(1) დავალება^

26 Feb
  1. კონფლიქტი

ორი მეზობელი ვერ რიგდება იმ ღობესთან დაკავშირებით, რომელიც მათ სახლებს ერთმანეთისგან ჰყოფს. ერთი მეზობელი თვლის, რომ აუცილებელია ღობის გამოცვლა, რადგან არსებული ღობე მოძველდა; მას სურს, რომ მეორე მეზობელმა გადაიხადოს ღობის გამოცვლის საფასურის ნახევარი. მეორე მესობელი აღიარებს. რომ ღობე ას არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ არ სურს ღობის გამოცვლასთან დაკავშირებული ხარჯის ნაწილის დაფარვა. მეორე მეზობელი მიიჩნევს, რომ, ღობის სიძველის მიუხედავად, ის თავის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს – მეზობლის ძაღლს აკავებს საკუთარ ეზოში და ძაღლი ვერ გადმოდის მის ბაღში. ზოგადად, მეორე მეზობელს არ მოსწონს, როდა პირველი მეზობელი საჯაროდ იწონებს თავს ახალი, ძვირადღირებული ნივთებით.

       1. მოთხოვნები:

მხარე 1: (მეზობელი 1 ) უნდა რომ აღადგინოს ღობე.

მხარე 2:  (მეზობელი 2) არ სურს ღობის აღდგენა.

       2. კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?) 

კონბლიქტის მიზეზი არის ღობე , ერთ მეზობელს უნდა რომ აგადგინოს ღობე და თან უნდა რომ ნახევარი ხარჯები გადაიხადოს მეორე მეზობელმა. ხოლო მეორე მეზობელი თვლის რომ არაა საჭირო ღობის შეცვლა და ამიტომ არაპირებს მის აღდგენას.

       3. კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები:

  1. უნდა ჩაერიოს ნეიტრალური ადამიანი.
  2. მაგალითად მე მივცემდი ორივეს კარგ იდეას: პირველ მეზობელს რომელსაც ესე ძალიან უნდა ღობის შეცვლა, მან გადაიხადოს ღობის საფასური, იყიდოს სამშენებლო მასალები. ხოლო მეორე მეზობელმა ფიზიკურად უნდა დაეხმაროს და მან უნდა ააშენოს ახალი ღობე.
  3. ჩემი აზრით არცერტი მხარე არ დარჩება წაგებული.

       4. გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1, მხარე 2

მხარე 1: (მეზობელი 1) ღობე შეიცვლება და იგი იქნება კმაყოფილი.

მხარე 2: (მეზობელი 2) არ დარჩება წაგებული ღობე შეიცვლება და კონფლიქტი მოგვარდება.

       5. კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა:

ჩემი აზრით საუკეთესო გზა იქნება თუ ღობე შეიცვლება , ამით არცერთი არ დარჩება წაგებული. ადრეთუ გვიან მაინც იქნება ღობე შესაცვლელი და თუ ეხლავე შეცვლიან კონფლიქტიც მოგვარდება.

       6. კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება:

რამდენად ეფექტური იქნება შედეგი ?. ჩემი აზრით ორივე მოგებული დარჩება და არიქნება მეზობლებში კონფლიქტი.  მოგება – მოგება…

ხლა რაცშეეხება მეორე მეზობელმა განაცხადა რომ: „მას არ მოსწონს, როცა პირველი მეზობელი საჯაროდ იწონებს თავს ახალი, ძვირადღირებული ნივთებით. 

ჩემი აზრით (მეზობელი 2) ამას არ უნდა მიაქციოს ყურადღება იმას თუ როგორ იწონებს (მეზობელი 1) თავს მეზობლებში. და ასევე ორივემ მხარემ უნდა ეცადოს დაამყაროს კარგი ურთიერთობა ერთმანეთან ისინი ხომ მეზობლები არიან !! : ))

——————————————————————————————————————-

კონფლიქტი 2

დედა და მამა ვერ მორიგებულან, დუ რა რეაქციით უპასუხოს მათი ორი წლის შვილის ხმაურს. მამა თვლის რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა ისწავლოს ქცევის წესებ; მას სურს სახლში სიწყნარე, რადგან მისი სამსახური ძალიან დამღლელია. დედა კი თვლის, რომ არ შეიძლება ორი წლის ბავშვს მუდმივად აუკრძალო ხმაური და ტირილი, რადგან ეს მის განვითარებას შეაფერხებს.

        1. მოთხოვნები: მხარე 1, მხარე 2

მხარე 1: დედა

მხარე 2: მამა

        2. კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?)

მამას სურს რომ ბავშმა ადრეული ასაკიდან ისწავლოს ქცევის წესები. ხოლო დედა თვლის რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არშეილება მას აუგძალო ხმაური და ტირილი, რადგან ეს ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს.

