დატევება – მიტოვება.

დაფლვა – დამარხვა, დაკრძალვა. დაფლული – დამარხული.

დაფხვრა – დაგლეჯა.

დაღნიოშება – გაცუდება, დაუშნოვება.

დაყენებული – აკრძალული.

დაყუდება – დადგომა, ჩადგომა, გაჩერება.

დაშთობა – დახრჩობა.

დაშთომა – დარჩენა.

დაშრტობა – ჩაქრობა.

დაცადება – შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული – დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი – შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი.

დაცემა – დაკვრა (საყვირისა).

დაწერტა – დაჩხვლეტა ეკლით.

დაწვლილება – დაწვრილება.

დაწუხვა – დახუჭვა.

დაწყობა – შეთანხმება, შეწყობა.

დაჭირვებული – გაჭირვებული; დანაღვლიანებული, დამწუხრებული.

დაჴსნა – დარღვევა, დაშლა; დაუძლურება.

დამჴსნელი – დამარღვეველი, დამშლელი.

დაჴშვა – დახურვა, დაკეტვა.

დედაწული – ჯალაბობა, სახლეული.

დია – პლანეტა მუშთარი.

დიაცი – ქალი, დედაკაცი.

დიკა – გაზაფხულის ნათესი ხორბალი.

დილეგი – საპატიმრო, საპყრობილე.

დრაკჰანი – ოქროს მონეტა.

დრტვინვა – ბუზღუნი.

– ე –

ებგური – გუშაგი, ყარაული.

ედემი – სამოთხის ბაღი.

ემბაზი – სანათლავი ჭურჭელი.

ემპლასტრო – მალამო, სალბუნი.

ენაბრგვნილობა – ენაჩლუნგობა, ენაბლუობა.

ენკრატისი – მოწესე ქალი.

ენქერი – ხელსახოცი.

ერმი – პლანეტა მერკური.

ექსორია – სამშობლოდან გაძევება, განდევნა.

– ვ –

ვასილისკო – ბასილისკო, თვალთ მაკვდინებელი მხეცი, გესლიანი (საბა).

ვაშკარანი – ტომარა, ჩანთა.

ვაჴში – სარგებელი, პროცენტი, აღნადგინები.

ვლტოლა – გაქცევა.

– ზ –

ზავებული – შეზავებული.

ზაკვა, ზაკუვა – ცბიერება, თვალთმაქცობა.

ზარდაჴშა – პატარა ყუთი, კოლოფი.

ზატიკი – პასექი. ზატიკობა – აღდგომა.

ზე – 1. …-ის დროს. მოსეს ზე – მოსეს დროს.
2. მაღლა, ზევით, ზეზე, ფეხზე.
3. „ზედა“ თანდებული.

ზეზი – ოქროქსოვილი.

ზეშთა-მჩენი – ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზეშთა-მჩენობა – ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.

ზეცისა ძალნი – ანგელოზები.

ზვავი – ამპარტავანი, ამაყი, ქედმაღალი; ზვაობა – ამპარტავნობა, ამაყობა, ქედმაღლობა.

ზვარაკი – შესაწირავი ცხოველი; ზვარაკი ჭამებული – ნასუქარი, შესაწირავად გასუქებული მოზვერი.

ზოდი – ზოდიაქო.

ზოსტერი – ძვირფასი ქვებით შემკული ტყავის ქამარი.

ზრახვა – ლაპარაკი.

ზრდა – კვება.

– თ –

თავადი – ბატონი, დიდებული, უფროსი.

თავდამოქცევა – თავდაყირა.

თავის მიდრეკა – თავშეფარება; თავთა მისადრეკი – თავშესაფარი.

თანა-განმზრახი – მრჩეველი.

თანა-მოდასე – თანაწევრი, დასის წევრი.

თანანადები – ვალი, გადასახადი.

თარგმანი, თარგმანება, თარგმნა – განმარტება.

თაფლი ველური – „ხე არს მსგავსი ურთხლისა, რომლისა მიერ მსგავსი მანანასი ჩამოეწვეთების“.

თაფლუჭი – ერთგვარი მათრობელა სასმელი.

თეო – ფარეხის გარშემო საყარაულო ადგილი.

თვალვა – თვლა.

თვალ-მოუღებელი – თვალმოუშორებელი, თვალაუღებელი.

თვით-სჯულება – თავნებობა.

თვისი – ნათესავი, მოყვარე, თავისიანი.

თხზულება – დაწნული.

თხიერი – ტიკი.

– ი –

იგავი – „იგავნი“, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი.

იავარ-ქმნა – აკლება, განადგურება, აოხრება.

ინანი – ერთგვარი სურნელოვანი სასხურებელი წყალი.

ისმაიტელი – ბიბლიური გადმოცემით, აგარის შვილის ისმაილის ჩამომავალი. შემლგომში ისმაიტელებად იწოდებოდნენ მაჰმადიანები.

იფქლი – ხორბალი, პური.

იქედნე – შხამიანი გველი, რომელიც პირიდან მაკდება და მშობიარობის დროს კვდება.

იშვით – იშვიათად.

იძრვისი – რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი).

იწრო – ვიწრო, პატარა (ადგილი); იწროება – სივიწროვე, გაჭირვება. იხ. შეიწრებული.

– კ –

კავშირი – ელემენტი (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი).

კაზმა – იხ. განკაზმა.

კარაული – სახედარი, ჯორი.

კაჩალო – ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი.

კაცად-კაცადი – თითოეული.

კბოდე – ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი.

კდემა – რიდი, რცხვენა.

კვართი – ქრისტეს პერანგი.

