Archive | კონფლიქტი RSS feed for this section

(3) დავალება^

26 Feb

მესამე დავალება. შეარჩიეთ ერთ-ერთი ამბავი და გააანალიზეთ დასმული შეკითხვების გამოყენებით:

  • ამბავი 1

ანტიგლობალისტების მანიფესტაციის დროს ადამიანთა ჯგუფმა ქვები დაუშინა ტრანსნაციონალური კომპანიის შენობას. პოლიციამ, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო, დააკავა ადამიანები, რომლებმაც შენობას ქვები დაუშინეს. ხალხმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრო და სერიოზული ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა.

   შეკითხვები:

1. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას ცეცხლი გაეხსნა მომიტინგეებისათვის, რომლებიც ქვებს ისროდნენ?

პასუხი: დასაშვები იქნებოდა იმ შემოთხვევაში თუ პოლიცია გააფთხილებდა ხალხს, თუ ხალხი არ დაემორჩილებოდა მაშინ შეეძლო პოლიციას ცეცხლის გახსნა.

2. დასაშვები იქნებოდა ტყვიამფქვევიდან ცეცხლის გახსნა (ეს უფრო სწრაფად აღმოფხვრიდა პრობლემას, მაგრამ დასრულდებოდა მეტი მსხვერპლით)?

პასუხი: რათქმაუნდა არა !!

3. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას მეტი დრო დაეკარგა და წყლის ჭავლი გამოეყენებინა?

პასუხი: ჩემი აზრით ცეცხლის გახსნის მაგივრად პოლიციას ხალხი წყლის ჭავლის გამოყენებით უნდა დაეშალათ.

4. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას ძალის გამოყენებისგან თავი შეეკავებინა და ამით სიტყუაციის ესკალაცია აერიდებინა თავიდან?

პასუხი: არა ჩემი აზრით პოლიციას უნდა ეცადა ხალხის დაშლა მაგრამ იმ ხერხით რომ ხალხი არ დაშავებულიყო.

——————————————————————————————————————-

  • ამბავი 2

ლეო 13 წლის გამხდარი, პატარა ბიჭია; როცა ის სათამაშო მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ. ერთხელაც ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა, რომ ჩაგვრა დაუშვებელია და ისინი იქცევიან , როგორც გაუნდათლებელი პრიმიტივები. პასუხად, დიდმა ბიჭებმა ლეო სასტიკად სცემეს. ფიზიკურ ძალადობას შეესწრო ლეოს მეგობარი, რომელიც ამ დროს შევიდა სათამაშო მოედანზე. პატარა ბიჭის ცემის ფაქტს შეესწრნენ მოზარდებიც, რომლებიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

შეკითხვები:

1. საჭიროა, რომ ლეოს მეგობარი ჩაერიოს ჩხუბში? როგორ ?

პასუხი: კი უნდა ჩარეოდა, თუნდაც დაეძახა მშობლებისთვის.

2. საჭიროა, რომ მოზარდები ჩაერიონ ჩხუბში ? როგორ ?

პასუხი: კი საჭიროა რომ ჩაერიონ მაგრამ არა ჩხუბით, თავიდან მოზარდებმა უნდა გააფთხლონ და შემდეგ თუ კიდე განმეორდება მაშინ უნდა დაესაჯათ ის ბავშვები რომლებიც ლეოს ჩაგრავდნენ;

3. სხვა რა გამოსავალს მოძებნიდით არსებული სიტუაციიდან?

პასუხი: რა გამოსავალს და აუცილებლად უნდა ჩარეოდნენ მოზარდები წინააღმდეგ შემთხვევაში ლეოს ისევ დაჩაგრავდნენ.

 

(2) დავალება^

26 Feb

დავალება 2:

მეორე დავალების შესასრულებლად თქვენ თავად უნდა შეარჩიოთ და აღწეროთ კონფლიქტური სიტუაცია თქვენი გამოცდილებიდან. შეიძლება ეს კონფლიქტი უშუალოდ თქვენ გეხებათ ან თქვენს გარემოცვაში განვითარდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ კონფლიქტის გადაჭრის ექვსსაფეხურიანი მოდელი.