        3. კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები

  1. როდესაც მამა დაბრუნდება სახში სამსახურიდან მან უნდა გამოყოს დრო ბავშვთან ურთიერთობისთვის.
  2. ჩემი აზრით დედა ცდება და ბავშვი პატარაობიდანვე უნდა იზდებოდეს წყნარ გარემოში. და დედამ უნდა მიაქციოს ყურადღება რო ბავშვი იყოს წყნარი და არ იზდებოდეს ცელქი : ) : /

        4. გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1, მხარე 2 

მხარე 1: თუ ბავშვი გაიზდება წყნარი მაშინ დედა იქნება კმაყოილი.

მხარე 2: მამა მიახწევს მიზანს და ბავშვი გაიზდება წყნარი.

        5. კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა:

საუკეთესო გზა ის იქნება თუ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ქნება წყნარი და არა ხმაურიანი და მტირალა. J
       6. კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება:

შედეგი ის იქნება რომ ბავშვი იქნება წყნარი და ამით ჩემი აზრით მამაც და დედაც მოგებულები იქნებიან. მოგება – მოგება.. J

  • ესაა ჩემი პირველი დავალება, მადლობა ყველას ვინც ჩემ ბლოგს სტუმრობს.. J

რა არის კონფლიქტი? კონფლიქტის გადაჭრა …

26 Feb

კონფლიქტი არის ორი ან მეტიმხარის ინტერესების, შეხედულებების დაპირისპირება, რეალური ანდ წარმოსახული.
დღესდღეობით, ჩვენს საზოგადოებაში, არსებობს კონფლიქტის მოგვარების სისტენმები,როგორიცაა სასამართლო, პოლიცია…. გარდა ამისა მხარეები მიმართავენ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ”არაფორმალურ” ინსტიტუტებსაც.
70 იან წლებში დასავლეთში, ჩამოყალიბდა კონფლიქტების მოგვარების ალტერნატიული მეთოდები რომლებიც გულისხმობს მესამე, ნეიტრალური მხარის მონაწილეობას კომფლიქტის მოგვარების პროცეში (მედიაცია, ფასილიტაცია და ა.შ)
ამ ბოლო წლებში საზოგადოებაში მოხდა ლოკალური კონფლიქტები, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას შეეხო რომელიც ჯერ კიდევ არაა მოგვარებული… სასურველია ადამიანი გარედან არ ელოდეს კონფლიქტის მოგვარებას არამედ თვითონ გახდეს აქტიური და შეეცადოს დასძლიოს პრობლემური სიტუაცია.
საზოგადოებაში კონფლიქტების სრული მოსპობა შეუძლებელია სამაგიეროდ შესაძლებელია ვისწავლოთ მათი მართვა (საჭიროების შემთხვევაში ვიცოდეთ როგორ ავიცილოთ დავიდან) ან სულაც კომფლიქტში არსებული დესტრუქციული ტენდენციები ვაქციოთ კონსტრუქციულად.
თუ გვინდა რომ კონფლიქტური სიტუაცია კონსტრუქციული გზით წარვმართოთ წარვმართოთ უნდა გავითვალისწინოთ ბაზური პრინციპები:

1)არ არსებიობს გამოუვალი სიტუაცია და გადაუჭრელი პრობლემა .
2)ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღწევა შესაძლებელია.
3)პრობლემის მოგვარებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მატერიალური ,არამედ ფსიქოლოგიური დაკმაყოფილება.
4)პრობლემური სიტუაციის მოგვარების პროცესი სწორად ,სიტუაციის შესატყვისად უნდა იყოს შერჩეული.

კონფლიქტის გადაჭრის ექვსეტაპიანი მიდგომა/მოდელი:

1. მოთხოვნები: მხარე 1, მხარე 2
2. კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?)
3. კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები
4. გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1, მხარე 2
5. კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა
6. კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება

iillu.wordpress.com

iillu.wordpress.com

^Crysis – 2013

17 Feb
  • მაგარი თამაშია – 2013 |

“რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად”

15 Feb

ეხლა მისმენთ მე და ყველა კითხულობს ჩემ პოსტს 😀 ესეგი რაუნდა გავაკეთოთ რო დავამარცხოთ სტერეოტიპები, ჩემი აზრით ყველა სტეროტიპის დაძლევა და მათთან ბძოლა არაა საჭირო. მიმაჩნია რომ გარკვეული რიგი სტერეოტიპების უნდა არსებობდეს. თუმცა არის ისეთი სტერრეოტიპები რომლებიც უნდა გავანადგუროთთ :S 😀 მაგრამ როგორ >>? ? :S  :S

მე როგორ გავანადგურებდი სტერეოტიპებს:

  • შევაგროვებდი თანამოაზრეებს…
  • შევქმნიდი ჯგუფს რომელთანაც ერთად დავიწყებდი ამ თემაზე მუშაობას 😀
  • გავაცნობდით ხალხს თუ რარის სტერეოტიპი და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს.
  • ჩავატარებდით ჯგუფთან ერტად სკოლაში ღონისძიებას- ‘რა არის სტერეოტიპი ? “
  • ყველანაირად შევეცდებოდით ჯგუფი რომ ხალხისთვის ზუსტი ინფორმაცია მიგვეცა სტერეოტიპებზე.
  • და რათქმაუნდა შევქმნიდით Facebook-ში გვერდს > 😀 😀

ამ ძალიან პატარა პოსტზე მინდა ასევე მოვისმინო თქვენი აზრი ? 🙂 რას გააკეთებდით თქვენ სტერეოტიპების დასაძლევად ?