კვეთება – შეხეთქება, შესკდომა.

კირიელეისონ – ბენძნულია, ქართულად ნიშნავს „უფალო, შეგვიწყალენ!“.

კლემაქსი – კიბე, წმ. იოანე სინელის თხზულება.

კლიტე – გასაღები.

კმა – საკმარისი.

კოლვიზმა – დიდი მარხულობა.

კომსობა – ერისთავობა.

კოჭიკური – ნაპარსი თმა.

კრეტსაბმელი – ფარდა.

კრონოს – პლანეტა სატურნი.

კრჩხიალი, კრჩხიალება – საზარელი კივილი.

კრძალვა – რიდება.

კუკული – ბერის ქუდი.

კუროს თავი – ტატაშა, შავი ნარი (აქვს ეკლები).

– ლ –

ლაინი – შეღებილი ნარმა.

ლალვა – ჩხუბი.

ლანქერი – თოვლის ღვარი.

ლანძვი – სარკმელი, ფანჯარა.

ლიზღობა – მლიქვნელური და უშვერი (კადნიერი) ლაპარაკი.

ლირწი – ვნებიანი, მხურვალე (ითქმის ქალთა სქესზე); ლირწება – ვნებიანობა, მხურვალება.

ლიტონი – უბრალო.

ლიქნა – პირფერობა.

ლმობა – ტკივილი.

ლტობა – დასველება.

ლტოლვილი – გაქცეული.

– მ –

მაგისტროსი – მოძღვარი.

მალიად – სწრაფად, ჩქარა.

მამონა – უსამართლოდ შეძენილი ქონება.

მამწყობარი – შემწყობელი.

მანანა – ზეციური პური, რომლითაც კვუბავდა ღმერთი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში.

მანდატური – ხელარგნოსანი, მეფის მცველი მოხელე.

მანიაკი – მოთვალულ-მომარგალიტებული საყელო.

მანქანება – სხვადასხვა სავნებელი ხერხი, ხრიკი.

მაოტებელი – განმდევნელი, გამაქცეველი.

მაოხარი – ამაოხრებელი.

მართვე – ბარტყი, ბახალა.

მარმენიო – ბედისწერა.

მარტვილი – წამებული, მოწამე.

მაღნარი – მაღალი და ხშირი ტყე.

მახა – ასლი.

მგბარი – მოხარშული.

მგვემელი – მცემელი.

მგზნებარი – მოგვი, ცეცხლის მნათებელი ქურუმი.

მგმობარი – მგმობელი, ქრისტიანული სარწმუნოების უარმყოფელი.

მგრგვალი – ?????????

მდუმრადი – მდუმარე, უსიტყვო, ჩუმი.

მდღევარი – დღიური.

მებეჭე – მისანი, რომელიც ბეჭის ძვლით მკითხაობს.

მებრუჟეობა – ლოთობა.

მეზვერე – მებაჟე, ხარკის ამკრეფი.

მეინახე – თანამესუფრე.

მეკერმე – კერმის (წვრილი ფულის) ამკრეფი.

მეკობრე – ავაზაკი, ყაჩაღი.

მეკრე – კარის მცველი.

მელი – მელია.

მემთრვალე – ლოთი; მემთრვალეობა – ლოთობა; მთრვალობა – თრობა.

მთხრებლი – ორმო, თხრილი.

მიგება – მიზღვევა; მისაგებელი – მისაზღავი.

მიდამო-ვლა – აქეთ-იქით სიარული.

მიდგომა – დაორსულება მუცლად-ღება; მიდგომილება – დაორსულება.

მიდრკომა – გადახრა, გადახვევა.

მითვალვა – მითვლა, თვლით მიცემა.

მილიონი – მილი (სიგრძის საზომი ერთეული).

მიმდემი – მუდმივი, მარადიული.

მიმყოლი – მიმდევარი.

მიმწუხრი – საღამოს.

მიპყრობა – მიწოდება, მიცემა.

მისაგებელი – იხ. მიგება.

მისადრეკკლი – თავშესაფარი.

მიტაცება – წართმევა, წაგლეჯა.

მიღება – წართმევა.

მიჩემება – მისაკუთრება.

მიწევა – მიღწევა.

მიწურვა – მიახლოვება.

მიხვეჭა – წართმევა, მიტაცება.

მიხვმა – (ჴორცნი) მარიამისაგან მიიხვნა – (ხორცი) მარიამისაგან შეისხა.

მკალი – კალია.

მკელობელი – კოჭლი.

მკვრელი – დამკვრელი.

მკოდოვანი – ღარიბი, ღატაკი, უქონელი; მკოდოვნება – სიღარიბე, სიღატაკე, უქონელობა.

მლევანება – გულსავსეობა, გულუხვობა.

მოაბა – ტახტრევანდი.

მოგება – 1. მოსაზრება, ჭკუაზე (გონს) მოსვლა;
2. შეძენა, მოპოვება.

მოგვი – ვარსკვლავთმრიცხველი, ასტროლოგი.

მოდასე – დასის წევრი; მოდასეობა – დასის წევრობა.

მოდნობა – მონელება.

მოდრეკა – მოქცევა, მობრუნება.

მოვაჭრებული – მოშოვებული, შეძენილი.

მოვლება – მოტარება.

მოზავებული – ???????

მოთვალული – თვლებით მოჭედილი.

მოკვეთა – მოჭრა, გადატ. მოკვლა.

მოკიცხარი – მქირდავი, მკიცხველი, ვინც სხვას დასცინის.

მოლალე – მოჩხუბარი, მოშუღლე.

მომახურება – მარყუჟის გაკეთება.

მომედგრება – გაზარმაცება.