კონფლიქტი კლასელთან…  😀

– ეე რაუყავი ჩემი კალამი.. ?!
– შევჭამე..!
– ფუუ შენი რა ღორი ხარ … 😀 //

ცოტა რამ კონფლიქტზე :

კონფლიქტი არის სერიოზული უთანხმოება,განხეთქილება,შეჯახება დაპირისპირებულ მხარეებს შორის.კონფლიქტი  შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი.შინაგანია კონფლიქტი,როდესაც ადამიანში ორი საპირისპირო განცდა ან  შეხედულება ებრძვის ერთმანეთს.გარეგანი კონფლიქტი კი ის არის,როდესაც ორი პიროვნება ან პიროვნება და  პიროვნებათა ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს.ამასთანავე კონფლიქტი შეიძლება იყოს:

  • დროებითი,ხანმოკლე.ის გადაჭრილად ითვლება ,როცა ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს ან მარცხდება.
  • მარადიული,დაუსრულებელი.ამ დროს ერთ-ერთი მხარე იმარჯვებს ან მარცხდება,მაგრამ კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება.

iillu.wordpress.com

რა არის კონფლიქტი? კონფლიქტის გადაჭრა …

26 Feb

კონფლიქტი არის ორი ან მეტიმხარის ინტერესების, შეხედულებების დაპირისპირება, რეალური ანდ წარმოსახული.
დღესდღეობით, ჩვენს საზოგადოებაში, არსებობს კონფლიქტის მოგვარების სისტენმები,როგორიცაა სასამართლო, პოლიცია…. გარდა ამისა მხარეები მიმართავენ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ”არაფორმალურ” ინსტიტუტებსაც.
70 იან წლებში დასავლეთში, ჩამოყალიბდა კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული მეთოდები რომლებიც გულისხმობს მესამე, ნეიტრალური მხარის მონაწილეობას კომფლიქტის მოგვარების პროცეში (მედიაცია, ფასილიტაცია და ა.შ)
ამ ბოლო წლებში საზოგადოებაში მოხდა ლოკალური კონფლიქტები, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას შეეხო რომელიც ჯერ კიდევ არაა მოგვარებული… სასურველია ადამიანი გარედან არ ელოდეს კონფლიქტის მოგვარებას არამედ თვითონ გახდეს აქტიური და შეეცადოს დასძლიოს პრობლემური სიტუაცია.
საზოგადოებაში კონფლიქტების სრული მოსპობა შეუძლებელია სამაგიეროდ შესაძლებელია ვისწავლოთ მათი მართვა (საჭიროების შემთხვევაში ვიცოდეთ როგორ ავიცილოთ დავიდან) ან სულაც კომფლიქტში არსებული დესტრუქციული ტენდენციები ვაქციოთ კონსტრუქციულად.
თუ გვინდა რომ კონფლიქტური სიტუაცია კონსტრუქციული გზით წარვმართოთ წარვმართოთ უნდა გავითვალისწინოთ ბაზური პრინციპები:

1)არ არსებიობს გამოუვალი სიტუაცია და გადაუჭრელი პრობლემა .
2)ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღწევა შესაძლებელია.
3)პრობლემის მოგვარებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მატერიალური ,არამედ ფსიქოლოგიური დაკმაყოფილება.
4)პრობლემური სიტუაციის მოგვარების პროცესი სწორად ,სიტუაციის შესატყვისად უნდა იყოს შერჩეული.

კონფლიქტის გადაჭრის ექვსეტაპიანი მიდგომა/მოდელი:

1. მოთხოვნები: მხარე 1, მხარე 2
2. კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?)
3. კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები
4. გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1, მხარე 2
5. კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა
6. კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება

iillu.wordpress.com

iillu.wordpress.com

ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

მუსიკის სამყარო

მუსიკები და ყველაფერი მუსიკის გარშემო

Georgian Dances

Georgian Dances Official Website

ს.ო.ბ

სუბიექტურად ობიექტური ბლოგი

╚► givkas page ◄╝

⇨ ☻ Welcome to my world... ⇨ ☻ or ⇨ ☻ Welcome to givkaspage ⇨ ☻

სალომეს ბლოგი

I know that I know anything

მოხალისეს / პარტიზანს

სახელმძღვანელო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.