მადლობთ.. სათაური მაინც თუ წაიკითხეთ 😀 ( ვხუმრობ რათქმაუნდა 🙂 )

Gallery

inFAMOUS

5 Feb

„სტერეოტიპები და ცრურწმენები“

13 Jan
  1. რა არის სტერეოტიპი? – სტერეოტიპი არის ამა თუ იმ საგანზე შენი შექმნილი აზრი ან თუნდაც საზოგადოების აზრი რომელსაც ფესვები აქვს გამყარებული აი მაგალითად რომ ამბობენ ამა თუ იმ სტერეოტიპის დანგრევა ძნელია საქართველოშიო.
  2. რა არის ცრურწმენა? – ყოველგვარი სხვა რწმენა, გარდა რწმენისა წმიდა ჭეშმარიტებაში, არის ცრურწმენა.

სტერეოტიპები

მახასიათებლები, რომლებიც გარკვეული ჯგუფის წევრებს მიეწერება.ფიქსირებული შთაბეჭდილება ჯგუფის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ხდება მოცემული ჯგუფის კონკრეტული წევრების აღქმა. არსებობს სტერეოტიპები ეროვნების, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების, რელიგიური ჯგუფების და სხვათა მიმართ. სტერეოტიპები შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი.

გენდერული სტერეოტიპები: წარმოდგენები, შეხედულებები, ცრურწმენები ქალისა და მამაკაცის სოციალური როლის, ფუნქციის, დანიშნულების, შესაძლებლობების, სტატუსის შესახებ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. „არსებობს კეთილი საწყისი, რომელმაც შექმნა წესრიგი, სინათლე და მამაკაცი და ბოროტი საწყისი, რომელმაც შვა ქაოსი, სიბნელე და ქალი“ – ამბობდა პითაგორა. \ გენდერული სტერეოტიპების შექმნაში, ბუნებრივია, უდიდესი როლი ენიჭება ოჯახსა და საზოგადოებაში არსებულ ტრაიდიციებს, ასევე კულტურულ, რელიგიურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ წარმოდგენებსა და ტექსტებს. გაბატონებულია აზრი, რომ ქალი უნდა იყოს ლამაზი, ჩუმი, ნაზი, დამთმობი, პასიური, არაავტორიტარული, არარაციონალური, ემოციურ-სპონტანური, ინტუიციური, კონსრევატიულად მოაზროვნე არსება, ხოლო მამაკაცი – ძლიერი, აქტიური, „მაიმუნზე ოდნავ ლამაზი“, პრინციპული, რაციონალური, ლოგიკური, ბრძენი, წარმატებაზე ორიენტირებული, განზოგადების კარგი უნარის მქონე. ბიოლოგიური დანიშნულებიდან გამომდინარე, ქალს ევალება ოჯახის, ბავშვების მოვლა, ხოლო მამაკაცი კონცენტრირებულია „ფულის შოვნაზე“, არასაოჯახო ეკონომიკაზე და პოლიტიკურ საქმიანობაზე. როლების ამგვარი სტერეოტიპიზაცია მამაკაცს საშუალებას აძლევს მიაღწიოს დომინირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში, სამაგიეროდ, იგი ნაკლებად მონაწილეობს საკუთარი შვილის აღზრდაში. გენდერული უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები უშუალოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. იქმნება მოჯადოებული წრე, არსებული შაბლონი ერთგვარად სოციალურ შეკვეთას წარმოადგენს და დეკლარიებული ეგალიტარული კანონების სიმრავლის მიუხედავად, საკმაოდ რთულია მისი დაძლევა. გენდერული სტერეოტიპები სექსიზმის ერთგვარი მეთოდოლოგიაა და საფუძვლად უდევს შრომის არათანაბარ დაყოფას. არსებობს წარმოდგენა, რომ პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, ტექნიკა, მაღალი ტექნოლოგიები ხელეწიფება მამაკაცურ გონებას, ხოლო სამზარეულო, სახლი, ოჯახი, საექიმო საქმე, პედაგოგიკა – ქალური პროფესიებია. თუმცა თანამედროვე რეალობა გვიჩვენებს, რომ ამგვარ სტერეოტიპებს არაფერი აქვს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. განსაკუთრებით ეს მკაფიოდ გამოიხატა გარდამავალ პერიოდში, როცა ეკონომიკური კრიზისი ქალის მხრებს დააწვა და სწორედ მან იტვირთა ოჯახის ფიზიკური გადარჩენა. მიუხედავად ამისა, გენდერული სტერეოტიპები კვლავ სიცოცხლისუნარიანია. ქალი – ცოლი, დედა, ბებია, საყვარელი, სექსუალური ობიექტი, „მეორე სქესი“, მამაკაცის სატელიტი, დამოკიდებული არსება; მამაკაცი – ოჯახის უფროსი, მარჩენალი, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები.