მომსყიდელი – მყიდველი.

მომტვერება – მტვრად ქცევა, მოსპობა.

მომღერალი – მოცეკვავე, მოთამაშე.

მომყმარი – მშიერი; მომყმარება – შიმშილი.

მონებება – მონდომება, მოსურვება.

მონიჭება – დასაჩუქრება, საბოძვარის მიღება.

მორბევა – დარბევა, აოხრება.

მორისვა – მოპარსვა, გაკრეჭა.

მორყვნა – მუცლის მოშლა.

მოსავაჭრებელი – საშოვნელი, შესაძენი.

მოსიკვდიდ – იხ. სიკვდილი.

მოსმიერი – ღვინის მსმელი.

მოსპოლვა – მოსპობა, განადგურება.

მოსრვა – მოსპობა, ამოწყვეტა, ამოჟლეტა.

მოსურნე – შეყვარებული.

მოტყინარე – მოგიზგიზე, ანთებული.

მოფხვრა – მოგლეჯა.

მოქცევა – მობრუნება.

მოღება – 1. მოტანა;
2. წართმევა.

მოღვაწება – შოვნა, მოპოვება.

მოყივნება – მოტყუება, შეცდენა; გამასხრება, შერცხვენა.

მოყმობა – შიმიშილით სიკვდილი.

მოშთობა – მოხრჩობა.

მოშოება – შოვნა, შეძენა; მოშოებული – ნაშოვნი, შეძენილი.

მოცალე – მოცლილი.

მოძაგება – შეძულება, შეძგაება.

მოწესე – მონაზონი ქალი.

მოწიწვა – მოწიწება, მოკრძალება.

მოწლედ – მოწიწებით, მოკრძალებით.

მოწყვედა – ამოწყვეტა, ამოჟლეტა.

მოხად – მოვხადოთ – მოვუწოდოთ; მოხადა – გამოიწვია.

მოხვეჭა – ქონების შეძენა უსამართლო გზით. მონახვეჭი – შეძენილი ან მოპოვებული უსამართლო გზით.

მოხოიშნება – იხ. მეხვაიშნობა.

მოჴდომა – თავდავხმა, მოვარდნა.

მპარავი – ქურდი.

მრე – მძლე, მომრევი.

მრთელი – ჯანმრთელი.

მრივსელი – მპარსველი, მკრეჭელი.

მროკავი – მოცეკვავე.

მრჩობლი – წყვილი, ორი.

მსასოებელი – მოიმედე.

მსგეფსი – ერთი კვირა.

მსოფლიო – ამქვეყნიური.

მსტოვარი – მზვერავი, ჯაშუში.

მსხემი – მწირი, უცხო; მსხემყოფა – მწირობა, უცხოობა.

მსხუნავი – მსუსხავი.

მტილი – ბაღი.

მუნებური – იქაური.

მუნთქვესვე – მაშინვე, იმწამსვე.

მფოფინარე – მდუღარე.

მქისე – ხორკლიანი.

მქსინვარე – ძლიერ მქროლავი; სუსხიანი.

მღერა – თამაშობა.

მღილი – ჩრჩილი.

მყვრელი – ძლოკი, ანკარა, გველხოკერა.

მყია – ნაპრალი, ღრე.

მყის – უცბად, მაშინვე.

მცბიერი – ცბიერი.

მცემელი – დამკვრელი (საყვირისა, ფანდურისა და მისთ.).

მძიღვი – მჯიღი, მუშტი.

მძრომი – ქვეწარმავალი, ქვემძრომი.

მძრწოლარე – მოშიშარი, ვინც შიშისაგან კანაკალებს.

მწამლველი – მოგვი, გრძნეული.

მწერტელი – მჩხვლეტელი.

მწვალებელი – ერეტიკოსი, ქრისტიანული ორთოდოქსალური სარწმუნოებიდან გადამდგარი.

მწვანვილი – მწვანე ბალახი.

მწვირე – წუმპე, მყრალი ტლაპო.

მწვლილი – 1. მარცვალი;
2. წვრილი ფული.

მწიკვლი – ჭუჭყი; მწიკვლიანი, მწიკვლევანი – ჭუჭყიანი, ბინძური; უწმინდური.

მწირობა – მსხემობა, მწირად (უცხოდ, სტუმრად) ყოფნა.

მწყაზარი – ლამაზი, მშვენიერი.

მწყევარი – ვინც იწყკვლება.

მწყემსი – გადატ. მღვდელი, საეკლესიო პირი.

მწყობელი – მომღერალთა (მგალობელთა) გუნდის (დასის) წევრი.

მწყობრი – მომღერალთა (მგალობელთა) გუნდი (დასი).

მწყრომი – მომდურავი, მწყრალი.

მწყურნები – ჭყანტობი, წყლიანი ადგილი.

მჭამელი – ჟანგი.

მჭელი – პეშვი, ერთი მუჭა.

მჭირსნედ – ძლიერად, დიდი საჭიროებით.

მჴევალი – ნაყიდი ან ნამზითვი ყმა-ქალი, საერთოდ მსახური ქალი.

მჯიღი – მუშტი.

– ნ –

ნაანგარევი – სიხარბით ნაშოვნი, მონახვეჭი, ნატაცები.

ნაგვემი – ნაცემი.

ნათხაზი – ნაწნავი, დაწნული.

ნაკრტენი – ბუმბული.

ნარცხი – ნარეცხი.

ნასხამოანი – ასხმული.

ნატყვენავი – ნაალაფევი, ტროფეი.

ნაღვარევი – უწყლო ხევი.

ნაყროვანი – გაუმაძღარი; ნაყროვანება – გაუმაძღრული ჭამა-ყლაპა

ნაწერტი – ნაჩხვლეტი.

ნაწყაროები – წყაროსავით მონადენი.

ნებ – უნებს – უნდა.

ნერწყვა – მიფურთხება; ნანერწყვი – ნაფურთხი.

ნესტვი – ჩასაბერი ინსტრუმენტი – სტვირი, სალამური.

ნეფხვა – ძლიერი ყინვა.

ნიში – სასწაული.

ნიჭი – საბოძვარი.

ნუზლი – საგზალი, სანოვაგე, საჭმელი.

– ო –

ოლარი – წვრილი და გრძელი ოქროქსოვილის წინსაფარი, რომელსაც გულზე კისრიდან კოჭებამდე იკიდებდნენ საეკლესიო პირები

ომოფორი – ეპისკოპოსთა სამხრე (მხრებზე მოსახვევი).

ორძალი – ორძალიანი საკრავი ინსტრუმენტი

ოსანნა – ძველი ებრული სიტყვაა „????“

ოტება – განოტება

ოფაზი – წმინდა, ბაჯაღლო

ოხჭანი – დასასრული, ბოლო

– პ –

პალეკარტი – ბერის სამოსელი – გრძელი, ფართო და ნაოჭიანი

პარეხი – გამოქვაბული

პატიჟი – ტანჯვა, სასჯელი

პელაგონი – ზღვა

პეტალი – ილერკო ქარვასავით შექმნილი

კინაკი – ჯამი

პირად-პირადი – ფერად-ფერადი, მრავალფერი

პირ-აშკმა – პირის დაღება; პირაშკმული – პირდაღებული

პირმშო – პირველშობილი

პურის-მტე – თანამესუფრე

პურშავი – პურძვირი, ძუნწი

– რ –

რბევა – დარბევა, აწიოკება

რიდე – თავსაბურავი

როკვა – ცეკვა

რონინი – სიარული

რუდუნება – გარჯა, შრომა

რღვნა (წყლისა) – წარღვნა

რცხვა – რეცხვა

– ს –

საამბორებელი – საკოცნელი

საანჯმნოდ – საჯაროდ, საქვეყნოდ, სახალხოდ

საბლარდნელი – ჩასაცმელი

საბრჴე – მახე

საბურველი – თავსაფარი

საბუხარი – ბეწვის ან თბილი ქსოვილისაგან დამზადებული სამაჯური, მაჯაზე წამოსაცმელი

საგვემელი – რითაც სცემენ, ერთგვარი სატანჯველი

საგრძნობელი – შეგრძნების ორგანო (თვალი, ყური, ენა, ცხვირი, ხელ-ფეხი)

სადაგველი – რკინის იარაღი, რომელსაც სხეულის დასადაღად ხმარობდნენ

სადუკეველი – ებრაელთა რელიგიური სექტა; უარყოფდა სულის უკვდავებასა და მკვდართა აღდგომას

სავაჭრებელი – საშოვნელი, შესაძენი

საზრდელი – საჭმელი, საზრდო, საკვები

საკანონო – სასჯელის მაგვარი საზღაური, რითაც შეიძლება ცოდვის გამოსყიდვა

საკიდრობა – საკიდარი, რაც ასაკიდია

სალბუნი – მალამო

სამე – მართლაც, ნამდვილად

სამთელებელი – გამაჯანმრთელებელი, საკურნებელი

სამკვიდრო – მამული და საცხოვრებელი ადგილი

სამროწლე – სანახირე

სამსალა – საწამლავი

სამსჭვალი – ლურსმანი

სამწყურვალო – მოსაწყური

სამჭედური – ანკესი

სანეშტე – ფეხისალაგი

სანიჭარი – საბოძვარი, საჩუქარი

საპოხლად – გასასუქებლად

სარეწავი – ხელფასი

სარვაგი – ანგარიშიანობა, სარფა

სართული – ჭერი, სახურავი

სასოება – იმედი

სასტიკი – ძლიერი, მკაცრი

სასყიდელი – საფასური

სასძლო – სასუფეველი

საურწყო – რძის ნაწარმი (რძე, ერბო, ყველი და მისთ.)

საქონელი – უძრავი ქონება

საღნიოშო – სიბილწისა და სიბინძურის ადგილი

საყნოსელი – ცხვირი

საყოლელი – მოძრავი ქონება

საცნობელი – ჭკუა-გონება

საძნაური – საძნელო

საწერტელი – ეკალი; საჩხვლეტი.

საწმისი – მატყლი

საჭვირობელი – საჭვრეტელი, საყურებელი

საჭურველი – საომარი იარაღი

საჭურჭლე – საგანძური

სახიობა: სახიობითა ჴმობენ – მღერიან

საჴმილი – ცეცხლსაგზებელი; დიდი ცეცხლი, ხანძარი

საჴმილავი – ღამის ყარაულობის სამსაათიანი ცვლა

სენაკი – ბერის საცხოვრებელი ოთახი

სერი – 1. ვახშამი; სერობა – ვახშმობა

2. ჭრილობის ნასახი

სერობინი – ექვსფრთიანი ანგელოზი

სეფეწული – დიდებულთა ვაჟი, უფლისწული

სიბორგილე – სიგიჟე, სიშმაგე

სიგლისპე – სიანჩხლე, სიკაპასე

სივლტოლა – გაქცევა

სირი – ჩიტი

სიღნიოშე – სიბილწე, სიბინძურე

სიღოდა – უწესური ყოფა-ქცევა; სქესობრივი გარყვნილება

სიყმილი – შიმშილი

სიცბილი – ცბიერება

სიცოფე – სიგიჟე

სკორე – ცხოველთა განავალი

სკუპა – პატარა ქუდი

სმინება – გაგებინება

სნება – ავადმყოფობა, სნეულება; სნებოვანი – სნეული, დასნეულებული

სოდომური ცოდვა – მამათმავლობა

სოფელი – ქვეყანა, წუთისოფელი

სპასპეტი – მხედართმთავარი

სპეტაკი – თეთრი

სრბა – სირბილი

სრვა – სენი მომსრველი, ჭირი; ხოცვა-ჟლეტა

სტავრა – სირმით საქსოვი ფარჩა, ოქროქსოვილი

სტევი – აქლემის მატყლი

სტიხარი – სამღვდელო კვართი (მოსასხამი)