სტერეოტიპები ქართულ მედიაში: ქართულ მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების შესახებ მედიის განვითარების ფონდის ექსპერტმა, ქეთევან მსხილაძემ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის  მიხედვით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც თან ახლავს ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილ მასალებს აღნიშნულ საკითხზე. საზოგადოებაში, ასევე მედიაში არსებული სტერეოტიპები, თავად ჟურნალისტების გაუთვითცნობიერებლობა გენდერული საკითხების გაშუქებისას, ეს ის შენიშვნებია, რომლებზეც კვლევის ავტორი მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით საუბრობს.

 

პროექტის „მედიამონიტორინგი პროფესიონალური და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილი იყო მონიტორინგის მეორე ეტაპის შედეგები, რომელიც გულისხმობდა ქალთა და ქალებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას სტერეოტიპებით აზროვნების შემთხვევების გამოვლენას, ასევე ყურადღება მიექცა მაუწყებლობის ქცევის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების და პროფესიული სტანდარტების დაცვას გენდერული საკითხების შესახებ. კვლევის მეორე ეტაპის დაკვირვების მიხედვით, ქართულ მედიაში სტერეოტიპული აზროვნება და დამოკიდებულება სჭარბობს. ქალების საკითხზე მომზადებული მასალების უმრავლესობა არა თუ ამცირებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს, პირიქით, რადგან ჟურნალისტები სათანადოდ ვერ ერკვევიან გენდერულ საკითხებში და მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად ისინიც თავის მხრივ, სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ კონკრეტული პრობლემის გაშუქებისას.

ცრურწმენები

ცრურწმენები: საფუძველს მოკლებული, მიკერძოებეული უარყოფითი შეხედულებები და შეფასებები გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოყალიბებულია ჰარვარდის გამოჩენილი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“.

ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვატარებთ ცრურწმენებით, და თითქოს ამაზე ნაფიქრიც არ გვაქვს, არსებობს ე.წ. “საზოგადოებაში დამკვიდრებული” და პირადად “დაცდილი” რისიმე რწმენა
ყველაზე ხშირად ვიყენებთ ამ ფრაზას: “რაც გიწერია, არ აგცდება”, თითქოს ყველაფერი წინასწარ გაქვს განსაზღვრული “ბედისწერით”. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: “თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, _ ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმებს, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, – მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველი აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში… რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისწერისა?.. როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედისწერა აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედისწერა აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. . . ბედისწერა რომ არსებობდეს არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკეთისთვის? რისთვის ვაამებთ? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძგა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედისწერაზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ”.

“დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია” – უფლის ბრწყინვალე აღდგომა ყველაზე ხშირად აპრილის თვეში აღინიშნება და არსებობს მოსაზრება, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ პირველ აპრილს აღდგა მკვდრეთით. ისიც ყველამ კარგად ვიცით. თუ როგორი ტყუილი მოიგონეს მაშინ უფლის ჯვარცმელმა და უარმყოფელმა ფარისევლებმა – “იესო ნაზარეველის სხეული ღამით ფარულად მოიპარეს მისმა მოწაფეებმა და ახლა გაიძახიან მკვდრეთით აღდგაო”! – აი, სწორედ ამ ყოვლადმკრეხელურმა სიცრუემ დაუდო დასაბამი საპირველაპრილო ტყუილებს, რადგან ვინც ეს მოიგონა და დაამკვიდრა, მისთვის ღმერთის ამქვეყნად აღდგომაც ტყუილია, ღმერთის ამქვეყნად ხორციელი შობაც და მისი ყოვლადმხსნელი საყოველთაო მსახურებაც…

წიგნები ცრურწმენებზე: ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა სისუსტიდან არც ერთს არ გააჩნია ისეთი დამანგრეველი ძალა, როგორიც ადამიანის ღირსებასა და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ წინასწარ-შექმნილ ცრურწმენებს. ცრურწმენის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ დამახინჯებულია სოციალური რეალობა – ადამიანების გონებაში შექმნილია სიტუაცია, რომელსაც შეუძლია დაამციროს და გაანადგუროს სხვა ადამიანების ცხოვრება.
ცრურწმენებზე კატალოგი იხილეთ აქ <

ცრურწმენები აზარტულ თამაშებზე: აზარტულ თამაშებში იღბალი ძირითადად წყალობს დამწყებებს ანუ “ჩაინიკებს” და ასევე მოვალეებსც- ეს არის ძირითადი ცრურწმენები ცნობილ სამორინეში “ძმები მონტე-კარლოში”. ამ სამორინეში ხშირად იხილავთ ისეთ მოთამაშეებს რომლებსაც ცხოვრებაში ფეხი არ შეუდგავთ ამის მსგავს დაწესებულებასში. ცნობილი მოთმაშეები ხშირად ელოდებოდნენ სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს რომლებიც პირველად იყვნენ მონტე-კარლოში და მათ ფულს აძლევდნენ, რომ ეთამაშათ თუ მოიგებდნენ რამდენიმე პროცენტი სტუმარს ერგებოდა დანარჩენი კი მასპინძელს. საერთოდ ხშირად შეილება ნახოთ რომ “ჩაინიკი” ბევრ ფულს იგებს სამორინეში, მაგრამ მისი მოგება ნელ-ნელა მცირდება. ახლა კი მოგიყვებით მეორე ცრუ რწმენაზე რომელიც ასევე ფართოდაა გავრცელებული, ხშირად მონტე-კარლოში იხილავთ ადამინაებს რომლებიც არასდროს თავისი ფულით არ თამაშობენ მათი მოგების ხერხი კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიდიან ბარმენთან რომელიც ნამდვილად სანდო და სოლიდური პიროვნებაა ართმევენ 2000 ევრო, ფრანკს, ფუნტს და მიუსხდებიან რაიმე სათამაშო მაგიდას და იწყებენ თამაშს, მაგრამ სამორინეს მოგება იმაში მდგომარეობს, რომ ეს თანხა არის 10%-იანი და თუ კი ვერ მოიგო დიდი ვალი ედება მოთამაშეს. იყო ერთი გახმაურებული ამბავი მონტე-კარლოში როდესაც ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა შეემოწმებინა თუ რამდენად სიმართლეს შეესაბამებოდა ცრუ რწმენა და 5000 ფუნტით დაიწყო თამაში 2 საათის შემდეგ ეს ფული მან წააგო, მივიდა ბარმენთან გამორთვა 3000 ფუნტი დაიწყო თამაში და ასევე მოგება ბოლო ჯამში მან მოიგო ის 5000 ფუნტი და 3000 სიც დაუბრუნა იმ საღამოსვე ბარმენს. იყო ასევე ცნობილი შემთხვევა როდესაც ამერიკელი 1 ღამეში რუსულ რულეტზე დებდა მხოლოდ შავზე (ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა როდესაც აზროვნებ და მოქმედებ იმ მეთოდით რომ მაგალითად თუ ათჯერ შავი მოვიდა ესეიგი მეთერთმეტე წითელი იქნება) მან 4 საათში წააგო 10 000 ფუნტი სტერლინგი და როდესაც მისთვის უკვე ბოლო დატრიალება იყო 13 ჯერ შავის მოსვლის შემდეგ მან წითელზე დადო ამით კი მან თავის 10 000 ფუნტს ბოლო მოუღო.

ცნობილ ცრურწმენ

თუ კარტში არ გიმართლებს მაშინ თან უნდა ატარო მაჩვის კბილი და ფორტუნა შენს მხარეზე დადგება.
(ბევრ ადგილასაა გავრცელებული)
თუ შენ თამაშის დროს აყვები გრძნობებს მაშინ “ფროტუნის დემონი” ეცდება რომ მთელი ფული წაგაგაბინოს.
(ბევრ ადგილასაა გავრცელებული)
ფულს რომელსაც დაიდებ ვალად ამ ფულის წაგება შეუძლებელია.
(მონტე-კარლო)
დღემდე რუსეთში არსებობს გამოთქმა: “თუ არ გიმართლებს კარტში გაგიმათლებს სიყვარულში”.
(რუსული გამოთქმა “ანდაზა”)

—————————————————————————————————————————

„ტრადიციები“ – საქართველოში

26 Dec

iillu.wordpress.com

ტრადიცია:

ტრადიცია ეს არის თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათები, წესები, ყოფაქცევის ნორმები, რომელიც ნებისმიერ ერს გააჩნია და იცავს მათ. ტრადიციის არსი, მისი დროსთან კავშირია, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ დროს მისი გაუფასურება არ შეუძლია. იგი ადამიანის ფსიქიკაში ღრმად იდგამს ფესვებს და მერე მისი მოსპობა, თითქმის შეუძლებელია. დრო პერიოდულად ახდენს ტრადიციების გადაფასებას ხოლმე საზოგადოების ცვლილებასთან ერთად, თუმცა ის რაც ღირებულია და დროს უძლებს რჩება, ხოლო რასაც ყავლი გასდის და დრო მოჭმული ხდება, გადის მოხმარებიდან. უძველესი დროიდან, ტრადიციები ჩნდება და არავის უფრიქრია რატომ ან როგორ.