სტომაქი – კუჭი

სულთქმა – ოხვრა-კვნესა, მწუხარება

სქემა – ბერის სამოსელი; აცვია იმ პირს, რომელიც ბერობაში უკიდურეს ასკეტურ ცხოვრებას ეწევა (აქედან: სქემოსანი ბერი)

სხეპლა – ოქროს ან ვერცხლის წვრილი სირმა

– ტ –

ტაბლა – სუფრა

ტაკუკი – ღვინის ხელადა

ტალავარი – კარავი

ტალანტი – ვერცხლის ან ოქროს ფული

ტარიგი – კრავი

ტევა: არა უტეოს – არ მიუშვას; არა უტევებთ – არ უშვებთ

ტვირთვა – დატევა

ტრაპეზი – ბერთა სასადილო, ტაბლა

ტყება – დიდი მწუხარებისას ხელების თავში რტყმა

ტყველვა – ტაშის შემოკვრა

– უ –

უამავრობა – უამრავი, ურიცხვი

უაღრესი – საქმით თუ თანამდებობით უფროსი (საპირისპირო ცნებაა უდარესი)

უბანი – ქუჩა, შუკა, მოედანი

უგლიმი – გულქვა, შეუპოვარი

უდარესი – უმცროსი, უმრწემესი

უდები – ზარმაცი, მცონარე; უდებება – სიზარმაცე, მცონარება

უზავებელი – შეუზავებელი

უზაკველი – უბოროტო

უზეშთაესი – უზენაესი, უმაღლესი

უზმა – უჭმელი ;უზმაობა – უჭმელობა

უთმინო – მოუთმენელი

უკერველი – შეუკერველი

უკმორეწყდომა – ცოტა უკან ჩამორჩენა

ულირწველობა – არა-ვნებიანობა

უმაშვნო – უვარგისი, ურგები, დახშული (ჰაერი)

უმკოდოვნესი – უღარიბესი, უღატაკესი. იხ. მკდოვანი

უმრწემესი – უმცროსი

უმსჯავრო – უსამართლო

უმწერტელესი – ძლიერ მჩხლეტავი. იხ. წერტა

უნაყროვნო – არა-მაძღრული. იხ. ნაყროვანი

უნდო – 1. უღირსი, ცუდი

2. მიუნდობელი

უნებური – არასასურველი

უნჯი – განძი; უძრავი ქონება; უნჯება – განძის (ქონების) შეძენა (დარგოვება)

უოხჭნო – დაუსრულებელი, მარადიული, მუდმივი

უპოვარი – უქონელი; უპოვარება – უქონლობა

უპირატესი – უაღრესი, აღმატებული

ურვა – წუხილი

ურწყული – უდაბნო; ურწყავი ადგილი

უსართულო – უსხლკარო, უთავშესაფრო

უსასო – უიმედო; უსასოება – უიმედობა

უსასყიდლო – უძვირფასესი, ფასდაუდებელი

უსჯულო – არა-ქრისტიანი; მაჰმადიანი

უფალი – ბატონი, მეპატრონე

უღნიოშესი – უფინთესი, უბილწესი, უსაძაგლესი, უბინძურესი

უღონო – უსაშველო; უღონოება – უსაშველობა

უშრეტი – ჩაუქრობელი

უც – უდევს

უცები – უვიცი

უცნობო – უსულო, რასაც ცნობა არა აქვს

უძილი – დაუძინებელი

უწვევარი – დაუპატიჟებელი

უწყალო – შეუბრალებელი

უხანოება – ხანმოკლეობა

უხრწნელი – 1. წაუხდენელი, უბიწო

2. უკვდავი, უბიწო; უხრწნელება – უკვდავება

უჴამური, უჴამრობელი – ფეხშიშველი

უჴმობელი – ხმაამოუღებელი, უხმო, ჩუმი

უჴსარი – გაუხსნელი

– ფ –

ფარეხი – ცხვრის სადგომი

ფარისეველი – მოჩვენებით საეკლესიო წესების შემსრულებელი, სინამდვილეში კი სრულიად საწინააღმდეგოს მოქმედი

ფარშამანგი – ფარშევანგი

ფერეზიკი – დალალი (ვაჭარი, რომელსაც სავაჭრო ქუჩა-ქუჩა დააქვს)

ფეშხუმი – საეკლესიო ჭურჭელი, დაბალ ფეხიანი, იხმარება ბარძიმთან ერთად

ფილონი – სამღვდლო სამოსელი

ფენიქსი – ზღაპურლი ფრინველი; ფენიქსისებრ – ფენიქსივით

ფიჩვი – ბერის შავი მოსასხამი

ფიცხელი – მაგარი

ფლატუნი – ჩამონგრეული, ჩამოზვავებული, ნაყარი (მიწა)

ფლაფნა – ჩიფჩიფი

ფოლი – წვრილი ხურდა ფული

ფორიაქის დაცემა – აკლება, აფორიაქება

ფოფინი – ფართხალი, ფხარკალი

ფრიადი – დიდი, დიდძალი

ფსალმუნი – დავით წინასწარმეტყველის საგალობელთა კრებული, ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ფსალმუნება – გალობა