ხშირად ტრადიცია ძველდება და თანამედროვეობას ვეღარ უწყობს ფეხს. ხდება მათი გაუფასურება და უარეს შემთხვევაში მათი გაქრობაც კი, რაც ადამიანებში სრულ ქაოსს იწვევს. დღესრეობით საზოგადოება რამდენიმე ფენად იყოფა. ახალგაზრდა თაობა უარყობს ხოლმე ტრადიციების არსებობის აუცილებლობას, თუმცა ეს საერთო აზრზე არ მოქმედებს. საქართველოს კულტურა, უძველესი დროიდან ტრადიციებითა და საკუთარი თავისებურებით გამოირჩეოდა, რითაც ქართველები თავს საუკეთესოებად მივიჩნევთ. მაგრამ ისმის კითხვა:

-აუცილებელია თუ არა ამდენი მოძველებული ტრადიციის არსებობა, რომლის წარმოშობის შესახებ, შეიძლება არც კი ვიცოდეთ?
– ქართული ტრადიციები გვჭირდება და აუცილებლობაცაა. თუმცა ის უნდა გაიწმინდოს და გასუფთავდეს, თანამედროვეობას და ცივილიზაციას უნდა მოერგოს. ამ ფორმაში და ამ სტანდარტებში მყოფი ტრადიციები ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს და მის მომავალს დაობებით ემუქრება.

ქართველები მუდამ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენში წარსულებს ყოველთვის პატივს სცემენ და საქართველოში ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ გარდაიცვლებიან, ანუ სახეს იცვლიან.

ახალი წლის ტრადიცია – „ქართლში“

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.

ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ. კახეთი: კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვ. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის – ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური. სამცხე-ჯავახეთი: სამცე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება აპოხტი – დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია თათარბერაკი – წვრილად დაჭრილი ცომის მოხარშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ. თუთის ნაყოფისგან ამზადებენ თაფლს სახელად – ბაქმაზი. მესხური სამზარეულოს სიამაყეა ტენილი ყველი. განვითარებულია აგრეთვე მეფუტკრეობა. აქ არის ხორბლის დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვანი ცომეული საკვები: კაკალა, სომინი, ჩაწეკილი პური, ბაზლავა ხმიადი და სხვა. საქართველოს ყველა სხვა მხარეებისგან განსხვავებით აქ მიირთმევენ ლოკოკინებსაც, რომელსაც დეკემბრის თვიდან აგროვებენ. აქვე ამზადებენ გოზინაყს და თაფლის ნაცვლად მასში თუთის თაფლს – ბაქმაზს იყენებენ. სვანეთი: სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი – პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი – სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს. აჭარა: აჭარული სამზარეულო ყველაზე მრავალფეროვანია, იგი ფერთა მთელი პალიტრაა. აქ ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები. აჭარული სამზარეულო განიცდის თურქული კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. აჭარული ტკბილეულებია: ბაქლავა და შაქარლამა. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს, იგი უფრო ცხიმიანი და მძიმეა. ცნობილია აჭარული ზღვისპირეთის: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. თუმცა ყველაზე პოპულარული აჭარული კერძები არიან: ბორანო(კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული(კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე) და სინორი(ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი). აფხაზეთი: მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია აბისტა – სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.

ქართული ცეკვა 

ქართულ ცეკვაში ათასწლეულები სუნთქავს, ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია იკითხება. ხალხური ცეკვა ყოფიდანაა წამოსული და მასში მთელი თავისი მშვენებით იშლება ცხოვრება. ქართული ცეკვა მხატვრულ ფორმათა ნაირგვარობის გამოვლენის გასაოცარ პალიტრას გვთავაზობს. მისი ”ერთი ილეთი – ეს ერთი წინადადებაა; ილეთთა ერთიანობა და მთლიანად ქორეოგრაფიული სურათი კი მთელი წიგნია, ამ წიგნს გაფრთხილება და სწორად წაკითხვა უნდა” (ენვერ ხაბაძე). არადა, რამდენი უნიკალური ქართული ილეთი, სვლა, მოძრაობა, ცეკვის ნახაზია გამქრალი თუ დავიწყებული. სწორედ მივიწყებულისა და მიჩქმალულის შეხსენებას და გაცოცხლებას ისახავს მიზნად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოცემა ”ქართული ცეკვის საარქივო ჩანაწერები”. დისკზე თავმოყრილია საქართველოს რადიოს ”ოქროს ფონდსა” და ეროვნულ არქივში გასული საუკუნის 30-70-იან წლებში კინოფირებზე გადაღებული, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებისა და ინდივიდუალურ მოცეკვავეთა მიერ შესრულებული, ავთენტიკური ხალხური ცეკვები და ცეკვების ფრაგმენტები.