ფუტური – მაშმელი, ფუტურო

ფუცება – ფიცი

ფშვა – სუნნელების დენა

ფხვრა – გლეჯა

– ქ –

ქადაგი – მქადაგებელი

ქადება – დამუქრება

ქალწულება – უმანკოება, უბიწოება; მეორე სქესთან მიუკარებლობა; ქალწულობის აღთქმის დადება – ქალი ან კაცი, რომელიც უქორწინობის აღთქმას დადებს

ქარტა – ქაღალდი

ქაცვი – ძეძვი, ძეძვის ეკალი

ქედი – კისერი

ქერობინი – უპირველესი და უმაღლესი ჩინის ანგელოზი

ქვაბი – გამოქვაბული

ქვეყანა – მიწა, დედამიწა

ქვე-ჩამოზვლევა – ჩამოზვავება, ჩამონგრევა

ქლამინდი – მეფეთა და სამღვდელო პირთა უსახელო, ფილონის მსგავსი წამოსასხმელი

ქოთება – ღელვა (ზღვისა)

ქორი – 1. მტაცებელი ფრინველი

2. სართული, ჭერი

– ღ –

ღაწვი – ლოყა

ღირღლოვანი – ოღრო-ჩოღრო, ღელე-ღულიანი

ღრჭენა – ღრაჭუნი, კრაჭუნი

– ყ –

ყაფუზუნა – მაიმუნი

ყაჯირი – ძერა

ყვიბარი – მომცრო ჭური, ქოცო

ყვრიმალი – ყურის არე

ყურდგელი – კურღელი

– შ –

შანთი – გახურებული რკინა

შარი – ბამბის ქსოვილი

შარავანდედი – სხივი (მზისა)

შატროვანი – ნაქარგი

შებრუჟებული – ღვინონასვამი, ოდნავ მთვრალი

შეგბობა – მოხარშვა

შეგმანება – სქესობრივი კავშირის დაჭერა

შევრდომა – მუხლებით დაჩოქება; შევრდომილი – მუხლებდაჩოქილი

შეიწრებული – შევიწროებული, გაჭირვებული

შეკდემა – შერცხვენა

შელმობა – იხ. ლმობა

შემთხვევა – შეხვედრა

შემსჭვალვა: არა შეამსჭვალავ (=მიაჩერებ, გაუშტერებ) თვალთა

შემუსრვა – დამტვრევა, დალეწვა, დამსხვრევა; შემუსრვილი – დამტვრეული, დალეწილი, გატეხილი

შემწვარი – დამწვარი

შემწვირიანებული – გასვრილი, გაწუმპული, გათხუპნული

შემწიკვლება – გაჭუჭყიანება, გასვრა, ამოთხუპნა; შემწიკვლებული – გაჭუჭყიანებული, გასვრილი, ამოთხუპნული; შუემწიკვლელი – უბიწო, უმწიკვლო

შენაწევრება – შეკავშირება; შენაწევრებული – შეკავშირებული

შენებულობა – შენობა

შერაცხა – ჩათვლა

შესაქმე – დაბადება, შექმნა (ძველი აღთქმის პირველი წიგნი)

შესვენებული – გარდაცვლილი

შეტევა – შეშვება

შეტყუილი – ტყუილი

შეუმწიკვლელი – შემწიკვლება

შეურაცხი – ცუდი, დაწუნებული

შეშთობა – შეპყრობა და მოხრჩობა; დაჩაგვრა; შეშთობილი – მოხრჩობილი, დაჩაგრული

შეწვა – დაწვა

შეჭუვნება – შეწუხება

შეჭურვა – საჭურველის ასხმა, შეიარაღება

შვიდჴერი – შვიდრტოედი; შვიდსანთლიანი შანდალი

შთათხევა – ჩაქცევა, ჩაგდება

შთამოჭრა – ჩამოვარდნა, ჩამოჭრა

შიშთვილი – ჩამოსახრჩობი თოკი; შიშთვილის-ბმა – თავის ჩამოხრჩობა

– ჩ –

ჩამოჭრა – ჩამოვარდნა; იხ. შთამოჭრა

ჩარყაფი – ქარგა

ჩაფულა – ქალამნის მსგავსი ამოსასხმელი ფეხსაცმელი

ჩაფხუტი – მუზარადი, რკინის ქუდი

ჩინჩვა – სავაჭროზე ფასის დაკლებისთვის ლაპარაკი

ჩუკენობა – ჴელით დაცემა, ონანიზმი

– ც –

ცანდალი – სანდალი, ხის ან ტყავისძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც თავზე თასმებით იმაგრებენ

ცახე – მტვრის უმცირესი ნაწილი, რომელიც ჰაერში მზის შუქზე მოჩანს

ცემა – 1. ტრყმა

2. დაკვრა

3. კბენა

ციცა – კატა

ცნობილი – გონზე მყოფი

ცოლ-კეთილი – კეთილცოლიანი

ცოლ-უკეთური – ავი, ანჩხლი ცოლიანი

ცუდ-დიდება, ცუდ-დიდებობა – ამაო დიდება

ცუნდრუკება – მოყვასის მიმართ მალულად ბოროტების ჩადენა

ცხებული – კურთხეული

ცხედარი – საწოლი, ტახტი

ცხოველი – ცოცხალი

ცხრო-ჴურვება – ციებ-ცხელება

– ძ –

ძალი – ნაწლავი

ძალნი ზეცათანი – ზეცისა ძალნი

ძე ადამისი ან ადამის ძე – კაცი, ადამიანი

ძვილ – ძლივს

ძი – კითხვითი ნაწილაკი „თუ“, „აბა თუ“: რა-ძი

ძნიად – ძნელად

ძრცვა – გახდა

ძრწოლა – შიში

– წ –

წალა – ჩირქი, წუთხი

წამახვა – გალესვა, გამწვეტება

წარბ-მაღლობა – მედიდურობა, ამაყობა

წარგება – წაგება, მიცემა, გაცემა, დახარჯვა

წარგვრა – წართმევა და წაყვანა (ან წაღება)

წარგრაგნა – გადახვევა გრაგნილივით

წართქმა – წარმოეთქვა

წარვლტოლა – გაქცევა

წარმართი – უსჯულო, არაქრისტიანი

წარმდები – მეტიჩარა

წარმოლტოლვილი – გამოქცეული, გადმოხვეწილი

წარმრღვნელი – წამლეკავი

წარპარვა – მოპარვა, გაპარვა

წარპყრობა – გაწვდა, მიშვერა

წარტაცება – გატაცება; წარტაცებული – გატაცებული, წაღებული

წარტყვევნა – დაპყრობა და დარბევა (ქალაქისა)

წარწირვა: წარეწიროს სასოება – იმედი გადაიწყვიტოს

წარხედვა – გახედვა

წარხვმა – წაღება; წარხვმული – წაღებული

წერტა – ჩხვლეტა. იხ. ნაწერტი, საწერტელი, უმწერტელესი

წეს: შენ გიწესს – გიძახის, გიწვევს

წველი – ჩალა

წვიმებული – ნაწვიმარი, მოწვიმული

წვლილადი – წმინდა (ნაქსოვი)

წვრთა – სწავლა, მეცადინეობა, ვარჯიში

წიაღსლვა – წყალს გაღმა გასვლა

წილჴდომილი – წილში ნარგები

წინადაცვეთა, წინადაცვეთილება – მეტკვეთილება. ებრაელთა რელიგიური ჩვეულება: მამრობითი სქესის ახალდაბადებულ ბავშვს მერვე დღეზე აჭრიან სასქესო ასოს წინა კანს. ეს ჩვეულება გავრცელებულია მაჰმადიანებშიც.

წიწვა – რცხვენა

წუთხი – სისხლნარევი ჩირქი

წუმწუბა – გოგირდი

წელვა – ჭრილობის მიყენება, დაკოდვა

– ჭ –

ჭახრაკი – საწნეხი, რომლითაც ხდიან ზეთს

ჭიჭნაური – აბრეშუმი

ჭმახე – შეძმარებული (ღვინო)

ჭრელებული – ჭრელ-ჭრელი, აჭრელებული

– ხ –

ხადა, ხადილი: მამად ვჰხადით (=ვუწოდებთ) ღმერთს

ხალენი – მღვდელთა და ბერთა სამოსელი, მაზარა

ხამი – ხამი აბრეშუმი, ყაჭი

ხარატული – მოჩუქურთმებული

ხარისხი – საფეხური (კიბისა)

ხარჭა – ხასა, საყვარელი

ხელი – გიჟი, შმაგი

ხვასტაგი – ოთხფეხი საქონელი

ხორგი – მდინარეში მოცურავე ყინვის ნახეთქი

ხორშაკი – სიცხე-პაპანაქება

ხოჭიჭი – აკვანი

ხრტიალი – ხრიალი (მომაკვდავისა)

– ჴ –

ჴამლი – ფეხსაცმელი

ჴდომა – მივარდნა, თავდასხმა

ჴელარგნოსანი – ხელჯოხიანი, მანდატური

ჴელის აღპყრობა – დახმარება, შემწეობა

ჴელქვეშე – ხელქვეითი, ქვეშევრდომი

ჴვებული – მოკლებული

ჴვედნა – დაჩაგვრა

ჴუმილი – ყარაული, დარაჯი, მცველი

ჴურთი – წკეპლების კონა

ჴშული – დახშული, დაკეტილი

– See more at: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/leksikoni_dz.htm#sthash.PhGYFtOP.dpuf