ქართული სიმღერა

საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული.

სოციალური პრობლემები

26 Dec

სოციალური პრობლემა ეწოდება პროცესს, რომლის განვითარებისას წარმოქმნილი პირობები და მოვლენები, გარკვეული ჯგუფების ან მთელი საზოგადოების ცხოვრების სიტუაციაზე ზემოქმედებენ (მაგ. სიღარიბე, ძალადობა, ნარკომანია, გარემოს დაბინძურება), რომლის შეცვლაც საზოგადოებაში ან მის ცალკეულ ნაწილებში სავალდებულოდ მიაჩნიათ, რომელიც საზოგადოებას აფორიაქებს, პოლიტიკური პროგრამების და ღონისძიებების საგანია.

ჰერბერტ ბლუმერმა (Herbert Blumer) შეიმუშავა ხუთსაფეხურიანი მოდელი:

  1. სოციალური პრობლემის წარმოშობა, ანუ მისი აღქმა, გაცნობიერება და დასახელება საზოგადოებაში.
  2. საზოგადოებრივი აღიარება (ლეგიტიმაცია), როგორც სოციალური პრობლემისა.
  3. პოლიტიკურ დისკუსიებში შესაძლო სამოქმედო სტრატეგიების განხილვა.
  4. სამოქმედო გეგმის შემუშავება პრობლემის დარეგულირებისთვის.
  5. სამოქმედო გეგმის განხორციელება (ტრანსფორმაცია).

მეცნიერულ სამყაროში არსებობს ერიანობა იმის თაობაზე, რომ სოზიალური პრობლემა კოლექტიური მოქმედების პროცესს აღნიშნავს. ამის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს დავა იმის თაობაზე, “სოციალური პრობლემა” მხოლოდ საზოგადოებაში როგორს ასეთად აღიარებულ, დასახელებულ და გაცნობიერებულ პრობლემებს უმდა ასახავდეს თუ მისი საგანი ლატენტური სოციალური პრობლემებიც უნდა შეადგენდენ, რომელთა აღმოჩენა და დიაგნოზიც საზოგადოებათმცოდნეობის დავალებაა.

დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში

26 Dec

საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით, 1,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15,1% შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად, მოსახლეობის აქტიურობისა და დასაქმების დონეების ზრდაც აღინიშნა. 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში, აქტიურობისა და დასაქმების დონეები, შესაბამისად, 1,0 და 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში.

2011 წელს 2010 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის ერთნაირად გაიზარდა. სოფლის ტიპის დასახლებებში უმუშევრობის დონე 1,3 პროცენ-ტული პუნქტით, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში – 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

რეგიონალურ ჭრილში, უმუშევრობის დონე, შიდა ქართლის რეგიონში – 3,8%-ით, იმერეთის რეგიონში – 2,4%-ით, ხოლო კახეთის რეგიონში 2,2%-ით შემცირდა.

აღნიშნულ პერიოდში, უმუშევრობის დონე თითქმის ერთნაირად შემცირდა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში. კერძოდ, უმუშევრობის დონე ქალებში 1,3%-ით შემცირდა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებლის კლებამ 1,2% შეადგინა.

აქტიურობის დონის სქესობრივ ჭრილში განხილვისას, აღსანიშნავია, რომ ქალებში აქტიურობის დონემ, 2011 წელს, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ხოლო კაცებში – ბოლო ათწლეულის მანძილზე. აქტიურობის დონის ანალოგიურად, ქალებში დასაქმების დონემ, 2011 წელს, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ხოლო კაცებში – ბოლო შვიდი წლის მანძილზე.

უმუშევრობა სქართველოში

სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით, უმუშევრობა საქართველოში,  მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების ნუსხაში, პირველ ადგილს იკავებს.

”უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის” მოამზადა მემორანდუმი, სადაც ხელისუფლებას უმუშევრობასთან და უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებთან   ბრძოლისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს  დროებითი  1- დან 12 თვემდე ვადით სამუშაო კონტრაქტების გაუქმებას და ა.შ.