ექვთიმე თაყაიშვილი 1863-1953

13 Nov

საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი – ასე უწოდა მადლიერმა შთამომავლობამ ექვთიმე თაყაიშვილს და მართლაც, როდესაც აღფრთოვანებით ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საუნჯეზე, ბევრმა არ იცის, რომ ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. დაიბადა იგი 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეღუპა მშობლები, თუმცა იმდენად ნიჭიერი იყო, რომ 1883 წელს წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსტიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1887 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით: ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას.
მე-19 საუკუნის 90-იან წლებში შეაგროვა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოს სიძველეები. რადგან ამგვარი საქმიანობა ბევრ დროს მოითხოვდა, 1904 წელს თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და საარსებო წყარო რომ ჰქონოდა, გიმნაზიაში ისტორიას ასწავლიდა. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თავად იყო. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის მიზნით თურქეთში სამი ექსპედიცია მოაწყო, რომლის მიზანი ქართული მონასტრების შესწავლა და აღწერა იყო. ივანე ჯავახიშვილთან ერთად 1918 წლის 26 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი იყო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი და არქეოლოგიური კათედრის გამგე. მაგრამ 1921 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა კომუნისტური ხელისუფლების მიერ ანექსირებული საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს საქართველოს მუზეუმების ზედამხედველი, ექვთიმე ხაზინის ქონებასთან ერთად საფრანგეთში მეთვალყურეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ გატანილ სამუზეუმო განძეულს. განძეულის დაცვა მეტად რთული საქმე აღმოჩნდა. ჯერ იყო და საფრანგეთის მთავრობამ გააუქმა საქართველოს მენშევიკური მთავრობის ლეგიტიმურობა, შემდეგ სალომე დადიანმა (მენგრელსკაია-ობოლენსკაიამ), პარიზის სასამართლოში ორჯერ აღძრა საქმე ექვთიმე თაყაიშვილის წინააღმდეგ საგანძურის ვითომდა მისი კუთვნილი წილის ჩამორთმევის მიზნით. მეორე მსოფლიო ომის დროს კი, უკვე ნაცისტებმა მოინდომეს ვერსალის ბანკში დაცული საქართველოს განძის ხელში ჩაგდება. დრო არ ითმენდა, განძეულს ოკუპირებული პარიზიდან ვერ გაიტანდნენ, ამიტომ გადაწყდა, ძვირფასეულობა სარდაფში ჩაეტანათ და ყუთებისთვის ზემოდან სამშენებლო ნაგავი დაეყარათ. ომის პერიოდში მოხუცი პროფესორი არამარტო განძეულს მეთვალყურეობდა, არამედ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას.
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მეცნიერი გამუდმებით ცდილობდა განძეულის საქართველოში დაბრუნებას, წერდა წერილებს საბჭოთა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს, მაგრამ ამაოდ. ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერს: „გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავი. აღარც საარსებო საშუალება მქონდა. ასეთი გაჭირვების მიუხედავად არამც თუ სახელმწიფო ნივთი, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია…. თუმცა, მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი… დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა, გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა.“ 1944 წლიდან საფრანგეთის დროებითი მთავრობის სათავეში დეგოლის მოსვლისთანავე აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობებს შორის. საბჭოთა კავშირის ელჩს საფრანგეთში, ა. ბოგომოლოვს დავალებული ჰქონდა მოეგვარებინა სამუზეუმო განძეულის საქართველოში დაბრუნების საკითხი. 1944 წელს მოსკოვში ვიზიტამდე დეგოლმა სხვადასხვა არხით გაარკვია თუ რა ჩაეთვლებოდა სტალინთან შეხვედრისას დადებითად და მოსკოვში გამგზავრებამდე გასცა ბრძანება მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისთვის და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვის. ექვთიმე თაყაიშვილის ჯანმრთელობამ ვეღარ გაუძლო ცივ და ნესტიან საცავში, ზოგჯერ ლუკმა-პურის გარეშე ხანგრძლივ მუშაობას და სწორედ ამ დროს ფილტვების ანთებით დაავადდა. მის დასახმარებლად საქართველოდან შალვა ამირანაშვილი ჩავიდა და განძის გასამგზავრებლად ჩალაგებაში დაეხმარა. ექვთიმე თაყაიშვილს ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებასთან: „შილიფად ვარ, და გთხოვთ სამოსი გამომიგზავნოთო“. ექვთიმემ თავის დროზე მოიგერია როგორც ამერიკის მუზეუმის, ისე ინგლისელთა შემოტევა განძის ნაწილის შეძენის შესახებ. გაუძლო ყოველგვარ და ყოველმხრივ ზეწოლას და ჯანმრთელობაშელახული, მხცოვანი მეცნიერი 1945 წლის 5 აპრილს თვითმფრინავით გამოემგზავრა საქართველოში უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთად. თვითმფრინავი რომის, ბენ-ღაზის, კაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში. საზოგადოება დიდი პატივით, მოწიწებითა და მადლიერებით შეხვდა ეროვნული განძის მცველს. სამშობლოში დაბრუნებამ ოთხმოც წელს გადაცილებულ მეცნიერს ენერგია გაუორკეცა. საქართველოში გატარებული რვა წლის განმავლობაში ექვთიმემ იმდენი საქმის გაკეთება მოასწრო, რომ ერთი სოლიდური მეცნიერის სიცოცხლეს ეყოფოდა. ვერცერთი ქართველოლოგი ვერ აუვლის გვერდს მის ნაშრომებს საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, ფილოლოგიის, რუსთველოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ლინგვისტიკის სფეროში. საბჭოთა ხელისუფლება შეაშფოთა ექვთიმეს ასეთმა პოპულარობამ. სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან შინაპატიმრობაში გაატარა. დააპატიმრეს მისი ერთადერთი ქალიშვილი. მასთან მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი თუ ბედავდა მისვლას.
როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს პანაშვიდზე შესვლას უშლიდნენ. პროფესორის დაკრძალვას 1953 წლის მარტის ცივ და ქარიან დღეს, ვაკის სასაფლაოზე 50-მდე ადამიანი დაესწრო.
1963 წელს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი ვაკიდან დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს, იქვე გადმოასვენეს მისი საფრანგეთში გარდაცვლილი მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას ნეშტიც. დღეს მისი სახელი ჰქვია ერთ–ერთ ქუჩას ვაკეში, ვერის ბაღში დგას მოქანდაკე ბ. ავალიშვილის მიერ შესრულებული ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას სახელად „წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში მისი სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი.

ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

მუსიკის სამყარო

მუსიკები და ყველაფერი მუსიკის გარშემო

Georgian Dances

Georgian Dances Official Website

ს.ო.ბ

სუბიექტურად ობიექტური ბლოგი

╚► givkas page ◄╝

⇨ ☻ Welcome to my world... ⇨ ☻ or ⇨ ☻ Welcome to givkaspage ⇨ ☻

სალომეს ბლოგი

I know that I know anything

მოხალისეს / პარტიზანს

სახელმძღვანელო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.