უმუშევართა კავშირის თავმჯდომარის თამარ სადღობელაშვილის განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც უმუშევართა რეგისტრაციას განახორციელებს :

” საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში  არანაირი სოციალური დაცვის მექანიზმები არ არსებობს, პრაქტიკულად არაფერი კეთდება, რომ ამ პრობლემას ეშველოს. ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონით, სტრუქტურულად. საქართველოში უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც დაკავდება უმუშევართა რეგისტრაციით და აღრიცხვით, ასევე უმუშევართა დასაქმებით და შემწეობის გაცემით. შემწეობის მხრივ საქართველოში ჯერჯერობით არაფერი კეთდება. ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი ”უმუშევართა დაცვის შესახებ”,  ჩვენი ეს ინიციატივა აუცილებლად განიხილება  პარლამენტში, ალბათ უკვე ახალი წლის შემდეგ ფრაქციაში ”ერთობა სამართლიანობისთვის” ( თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი). გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები რამდენიმე პარტიასთან, მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყი მემორანდუმის შექმნა. მოვილაპარაკეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ბოლოსდაბოლოს უმუშევრობის პრობლემა გადაწყდეს და შეიქმნას სისტემა, როგორიც მოქმედებს სხვა განვითარებულ, ნორმალურ ქვეყნებში. თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევა სოციალურ პრობლემებში, რომელი ფორმა ავირჩიოთ?! სკანდინავიის ქვეყნებში ძირითადი როლი მიუძღვის სახელმწიფოს,  საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში ახელმწიფოს როლი შუალედურია. ან ნაკლებად ჩაერთოს სახელმწიფო, როგორც ეს არის აშშ-ი. მაგრამ აშშ ძალიან არის განვითარებული სადაზღვეო პაკეტების სექტორი. ცხადია, რომ საქართველოში ეს საკითხი მოსაწესრიგებელია”.

ვისთან გეგმავს უმუშევართა კავშირი მემორანდუმის გაფორმებას, რა ადგილი უკავია  უმუშევრობის პრობლემის დაძლევას მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში? – ამის შესახებ ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძე გვესაუბრება:

” ჩვენ გვინდა  ეს მემორანდუმი ყველა  ოპოზიციურ ძალასთან გავაფორმოთ, რომელიც თავისუფალია ხელისუფლების კლანჭებისგან. ვინაიდან ცალკე პრეზიდენტს, ცალკე პრემიერს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარეს გავუგზავნეთ ეს საკითხები, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია, ერთადერთი, ვინც გამოგვეხმაურა, იყო ჯანდაცვის სამინისტრო.. ამის შემდეგ ჩვენ მოვაწყვეთ კანცელარიასთან და პარლამენტთან ”ცარიელი ქვაბების აქცია”. ეს იყო ჩვენი პროტესტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი, ჩვენ მიერ მომზადებული მემორანდუმი გვინდა გავაცნოთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ იგი გახდეს ნაწილი პოლიტიკური პარტიების პროგრამების.

10-პუნქტიან გეგმაში კონკრეტულად უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით. არ წერია, რომ შესაქმნელია კანონი უმუშევართა დაცვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აგრძელებს იგივე გზით სიარულს, რასაც ჰქვია ”სიღარიბის დაძლევის პრობლემა”. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიღარიბის დაძლევის პრობლემა კი არ არის მთავარი. მთავარია უმუშევრობა დავძლიოთ, რომელიც ამოიყვანს ქვეყანას სიღარიბიდან”.

ალექსანდრე შალამბერიძის თქმით,  დღეს საქართველოში მხოლოდ 900 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 340 ათასი სახელმწიფო სექტორში.

საქართველოში – განათლება დღეს

22 Dec

უმაღლესი განათლების საფეხურები

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება სამი საფეხურისაგან:

  • პირველი საფეხური – ბაკალავრიატი (240 კრედიტი)
  • მეორე საფეხური – მაგისტრატურა   (120 კრედიტი)
  • მესამე საფეხური – დოქტორანტურა (180 კრედიტი)

პირველი საფეხურის ფარგლებში  არსებობს დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (120 -180 კრედიტი). ამასთან,  სამედიცინო, სტომატოლოგიური და ვეტერინარიული განათლება (300-360 კრედიტი) არის ინტეგრირებული განათლება და თავისი სწავლის  შედეგებით უთანაბრდება მაგისტრატურას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი.

  •  კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს  პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას.
  • სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას
  • უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;
ხარისხის უზრუნველყოფა

უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფა ხორციელდება აკრედიტაციის გზით. აკრედიტაციას ახორციელებსგანათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი   

სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული და ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. კრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სია.

სქემა –  უმაღლესი განათლების სისტემა

iillu.wordpress.com

ძალადობა ოჯახში

ჩვენ ვგმობთ ძალადობას!

მუსიკის სამყარო

მუსიკები და ყველაფერი მუსიკის გარშემო

Georgian Dances

Georgian Dances Official Website

ს.ო.ბ

სუბიექტურად ობიექტური ბლოგი

╚► givkas page ◄╝

⇨ ☻ Welcome to my world... ⇨ ☻ or ⇨ ☻ Welcome to givkaspage ⇨ ☻

სალომეს ბლოგი

I know that I know anything

მოხალისეს / პარტიზანს

სახელმძღვანელო

ბუნბუნლანდია

მოგზაურობები, ლაშქრობები, თავგადასავლები

WordPress.com News

The latest news on WordPress.com and the WordPress community.